თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2014, 02:20
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1997,
კომენტარები: 9
ვან გაალის პრეს-კონფერენცია (სრული)
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
ვან გაალის პრეს-კონფერენცია (სრული)
ლუი გაზეთებში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ გუნდის მმართველები მზად არიან გამოგიყონ თანხები გუნდის გასაძლიერებლად. ლაპარაკი იყო 100-150 მილიონ ფუნტზე. რამდენად აუცილებელია ეს ტიტულის მოსაგებად?

ვფიქრობ ეს უაზრობაა, როდესაც რიცხვებზე არის საუბარი. არ მგონია ედ ვუდვორდს ასეთი რამე ეთქვას, არც მე მილაპარაკია ამის შესახებ. ეს მოთამაშეების უპატივცემულობაა და არ მსურს ამ თემაზე საუბარი.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა კიდევ გაძლიერება პროგრესი რომ განაგრძოთ?

მე უნდა ვიმუშავო იმ შემადგენლობასთან, რომელიც მყავს. მე მათ დიდ პატივს ვცემ ყოველთვის, მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ეს არის ჩემი პასუხი.

თქვენ მიემგზავრებით "საუთჰემტონთან" სათამაშოდ და იქ შეხვდებით რონალდ კუმანს. როგორ აღწერდით თქვენს ურთიერთობას?

მე არ მინდა აღვწერო მოწინააღმდეგის მწვრთნელთან ჩემი ურთიერთობა. ეს პირადულია. ჩვენ ვთამაშობთ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ და უნდა ვილაპარაკოთ მათზე.

რამდენად მნიშვნელოვანია სეზონის ეს პერიოდი? თქვენ შეგიძლიათ "ლივერპულს" შეხვდეთ როგორც მესამე ადგილოსანი.

ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ ასე მოხდება, თუმცა ჩვენ ჯერ "საუთჰემტონთან" გვაქვს სათამაშო. "წმინდანები" ჯერ-ჯერობით უკეთ გამოიყურებიან ვიდრე "მერსესაიდელები", თუმცა მე ყოველთვის უახლოეს მატჩზე ვარ კონცენტრირებული. შესაძლოა სწორედ ისე მოხდეს, როგორც ამბობთ, მაგრამ მირჩევნია მატჩის შემდეგ ვისაუბრო ამის შესახებ ვიდრე მატჩამდე.

"საუთჰემტონი" ბევრმა მოთამაშემ დატოვა. მიუხედავად ამისა გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, გაგიკვირდათ კუმანის წარმატება?

მე წავიკითხე ამის შესახებ გაზეთებში, მაგრამ იცით რამდენმა მოთამაშემ დატოვა ჩვენი გუნდი? ამაზე ყურადღება ერთხელაც არ გაგიმახვილებიათ. არასდროს წამიკითხავს ამის შესახებ გაზეთებში. ბოდიშით, მაგრამ ჩვენ მათზე მეტი მოთამაშე დავკარგეთ... თუმცა რონალდ კუმანი ძალიან კარგი სპეციალისტია და ვიცი მისი შესაძლებლობები. ვფიქრობ საოცარია, როდესაც ისეთი გუნდი როგორიც "საუთჰემპტონია" ასეთ მაღალ პოზიციებს იკავებს, ეს ყველაფერი მწვრთნელის, პერსონალის და ფეხბურთელების დამსახურებაა.

ის რომ, თქვენ მოგიწიათ ამდენის დახარჯვა, რათა მიგეღოთ ეს რეზულტატი, მოქმედებს თქვენზე?

არა. არ ვფიქრობ, რომ ფულშია საქმე. როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს ფეხბურთელის შეძენა, გუნდები ყოველთვის ითხოვენ რაც შეიძლება დიდ თანხას და ჩვენ გვიხდება ამის გადახდა, რადგან ჩვენ ვართ - "მანჩესტერ იუნაიტედი". ალბათ გესმით რასაც ვამბობ. განა ასე არ არის? როგორ ფიქრობთ "საუთჰემპტონს" უწევს ამხელა თანხების გადახდა? მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ის არის "საუთჰემპტონი". ერთია, როცა საქმეს იჭერ ისეთ გუნდებთან როგორებიც არიან "რეალ მადრიდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" და მეორე - როდესაც "ასტონ ვილასთან" და "საუთჰეპტონთან".

როგორია უეინ რუნის ჯამრთელობის მდგომარეობა?

ჯერ-ჯერობით ეს საუკეთესო კითხვაა ამ პრეს-კონფერენციაზე. ის თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი ნორმაშია. უეინმა უნდა ითამაშოს.

ანუ მას ხვალ თამაში შეეძლება?(ჟურნალისტს შეეშალა)

ხვალ? არა(იცინის). ყურადღებით უნდა იყოთ.

რა არის ახალი დი მარიას შესახებ?

ვფიქრობ, ის მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ ორშაბათამდე ის ვერანაირად ვერ მოასწრებს.

გაგაკვირვათ პრემიერ ლიგამ იმით რომ, "საუთჰემტონის" კალიბრის გუნდებს შეუძლიათ ლიდერებთან კონკურენციის გაწევა?

დამიჯერეთ, ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება. ყველა ჩემპიონატში, სეზონის სტარტზე გამოჩნდება გუნდი, რომელიც აღმოჩენად იქცევა. თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე მთავარია, რომელ ადგილს იკავებ მაისში. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება - ის ნაკლებად.

რას ფიქრობთ "საუთჰემპტონზე"? შეძლებენ ისინი ცხრილის სათავეში დარჩენას?

ჩემი აზრით, მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ბევრ მათგანს ვიცნობ და ვფიქობ მათ აქვთ შანსი დარჩნენ ოთხეულში, რადგან მე მჯერა მათი თავკაცის. ვფიქრობ თუ ურთიერთშეთანხმებული თამაში გაგრძელდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.




წყარო:carrick.ru
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
6 დეკემბერი 2014 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
rafaelo ar gayido shen torem :@
0
№2
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვაააახ! ეჩხუბა კაცი ჟურნალისტებს რა. არ ვიცი რომელი ერთი ციტატა გამოვყო, უბრალოდ თითოეულ სიტყვაში იგრძნობა ამ კაცის თავდაჯერებულობა და საუბრის მანერა.

რაღა საქართველოში ატარებს ივანიშვილი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.

მე წავიკითხე ამის შესახებ გაზეთებში, მაგრამ იცით რამდენმა მოთამაშემ დატოვა ჩვენი გუნდი? ამაზე ყურადღება ერთხელაც არ გაგიმახვილებიათ.


მაინც ვერ გავუძელი ცდუნებას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 10:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ტიპმა ა**ა ჟურნალისტებს :დდ
0
№4
ავტორი: Count Alucard
6 დეკემბერი 2014 11:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მიყვარს ამ კაცის საუბარი რა, ზედმეტს არასდროს ამბობს, ყოველთვის იმდენს ამბობს რომ ჟურნალისტებმა ტვინი არ გაბურღონ მაგრამ რეალურად ბევრს ვერაფერს იგებენ lol
0
№5
ავტორი: Mufc7
6 დეკემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველი ინტერვიუს მერე უფრო მეტად მიყვარდება ეს კაცი:დდ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: DiMaria
6 დეკემბერი 2014 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჟურნალისტების რისხვა ხარ შე ნაძირალა love
0
№7
ავტორი: RioManIa
6 დეკემბერი 2014 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
საუთჰემპტონთან ფრეც რომ ვითამაშოთ დიდად არ მეწყინება, მთავარია ლუზერებს ჩაუტარო საფეხბურთო გაკვეთილი ტრაფორდზე ლუი.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 16:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
RioManIa,
ეს სატურნირო მნიშვნელობუს მქონე თამაშია და აქ ინდივიდუალური დაპირისპირება არაფერ შუაშია. ძალიანაც მეწყინება ფრე. ყველა თამაშში წარმატება გვჭირდება ისე არ მიიღწევა შედეგი.

რა უკეთესია, ლივერპულს მოვუგოთ ორივე თამაში და დავრჩეთ ოთხეულს მიღმა, თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ და მაგათთან ორივე წავაგოთ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: GeorgeBest
6 დეკემბერი 2014 23:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაგვიჭირდება მაგრამ აუცილებელია 3 ქულის აღება. ჩელსიმ და არსენალმა დაკარგეს ქულები, იმედია მოვიგებთ და მესამეზეც გადავალთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top