თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2014, 10:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2428,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" კვლავ დიდ თანხას დახარჯავს
ვან გაალს ტრანსფერებისთვის დიდ ფულს გამოუყოფენ.
ინგლისური პრესის დილის განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსაფერო პოლიტიკა გახდა - როგორც მოსალოდნელია ვან გაალი ზაფხულში დიდძალ თანხას დახარჯავს.

მიმდინარე წლის ზაფხულში "იუნაიტედმა" 150 მლნ. ფუნტი დახარჯა სატრანსფერო ბაზარზე და 6 ახალი ფეხბურთელი შეიძინა ძირითადი გუნდისთვის.

The Telegraph-ის ცნობით ვან გაალი სატრანსფერო გეგმებს მომავალი ზაფხულისთვის აწყობს. "იუნაიეტდში" არშებული შესანიშნავი ფინანსური მდგომარეობა ვან გაალს 100 მლნ. ფუნტის დახარჯვის საშუალებას აძლევს, ხოლო ზოგი პრესა 200 მლნ. ფუნტსაც კი ასახელებს.

არ შეიძლება იმის უარყოფაც, რომ მოსული ფეხბურთელების რაოდენობა წასული ფეხბურთელების რაოდენობამ გამოიწვია. რამდენიმე ფეხბურთელი "იუნაიტედს" ამ სეზონის ბოლოსაც დატოვებს, ამიტომ სრულიად ბუნებრივია ახალი მოთამაშეების ხილვის მოლოდინი, განსაკუთრებით თუ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

შესაძლო ტრანსფერებს შორის "იუნაიტედი" "საუთჰემპტონის" მცველის, ნათანაელ კლაინის, "ატლეტიკოს" მცველის, დიეგო გოდინის, "ბორუსიას" მცველის, მატს ჰუმელსის, "რომას" ნახევარმცველის, კევინ სტროოტმანისა და "ბორუსიას" ნახევარმცველის, მარკო როისის კანდიდატურას განიხილავს. The Guardian-ი კი ამ სიას "ბარსელონას" მარჯვენა მცველს, დანი ალვეშს და "ბაიერნის" შემტევს, არიენ რობენსაც ამატებს.

ვან გაალი სავარაუდოდ თავდამსხმელის შეძენასაც ეცდება. ვან პერსის მომდევნო წელს 32 წელი უსრულდება, ხოლო რადამელ ფალკაოს კონტრაქტის გამოსყიდვაზე ჯერ კიდევ არსებობს ეჭვი.

ანდერს ლინდეგაარდს, რაფაელ და სილვას, დარენ ფლეთჩერს, ანდერსონს, ნანის, ნიკ პაუელს ხავიერ ერნანდესს და ანხელო ენრიკესს კი შესაძლოა კლუბი საბოლოოდ განშორდეს.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 10:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სამიზნეები კარგი და საჭირო გვყავს, მაგრამ მცველებს შორის ჰუმელსის კანდიდატურა უკონკურენტოა. როისის მეეჭვება გამოვიდეს. ინგლისში ან საერთოდ არ გადავა ეგ, ან ჩვენ არ აგვირჩევს. ეგ უფრო არსენალის სტილის ფეხბურთელია. სტროოტმანი მე პირადად კი მომწონს, მაგრამ ისეთი სერიოზული ტრავმა მიიღო ძალიან დიდი რისკია მისი მოყვანა. სხვა ვარიანტიც შეიძლება მის ნაცვლად.

აი გასაშვებთა სიაში რაფაელის მოხვედრა კი სისულელედ მიმაჩნია. მარჯვენა მცველი ისედაც არ არის გუნდში და უცებ მოიშორო ფეხბურთელი, რომელსაც ჩემი აზრით არაფერი დაეწუნება და მის ნაცვლად მოიყვანო ერთი (ეს ხომ უარესი სისულელეა) ან ორი ახალი ფეხბურთელი უცებ და დააყენო გუნდის შემადგენლობაში არასწორი იქნებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lev
5 დეკემბერი 2014 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
რაფაელს რას ერჩიან ხოლმე ეს ჟUრნალისტები ვერ გავიგე ! ენრიკესი კარგად თამაშობს და შანსს იმსახურებს მომავალში! პაუელის გამოცდაც შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: temo-scholes
5 დეკემბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
savaraudo momsvlelebta sias vetanxmebi da davumatebdi miralem pianichs, arturo vidaltan ertad!

magram savaraudo wamsvlelta sia sruli absurdia, tu ratqmaunda fletchers da andersons ar chavtlit....:-) sastavi turme rafikas ushveben da eshli iangs itoveben... Sruli idiotizmia da meti araferi ra...
0
№4
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 11:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
მართლა რომ მოხდეს ეგრე მერე რას შვრები? ხომ იცი ვან გაალია აქ თემო. მაგისგან ნურაფერს გამორიცხავ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: chudikone
5 დეკემბერი 2014 11:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ლიდეგაარდს, რაფაელს და პაუელს რას ერჩის ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: temo-scholes
5 დეკემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
RojoDiablo,
kigio getanxmebi dzma gaali ucnauria ragac-ragaceebit, magram aramgonia luim im doneze daeces ro rafaeli gaushvas da youngi daitovos... Yovelshemtxvevashi me didi imedi maqvs ro ase iqneba...;-)
0
№7
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2014 12:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
temo-scholes,
უელბეკის გაშვებასაც არავინ ელოდა და დღემდე გლოვის მიზეზია ეგ:დ თავში რა მოუვლის კაცმა არ იცის:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: AkkRed
5 დეკემბერი 2014 12:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაფიკას თუ გაუშვებენ აღარ ვიქნები მანჩესტერის ფანი.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 15:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
რაფაელის გაშვება დაცემაა? თემო რას ამბობ კაცო? მწვრთნელია და მისი ხედვა. ნებისმიერ ფეხბურთელს გაყიდის, ვისაც არასათანადოდ ჩათვლის.

აბა გაიხსენე რა გააკეთა ფერგიუსონმა როი კინის დროს, რა გააკეთა ბექჰემის დროს. როგორც კი ჩათვალა, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა მის კონტროლს, ორივე მოიშორა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: DiMaria
5 დეკემბერი 2014 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აი როისი და ჰუმელსიიი. დორტმუნდი რა ფორმაშია და რატომა არა მათი ყიდვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top