თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 10:39
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2570,
კომენტარები: 15
ვან გაალის ამბიციური განცხადება
ვან გაალი: "მინდა ამ სეზონში თასი მოვიპოვო"
ვან გაალის ამბიციური განცხადება
ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკანასლენლად მოიგო FA Cup და ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ მისთვის პრიერიტეტული პრემიერ ლიგაა, მას ნამდვილად სურს ინგლისის თასის მოპოვება.

"პრემიერ ლიგა მართლაც რომ პრიორიტეტულია, მაგრამ FA Cup-ის კენჭისყრა ამ უიქენდის შემდეგ იქნება. მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს თასი კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის და ფანებისთვის. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი ისტორიის ნაწილია. ასე რომ ცოტა დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ისეთ ფეხბურთელებს, რომლების გუნდში დიდი ხანია არიან (რუნი, ქერიქი, ევანსი) ეს თასი არ აუწევიათ. ვიცი რომ ისინი ამ მედლისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნის და ლიგის თასიდან ნაადრევი გამოთიშვის ფონზე, ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლა ნამდივლად კარგი განაცხადი იქნება ჩემი გუნდისთვის. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვეყნის შიდა გათამაშებაა. კენჭისყრის დროს მე მეკითხებიან თუ რომელ გუნდს ვისურვებდი მეტოქედ და რომელს არა, მაგრამ ჩემი ერთადერთი სურვილია გაგვიმართლოს და მატჩი შინ, ოლდ ტრაფორდზე ფანებით გადაჭედილ მოედანზე გვქონდეს."

იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს და მოიგებს FA Cup-ს, ვან გაალის პირველი სეზონი კითხვის ნიშნის გარეშე იქნება წარმატებულად მიჩნეული.

წყარო: RepublikOfMancunia
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
და თან რამდენი ხანია არ მოგვიგია? დროა უკვე ავიღოთ ეგ თასიც
0
№2
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2014 10:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მაგრამ ჩემი ერთადერთი სურვილია გაგვიმართლოს და მატჩი შინ, ოლდ ტრაფორდზე ფანებით გადაჭედილ მოედანზე გვქონდეს."


ამ სიტყვების მნიშვნელობას რომ აცნობიერებს კარგია. წელს სახლში კარგი სტატისტიკა გვაქვს და გასულ წელთან შედარებით "ოლდ ტრაფორდის" ციხე-სიმაგრე ისევ გამყარდა. აქ ჩამოსული გუნდები პატარა ჯარისკაცებით ვეღარ ტეხენ კედლებს და თუ ვინმეს მისი დანგრევა უნდა ზარბაზნები უნდა გამოიყენოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 10:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დავაი ძმა love შაუბერე request
0
№4
ავტორი: Mufc7
4 დეკემბერი 2014 10:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
კარგია და მომწონს ასეთ ამბიციურ განცხადებებს რო აკეთებს.
მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს თასი კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვისა და ფანებისთვის. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი ისტორიის ნაწილია.

ჰოდა ,დროა ეს თასი ავწიოთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Gvantsaa
4 დეკემბერი 2014 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
გამართლების შემთხვევაში ფანები არამხოლოდ ოლდ ტრაფორდზე,არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით გიგულშემატკივრებენ love

წარმატებები
0
№6
ავტორი: Macklemore
4 დეკემბერი 2014 11:54
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფერგიც ამბობდა ამ თასზე გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთო, მაგრამ მაინც იკიდებდა ხოლმე. ვნახოთ ეს რას იზამს.
0
№7
ავტორი: davita
4 დეკემბერი 2014 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ავწევთ დედას არ ვუტირებთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№8
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 20:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგაზე არ ვართ, ჩვენი საზრუნავი პრემიერ ლიგაა და კაი იქნება ამას თუ მართლა არ დაიკიდებენ. თან საკმაოდ დიდი ხანია არ მოგვიგია
0
№9
ავტორი: Wardell
4 დეკემბერი 2014 21:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
როდის გითხარი გახსოვს? FA-ზე რო იჩალიჩონ კაი იქნებათქო :D :D :D
0
№10
ავტორი: KONSTANTINE
4 დეკემბერი 2014 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ჯერ ყველაფერი წინაა. ვინ იცის იქნებ ჩელსის დაუცდეს ფეხი მერე მას სიტიც მიყვეს დააა პრემიერლიგაც მოვიგოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top