თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2014, 15:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1627,
კომენტარები: 8
ბერლი: "კერიკი ბლინდზე უკეთესია"
"ჩელსის" ყოფილი მცველი "იუნაიტედის" ახალწვეულსა და ვეტერანზე საუბრობს.
ბერლი:
"ჩელსის" ყოფილი მცველი, კრეიგ ბერლი თვლის, რომ მაიკლ კერიკი ნახევარდაცვაში უკეთ მოქმედებს, ვიდრე დეილი ბლინდი.

"მაიკლ კერიკმა ძირითადში ადგილი დეილი ბლინდის ტრავმის გამო დაიმკვიდრა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინგლისელი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჰოლანდიელი."

"ის კარგად კითხულობს თამაშს, იძლევა უფრო მეტ გამამწვავებელ პასს და პრემიერ ლიგას უკეთ შეესაბამება."

"იუნაიტედის" უკანასკნელ გამარჯვებებს ბევრი პლუსი ახლავს თან. ერთ-ერთი მათგანი რობინ ვან პერსის ფორმის დაბრუნებისკენ სწრაფვაა. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ, რომელთა მოსაგებად არანაკლები ძალის დახარჯვა იქნება საჭირო."
- აცხადებს ბერლი.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 15:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან საკამათო თემაა. ნახევარმცველს არ ევალება მხოლოდ ცენტრის კონტროლი. იგი დამაკავშირებელი ჯაჭვია დაცვასა და თავდასხმას შორის. კერიკი ადრეულ ასაკში რაც იყო, იმას ახლა ვერ აჩვენებს და ეს შეიძლება ითქვას ბუნებრივია. ორივეს თავისი პლუსები და მინუსები აქვთ. ბლინდი ძალიან შრომისუნარიანი და უფრო მეტად უნივერსალურია. კერიკის ხედვა კარგია, მაგრამ ვარიანტების შეთავაზება შეტევის დროს, როცა სხვა ფლობს ბურთს საკმაოდ უჭირს. ბლინდი ამ მხირვ უკეთესია და არც ხედვაში დაეწუნება რამე. კიდევ შეიძლება რამდენიმე არგუმენტის მოყვანა, მაგრამ სხვებსაც მოვუსმენ ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
5 დეკემბერი 2014 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მე პირადად ბლინდი უფრო მომწონს. არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ ამ ბიჭის ძალიან მეიმედება. კერიკი უბრალოდ დაბერდა და ეგაა. ანუ ამ კაცმა ახლანდელ დროზე გაამახვილა ყურადღება მაგიტომ ვამბობ
0
№3
ავტორი: AkkRed
5 დეკემბერი 2014 17:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეგ კი არა მომენატრა შორიდან კარის მიმართულებით ბურთის გასროლა sad როგორც ჩვენს წითურ პრინცს ჩვეოდა ხოლმე 3d_6
0
№4
ავტორი: Red Hooligan
5 დეკემბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ერთადერთი რაშიც ბლინდი კერიკს ამ პოზიციაზე ჯობია ისაა, რომ უფრო ახალგაზრდაა. მოედნის ხედვა, ჩაშლა, გრძელი პასები - ამ ყველაფერში კერიკი ბევრად უკეთესია, თუმცა ბლინდიც დაიხვეწება ნელ-ნელა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: Wardell
5 დეკემბერი 2014 19:15
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
მაგას ერერა შემოგთავაზებს ჩემო აკო )) ძალიან კარგი დარტყმა აქვს უბრალოდ მორიდებული ბიჭია :D :D

რაც შეეხება ამ ორ კაცს. რათქმაუნდა ორივეს აქვს თავისი პლიუს-მინუსები. კერიკი უფრო დაცვითი უნარის მქონე ნახევარმცველია კარგი პირველი პასით და ხედვით, ბლინდი კი ძალიან მოძრავი, მუშა ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია სიტუაციის წაკითხვა და საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა. ჩემი აზრით დღეს ბლინდი ჯობია კერიკს, ასაკს რომ თავი დავანებოთ ბლინდი უფრო გამბედავია არ უშინდება შეტევის გამწვავებას, შორიდან დარტყმას და ასე შემდეგ. თუ არ ვცდები "სტოკის" ტაქტიკური ანალიზის დროს იყო დასმული რას იზავდა კერიკიო როცა ძალიან კარგ სიტუაციაში იყო და ამის მიუხედავად უკან ერერას დაუბრუნა პასი. თითქმის დარწმუნებული ვარ მაიკლის ადგილას ბლინდი რომ ყოფილიყო მინიმუმ კარში დაარდყავდა.
0
№6
ავტორი: Macklemore
6 დეკემბერი 2014 02:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ბლინდი ართმევაზე და ჩაჭრაზე ერთ-ერთი საუკეთესოა ლიგაში. კერიკზე მოძრავიცაა, სწრაფიც და უფრო გაბედულიც. კერიკის პასების 95% ცარიელ კაცებზე მოდის. მაგის კარგი გამჭოლი პასი ამ სეზონში არმახსოვს. პერსის მომენტს თუ არ ჩავთვლით. კერიკი ერთადერთი ფიზიკური კომპონენტებით ჯობნის თორე სხვა არაფრით.
0
№7
ავტორი: red devil
7 დეკემბერი 2014 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მე პირადად ბლინდი უფრო მომწონს ვიდრე კერიკი. უფრო მოძრავია უკეთესი ხედვა აქ და თან უნივერსალია
0
№8
ავტორი: AkkRed
15 დეკემბერი 2014 12:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,
მორიდება და რამე მე არ ვიცი ძმაო მინდა და უნდა დაარ***ნ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top