თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2014, 21:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1796,
კომენტარები: 7
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
რუნი "წმინდანებთან" ნამდვილად ითამაშებს.
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ უეინ რუნი ორშაბათს ღამით "საუთჰემპტონთან" თამაშს ნამდვილად შეძლებს.

რუნი "ჰალ სიტისთან" მატჩში შეხვედრის მიწურულს დაშავდა. ამავე მატჩში ტრავმა მიიღო ანხელ დი მარიამაც და ორივემ მათგანმა "სტოკთან" შეხვედრა გამოტოვა.

ვან გაალმა დაადასტურა, რომ რუნი მომდევნო შეხვედრაში თამაშს შეძლებს, თუმცა ანხელ დი მარია ჯერ კიდევ იუქმებს.

"ეს არ არის ცუდი ტრავმა, მაგრამ მე ექიმი არ ვარ. ამას ისე ვამბობ, როგორც მწვრთნელი და არა ისე, როგორც ექიმი. თუმცა ვფიქრობ ძალიან მალე გამოჯანმრთელდება."

"ბრუნდება ევანსიც. ის სათამაშოდ მზადაა. ჯონსიც ბრუნდება, მაგრამ ის თამაშისთვის არ არის მზად. მას სავარჯიშო სესიები სჭირდება და შეიძლება მეორე გუნდში თამაშიც კი. მაგრამ დაბრუნდა. ის სავარჯიშოდ მზადაა. ესეც კარგია. გვირაბის ბოლოს უკვე ვხედავთ სინათლეს."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 21:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რუნიზე არაფერი უთქვამს, მაგრამ წყაროში ეწერა დაადასტურაო რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როდის მოვა ახლა ორშაბათი ღამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 დეკემბერი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია დი მარია ლივერპულისთვის მზად იქნება, თუმცა ყველაზე მთავარი რუნია!!! love
0
№4
ავტორი: VaRdo
5 დეკემბერი 2014 22:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ლივერპულთან დი მარიაც მზად იქნება და ჯონსიც. დაცვა ბრუნდება. რაფაელი სადაა ეგ ვერ გავიგე.

ნუ რუნი დიდი ძალა დაგვიბრუნდა. 3 ქულა მე_3 ადგილი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: love united
5 დეკემბერი 2014 22:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმედია მოვიგებთ. ისე მეეჭვება ზედიზედ მე5 თამაში მოვიგოთ.
0
№6
ავტორი: Macklemore
6 დეკემბერი 2014 02:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კარგია ლაზარეთი თუ ცარიელდება. იმედია ტრავმების ეპიდემია აღარ შეგვაწუხებს.
0
№7
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 10:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაფაელზე რატომ არაფერს ამბობს :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top