თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 21:30
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1899,
კომენტარები: 9
ანდერ ერერა: "ძალა შეგვწევს კონკურენტებს რომ დავეწიოთ"
ესპანელი ნახევარმცველი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
ანდერ ერერა:
ანდერ ერერამ თანაგუნდელებს მოუწოდა ძალები მოიკრიბონ, რადგან მათ ნამდვილად შეუძლიათ შეამცირონ სხვაობა "ჩელსისთან" და "მანჩესტერ სიტისთან".

"ვფიქრობ ამ თვეში შეგვიძლია მათ დავეწიოთ. "ჩელსი", "სიტი" და "საუთჰემპტონი" ჩვენ წინ არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ შეგვწევს ძალა აღმოვფხვრათ სხვაობა. ახლა ჩვენ მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა ის თამაში რასაც ვაჩვენებთ დაგვეხმარება აღმასვლაში."

როგორც ყველა ახალწვეულისთვის, ესპანელისთვისაც უჩვეულოა დეკემბრის გრაფიკი.

"ნამდვილად ახალია ეს ჩემთვის, თუმცა მოხარული ვარ, რადგან მიყვარს ფეხბურთი. ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობ - მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს თამაში და იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი ვარ."

ანდერმა ადაპტაცია ადვილად გაიარა და შეეგუა პრემიერ ლიგის რიტმს, მაგრამ სეზონის სტარტში მას ტრავმები აწუხებდა.

"პრემიერ ლიგაში ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება. მეტოქე ყოველთვის იღწვის გოლის გასატანად. ესპანეთში მეტოქე ელოდება შენ ქმედებებს, ინგლისში კი არავინ არაფერს ელოდება, ყველა ცდილობს ლამაზი და შემტევი ფეხბურთის ჩვენებას, გულშემატკივრის გასახარებლად. ეს მე ძალიან მომწონს და მინდა რეგულარულად ვეხმარებოდე გუნდს.

აღფრთოვანებული ვარ პრემიერ ლიგით, ვთვლი, რომ ის ყველაზე ძლიერი ლიგაა მსოფლიოში."



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2014 23:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ვფიქრობ ამ თვეში შეგვიძლია მათ დავეწიოთ.


ალბათ მხოლოდ "სოტონს". ჩვენ რომ ყველა მოვიგოთ და ჩელსიმ ყველა წააგოს, კი კაცო, მაგას რა ჯობია, მაგრამ ეს ისეთივე რეალობაა, როგორც ანდერსონის სქოულზობა.

. ესპანეთში მეტოქე ელოდება შენ ქმედებებს, ინგლისში კი არავინ არაფერს ელოდება,


ველურები არიან აქ არა ანდერ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
4 დეკემბერი 2014 23:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ისე შეიძლება მე მეჩვენება მარა რაც ვაკვირდები ესპანეთიდან პრემიერ ლიგაში გადასულები უფრო ადვილად გადიან ადაპტაციას სხვა ლიგიდან გადმოსულებთან შედარებით. ჰა რას იტყვი?
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2014 23:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
კიი, დაახლოებით ისე, ან ზუსტად ისე, როგორც იაპონელები ბუნდესლიგაში.

ნუ, შედეგები შეიძლება იგივე არაა, მაგრამ შეგუების პერიოდიც და შედეგებიც თითქმის მსგავსია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Macklemore
4 დეკემბერი 2014 23:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩელსის მატჩებს რომ ვუყურებ რავიცი აბა. ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. იმედია მეორე წრეში ჩავარდნა მაგათაც ექნება და შანსები გაგვიჩნდება დაწევის. ახლანდელი სიტუაციით შანსი არგვაქ.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
5 დეკემბერი 2014 00:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველა ცდილობს ლამაზი და შემტევი ფეხბურთის ჩვენებას, გულშემატკივრის გასახარებლად. ეს მე ძალიან მომწონს და მინდა რეგულარულად ვეხმარებოდი გუნდს

ჯერ-ჯერობით გამარჯვებებით ახარებთ და ეგეც კაია. ხალხი რომ დაბრუნდება ლამაზ ფეხბურთზე მერე ვისაუბროთ wink
0
№6
ავტორი: AkkRed
5 დეკემბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
"პრემიერ ლიგაში ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება. მეტოქე ყოველთვის იღწვის გოლის გასატანად. ესპანეთში მეტოქე ელოდება შენ ქმედებებს, ინგლისში კი არავინ არაფერს ელოდება, ყველა ცდილობს ლამაზი და შემტევი ფეხბურთის ჩვენებას, გულშემატკივრის გასახარებლად. ეს მე ძალიან მომწონს და მინდა რეგულარულად ვეხმარებოდი გუნდს


ამაზე მაგარი ვიღადავე wink wink
0
№7
ავტორი: Mufc7
5 დეკემბერი 2014 11:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მიყვარს ეს ბიჭი და დიდი იმედიც მაქვს მისი♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: chudikone
5 დეკემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ზედიზედ მეხუთე მოგება უნდა დავდოთ და ამ მოგებაში დარწმუნებული ვარ ერერა დიდ როლს შეასრულებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: DiMaria
5 დეკემბერი 2014 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ნადეიუს ბრატ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top