თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 21:54
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1666,
კომენტარები: 10
რენე მალენსტინი: "იუნაიტედს" შეუძლია პირველი ადგილისთვის ბრძოლა"
რენე მალესტინი ყოფილ გუნდზე საუბრობს.
რენე მალენსტინი:
"ეშმაკების" ყოფილი მწვრთნელი, რენე მალესტინი, Sky Sports-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ წითლები არ უნდა ჩამოიწერონ, რადგან მათ შესწევთ ძალა ტიტულისთვის იბრძოლონ. ჰოლანდიელი სპეციალისტის აზრით, ზედიზედ ოთხი გამარჯვება ამტკიცებს იმას, რომ გუნდმა გაითავისა ვან გაალის ფილოსოფია და მზად არიან წინსვლისთვის.

"ეს არის სწორედ ის, რასაც ყველა ელოდა ძირითადად კი სამწვრთნელო შტაბი - რამდენიმე მოგება ზედიზედ და ისინი კარგადაც გამოიყურებოდნენ.

ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული, მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევია. "ჩელსისთან", რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია, სხვაობის შესამცირებლად საფუძველი უკვე არსებობს, თანაც საკმაოდ მყარი. ჯერ შობაც არ დამდგარა, ყველაფერი კი აპრილში იქნება ცნობილი.

ყოველ დღე უფრო თვალსაჩინო ხდება, რას ითხოვს ლუი ფეხბურთელებისგან და როგორ სტილს სთავაზობს იგი მოწინააღმდეგეს. პრეს-კონფერენციებზე შეგიძლიათ გაიგოთ, რომ ის არ არის კმაყოფილი, როდესაც გუნდი იმარჯვებს.

"სტოკის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მატჩის მიწურულს თავის დაცვა, რაც მათ მოახერხეს. ახლა ორი დიდი მატჩი გველის "საუთჰემტონისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიგონ."


რენე მოხიბლულია მარუან ფელაინის თამაშით და თვლის, რომ ბელგიელის კარგი ფორმა ძალიან წაადგება გუნდს, სეზონის დარჩენილ მონაკვეთში.

"გუშინ თქვენ ნახეთ ფელაინის საუკეთესო თამაშის გამომჟღავნება, როდესაც ის საჯარიმოში შეიჭრა და გოლი გაიტანა. ის ძლიერი და მაღალია. მარკ ჰიუზი ნამდვილად არ იყო ბედნიერი, როდესაც მის მცველებს ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა ვერაფერი შეცვალა.

საშინელი გასული სეზონის შემდეგ, ბელგიელისთვის ყველაფერი მშვენივრად მიდის. მან კვლავ დაიბრუნა თავდაჯერება და აგრძელებს კარგი თამაშის ჩვენებას."


ჰოლანდიელს არც დავიდ დე ხეას შექება დავიწყნია:

"დღესდღეობით დავიდი "იუნაიტედისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მან რამდენიმე საოცარი სეივი განახორციელა, ჩვენ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით მის ძალებში, ამიტომ არ მიკვირს მისი წარმატება."

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
4 დეკემბერი 2014 23:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელ იუნაიტედს ეტყობა პროგრესი და გუნდს დავემსგავსეთ როგორც იქნა. იმედია გავაგრძელებთ პროგრესს.

შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელ იუნაიტედს ეტყობა პროგრესი და გუნდს დავემსგავსეთ როგორც იქნა. იმედია გავაგრძელებთ პროგრესს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
5 დეკემბერი 2014 00:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზედიზედ 4 გამარჯვება ძალიან კარგია მარა მთავარი მატჩები მაინც წინაა. საუტჰემპტონთან და ლივერპულთან 6 ქულა რომა ვიღოთ რაც დღევანდელი მდგომარეობით რეალურია ძალიან მაგარი იქნება და ცხრილშიც წავიწევთ წინ. ჩელსი არ აპირებს ქულების დაკარგვას მარა მაინც დაიწყებს ეგეც. ვნახოთ რა იქნება მარა მთავარი ოთხეულია
0
№3
ავტორი: Manchester United 14
5 დეკემბერი 2014 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჯერ ყველაპერი წინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: temo-scholes
5 დეკემბერი 2014 08:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
optimizmis egeti done kargia, magram me mainc mgonia ro wels meoreze gavalt...
0
№5
ავტორი: AkkRed
5 დეკემბერი 2014 10:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რავი მეც მგონია რო ბოლოს დიდი ბრძოლა გველოდება ჩემპიონობისთვის
0
№6
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 10:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეკარე გენიალური, ნახევარდაცვა მშვენიერი, თავდასხმის ხაზი იდეალური. ყველაფერი გვაქვს შედეგის მიღწევისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: temo-scholes
5 დეკემბერი 2014 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
da dumbo aq dacva gamotove tu gamogrcha a???:-):-):-D

me parada mainc mgonia ro dacvis sisuste iqneba wels chveni meoreze gasvlis mizezi....;-)
0
№8
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შეუძლია ერთია და რას აკეთებს ეგ მეორე. კარგია,ასეთი შემართებით რომ არიან და აქვთ პირველობის ამბიცია. მაგას რა ჯობია თუ სეზონის ბოლოს თასს ჩვენ ავწევთ,მაგრამ გუნდში არსებული პრობლემები ამაში ხელს შეგვიშლის მგონია. მეკარე რომ ასეთი არ გვყავდეს,ახლა იმ ადგილზეც არ ვიქნებოდით,სადაც ახლა ვართ. ჩვენ ხო არაჩვეულებრივი დაცვის ხაზი გვყავს:დდდდ ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ დაცვის ხაზია და სწორედ ეს შეგვიქმნის დაბრკოლებებს და გვიქმნის კიდეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: temo-scholes
5 დეკემბერი 2014 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Mufc7,
+1;-)
0
№10
ავტორი: გაბადაძე
5 დეკემბერი 2014 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
გიორგი,
ar kargavs mara dakargavs rodemde gaqaChavs magasac vnaxavt, aqet uefa aqet premier liga , meore naxevarshi vfiqrob gatydeba welshi chelsi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top