თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2014, 21:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1676,
კომენტარები: 7
სევეჯი: "ვან გაალი მარუანზე ზეგავლენას ახდენს"
რობი სევეჯი ვან გაალის ფელაინიზე გავლენის შესახებ.
სევეჯი:
რობი სევეჯს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალი ფელაინიზე დიდ გავლენას ახდენს და ბელგიელის უკანასკნელი წარმატებები სწორედ მისი დამსახურება.

მარუანი "მანჩესტერ იუნაიტედს" დევიდ მოიესთან ერთად "ევერტონიდან" შეუერთდა და მთავარი მწვრთნელის მსგავსად მასაც ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ხშირად იწერებოდა, რომ ფელაინი კლუბს დატოვებდა. სავარაუდო შემძენად "ნაპოლი" ითვლებოდა, თუმცა ტრავმამ მარუანს სამედიცინო შემოწმების გავლაში ხელი შეუშალა და იგი ლუი ვან გაალის გუნდში დარჩა.

მიმდინარე წელს ბელგიელმა ფეხბურთელმა უკვე მოახერხა ორი გოლის გატანა "იუნაიტედის" რიგებში და საკმაოდ წარმატებულ თამაშს აჩვენებს, რაც რობი სევეჯს ლუი ვან გაალის დამსახურებად მიაჩნია.

"ლუი ვან გაალმა მარუან ფელაინიზე რაღაც მაგიური ზეგავლენა მოახდინა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ყველა დარწმუნებით ამბობდა, რომ მარუანი "მანჩესტერ იუნაიტედის" დონეს არ შეესაბამებოდა."

"მან კი გუნდს ცენტრში ძალა და აგრესია შესძინა. ახლა "იუნაიტედის" მოწინააღმდეგეები ცენტრში თავს ლაღად ვეღარ გრძნობენ."

"ამასთან ერთად, "იუნაიტედს" ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც დი მარია, ფალკაო, ვან პერსი და რუნი არიან. ვინ იფიქრებდა, რომ სეზონის შუალედში გუნდის წამყვან ფეხბურთელებად დე ხეა და ფელაინი იქცეოდნენ."
- აცხადებს სევეჯი.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 21:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვინ იფიქრებდა, რომ სეზონის შუალედში გუნდის წამყვან ფეხბურთელებად დე ხეა და ფელაინი იქცეოდნენ."


მე ვერა და ვიტყვი რატომ. როცა გუნდს ამდენად დიდი სახელები ჰყავს გუნდში, უბრალოდ სხვებს შავი სამუშაოს კეთება უნდა უწევდეთ ისინი ჩრდილიდან მოქმედებდნენ. მაგრამ მეორე საკითხია აქ: დე ხეა ჩანს იმიტომ, რომ დაცვაა პრობლემა, მარუანი იმიტომ, რომ შეტევაა პრობლემა. მაინც დავაბრალოთ, რომ გუნდი ახალია და ცოტა ხანში ამ საქმეს სხვები გადაიბარებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 დეკემბერი 2014 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფელაინმა რომ მოუმატა მაგაში ორი აზრი არააა, მაგრამ ესე გადაჭრით ვერ ვიტყვით რომ წამყვანი ფეხბურთელია დე ხეასგან განსხვავებით. დე ხეა სულ სხვა დონეა...
0
№3
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2014 22:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფელაინის წარმატებების სერია გაგრძელდება იმედი მაქვს და უფრო კარგ ფორმაშიც შევა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: love united
5 დეკემბერი 2014 22:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოიესი რა ფეილი იყო, დაჟე თავისი ლუბიმჩიკი ვერ აათამაშა :დ
0
№5
ავტორი: Macklemore
6 დეკემბერი 2014 02:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფაქტი სახეზეა :D
0
№6
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წამყვანი მაინც რუნი და დე ხეაა
0
№7
ავტორი: red devil
7 დეკემბერი 2014 08:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფელაინის ათამაშება მაგრად მიხარია ყოვერლთვის მჯეროდა ამ ცხოველის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top