თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 11:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1788,
კომენტარები: 9
სმოლინგი: "ძველი "იუნაიტედი" ბრუნდება"
კრის სმოლინგს წარმატების სჯერა.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი მიიჩნევს, რომ გუნდი სწორი გზით ვითარდება.

"წითელმა ეშმაკებმა" სამშაბათს "სტოკ სიტის" დამარცხებით ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.

მომდევნო შეხვედრას კი სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე მყოფი "წმინდანების" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

"ვფიქრობ, "საუთჰემპტონის" დამარცხება შეგვიძლია. ამჟამად კარგ ფორმაში ვართ. რწმენა ისევ დაგვიბრუნდა და ვფიქრობ შეგვიძლია იქ ჩავიდეთ და გავიმარჯვოთ."

"არსენალთან" მატჩის შემდეგ ჩვენი მიზანი ორ საშინაო შეხვედრაში გამარჯვებების მოპოვება იყო და ეს შევძელით. ახლა ბეჯითად ვიმუშავებთ, რადგან მომდევნო კვირაში ორი დიდი მატჩი გველოდება და ჩვენ გუნდში შეკრებილი ბიჭების თანხლებით ჩვენ შეგვიძლია წინსვლა გავაგრძელოთ."

"ვგრძნობთ, რომ ძველი "იუნაიტედი" ბრუნდება. "სტოკი" უფრო დამაჯერებლად უნდა დაგვემარცხებინა იმ შანსებით, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძველი დროის შეგრძენას ჰგავს, როცა ვდომინირებდით და უამრავ მომენტს ვქმნიდით."

"ჩვენ კარგი ფეხბურთელების მიღებას ვიწყებთ, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ და ამას თავისი შედეგები მოჰყვება. დეკემბერი ძალიან დაკავებული პერიოდია."

"სეზონი ცუდად დავიწყეთ და ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ საკუთარ თავზე. ვიცით, რომ შანსი გვაქვს და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული."

"ვფიქრობ, გაუმჯობესება შეგვიძლია. ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ, რომელშიც კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თუ ასე გავაგრძელებთ წინსვლას, ვფიქრობ პროგრესირებას მოვახერხებთ."
- აცხადებს კრის სმოლინგი.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2014 11:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ


იმედია ამაში "ჰალთან" და "ქპრ"-სთან მატჩებს გულისხმობ და არა სტოკს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა ყველამ ეხლა აიდგა ენა sad
0
№3
ავტორი: chudikone
4 დეკემბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
როგორ მინდოდა სოტოს სიტისთვის წაერთმია ქულები, ჩვენ ეხლა კი მოვუგებთ სოტონს და მესამეზე გადავალთ, მაგრამ მერე სიტის უნდა ვსდიოთ კუდში. მთავარია ჩვენ არ დაგვიცდეს ფეხი, თორე ფულით გაჭყეპილ გუნდები როდის ჩადგამენ ძღრენში ფეხს არავინ იცის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: გაბადაძე
4 დეკემბერი 2014 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
რა ამის პასუხია და რაფიკა დაბრუნდა თუ იცით ვინმემ? ან ჯონსი ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: gilmour
4 დეკემბერი 2014 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვერ შედგა რაა კიდე ეს კაცი. თითქოს მონაცემები აქვს, ზოგჟერ მართლა მაგარ მატჩს ჩაატარებს, მერე საშინელებებს იზამს. ცოტა ინტელექტის პრობლემაა მგონი:)
0
№6
ავტორი: Mufc7
4 დეკემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ძველი "იუნაიტედი" წინა სეზონში ტირილამდე მენატრებოდა. ბოლო წუთებამდე ბრძოლა, ის შემართება საერთოდ დაკარგული იყო. კარგ თამაშებს ახლაც მონატრებულები ვართ.თუ "სტოკ სიტის" მოვუგეთ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ და გუნდი ფორმას დაუბრუნდა. კი ,პროგრესი არის და გუნდი ადრინდელ "იუნაიტედს" უბრუნდება,მაგრამ არც ერთი თამაში არ ჩაუტარებიათ ჩემი ნერვიულობის გარეშე:დ ქამბექებს მიჩვეულ გულშემატკივრებს ბოლო წუთებზე დამამშვიდებლებიც აღარ გვშველოდა:დ ყოველ თამაშში არის შეცდომები და ისინი თუ გამოსწორდება და მომდევნოზე აღარ გაიმეორებენ,აი მაშინ ვიტყვი,რომ ძველი "იუნაიტედი" დაბრუნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 20:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაგვიჭირდება საუტჰემპტონთან. არსენალთან ფრე მაინც გაეთრია. ვერც სიტის დაარკარგვინა ქულები, გვისწრებენ, თუ მოვიგეთ გადავალთ მესამეზე მარ აჯობდა სიტის დაეკარგა ქულები ვიდრე მაგათ.
0
№8
ავტორი: Macklemore
4 დეკემბერი 2014 23:55
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რთული მატჩი იქნება, მაგრამ უეჭველად უნდა მოვიგოთ. თუ მოვიგებთ მესამეზე გადავალთ და თუ ვერა სავარაუდოდ 2-3 გუნდი გაგვასწრებს.
0
№9
ავტორი: DiMaria
5 დეკემბერი 2014 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძველი იუნაიტედი სადაა ჯერ კაცო. ასე მარტივად არ ითქმება. ძველი იუნაიტედი ანგრევდა სამყაროს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top