თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2014, 13:09
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 9
პაუელი "იუნაიტედში" ბრუნდება
ნიკ პოუელი შესაძლოა იანვარში დააბრუნონ.
პაუელი
"ლესტერ სიტის" თავკაცი, ნაიჯელ პირსონი, მზად არის გაწყვიტოს არენდა პაუელთან და ის "იუნაიტედში" იანვარშივე დააბრუნოს.

20-წლის ინგლისელი ზედიზედ 3 მატჩია ვერ ხვდება 18-კაციან განაცხადში და საერთოდაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა "მელიების" მაისურით, ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა.

"იუნაიტედს" აქვს უფლება იანვარში გაწყვიტოს მიმდინარე არენდა და ნაიჯელიც ყველანაირად ეცდება შეთანხმება მიაღწიოს "ეშმაკების" ბოსებთან, რათა ნიკი უკან დაიბრუნონ.

პაუელის კონტრაქტი, "იუნაიტედში", 18 თვეში იწურება და დიდი ალბათობით წითლები კიდევ სხვა გუნდს მოძებნიან მისთვის, რათა მან სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ახალგაზრდა ინგლისელი, სერ ალექს ფერგიუსონმა შეიძინა "ქრიუ ალექსანდრიისგან" და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდა. ნიკმა სადებიუტო შეხვედრაში გოლიც კი გაიტანა. ასევე ძალიან კარგად ასპარეზობდა "უიგან ატლეტიკში", სადაც ის გაანათხოვრეს, თუმცა როგორც ჩანს ბრიტანელის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც თავად სურდა.


წყარო: telegraph.co.uk
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2014 13:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დიდ იმედებს კი ვამყარებდი მეც, მაგრამ მისი კარიერა ვერ აეწყო ისე,როგორც ჩვენ გვინდოდა და ველოდით. მისი არენდით გაშვება გამიხარდა იმიტომ,რომ მეგონა იქ სათამაშო დრო მიეცემოდა, დაიხვეწებოდა,ბევრ რამეს ისწავლიდა და დაგვიბრუნდებოდა ისე. ცუდია,რომ დაიჩაგრა იქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: AkkRed
5 დეკემბერი 2014 13:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მეორე ანდერსონია იმენა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 15:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არადა რაო, მომავალი სქოულზიაო და ასე და ისეო. ამას როგორ უნდა მიეცეს შანსი ჩვენ გუნდში რომ დაბრუნდეს ვერ წარმომიდგენია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
5 დეკემბერი 2014 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩემპიონშიპის გუნდში გაუშვებს.
0
№5
ავტორი: Wardell
5 დეკემბერი 2014 18:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
რა სიტყვებია რას კადრებ პატარა ბიჭს !!!
0
№6
ავტორი: Donkirvala
5 დეკემბერი 2014 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
რო არ ათამაშებს ეგ ღლეკაცა მაგიტოა ლესტერი პიველზე. სიკო! წამოვიყვანოთ ვან გაალი უფრო მეტ დროს მისცემს FA-თასზე
0
№7
ავტორი: Macklemore
6 დეკემბერი 2014 02:07
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაი ბიჭი იყო, მაგრამ არ ეღირსა ისეთი გუნდი სადაც სათამაშო პრაქტიკა მიეცემოდა. არადა დიდ იმედებს ვამყარებ ნიკზე.
0
№8
ავტორი: red devil
7 დეკემბერი 2014 08:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ცუდია არადა ფერგი დიდ იმედებს ამყარებდა ამაზე.
0
№9
ავტორი: AkkRed
15 დეკემბერი 2014 12:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,
ეგრეა ძმაო და რა ვქნა აი ნახავ თუ არ იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top