თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 10:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1702,
კომენტარები: 10
ფელაინი: "მწვრთნელის ფილოსოფიას ვიცნობთ"
მარუან ფელაინი ვან გაალის ფილოსფიის შესახებ.
ფელაინი:
მარუან ფელაინის, რომელმაც "სტოკ სიტისთან" მატჩში პირველი გოლი გაიტანა და გუნდს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოაპოვებინა სჯერა, რომ ვან გაალისა და მისი ფილოსოფიისადმი რწმენას თავისი შედეგები მოაქვს.

"ჩვენ ერთმანეთს უკეთ ვიცნობთ და ვიცნობთ ასევე მწვრთნელსა თუ შტაბს. ვიცნობთ მწვრთნელის ფილოსოფიას. დიდი დატვირთვით ვვარჯიშობთ, ასე რომ, ასევე უნდა გავაგრძელოთ. კარგია ზედიზედ ოთხი თამაშის მოგება. ასე უნდა გავაგრძელოთ თამაში და უნდა გავაგრძელოთ მოგება. ეს თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია." - განაცხადა მარუანმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება და მარუან ფელაინის იმედი აქვს, რომ მისი გუნდი წინსვლას არ შეწყვეტს და მოწინააღმდეგეები ქულებს დაკარგავენ.

"დიახ, ვფიქრობ შეცდომას ველოდებით, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შევხედოთ. ყოველ თამაშში ასე უნდა ვითამაშოთ და ამის შემდეგ ყველაფერს ვნახავთ. "ბოქსინგ დეის" შემდეგ ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს და გამარჯვებების მოპოვება უნდა გავაგრძელოთ. "საუთჰემპტონი" სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ იმყოფება და ორშაბათს ამასაც ვნახავთ." - აგრძელებს ფელაინი.

ფელაინიმ "ოლდ ტრაფორდზე" თავისი პირველი გოლი გაიტანა "სტოკ სიტისთან" მატჩში, ზოგადად კი ეს მისი მეორე გოლია "იუნაიტედის" რიგებში.

"თავდაჯერებულობისთვის კარგია გოლის გატანა. ჩაწოდებაც შესანიშნავი იყო და კომბინაციაც, ასე რომ კარგი გამოვიდა. თავს ცოტა დაღლილად ვგრძნობ, რადგან თითოეული თამაში ძირითადში დავიწყე, მაგრამ უნდა დავისვენო და ისევ გავაგრძელო შრომა."

ფელაინის სთხოვეს აეხსნა, თუ რა მოუვიდა სტივენ ნ'ზონზის გოლის ეპიზოდში.

"დიახ, კისერი გადავიგრიხე. ტკივილი ვიგრძენი, დიდი ტკივილი, ამიტომ ძირს უნდა დავმჯდარიყავი, რაც ჩემი შეცდომა იყო."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველაზე მეტად გაშვებული გოლის უსუსურობაზე გავბრაზდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დავიღალეო? ეგ სიტყვები აღარ გავიგონო.
0
№3
ავტორი: Mufc7
4 დეკემბერი 2014 10:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"დიახ, კისერი გადავიგრიხე. ტკივილი ვიგრძენი, დიდი ტკივილი, ამიტომ ძირს უნდა დავმჯდარიყავი, რაც ჩემი შეცდომა იყო."
:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფელო ფელუშკი პუშკინოოოო wink ერთი ეგ შეცდომა რო არა love
0
№5
ავტორი: Gvantsaa
4 დეკემბერი 2014 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
"საუთჰემპტონი" სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ იმყოფება და ორშაბათს ამასაც ვნახავთ."

ის ჩვენზე დაბლა უნდა ვნახოთ ♥
0
№6
ავტორი: გაბადაძე
4 დეკემბერი 2014 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ხო და 8ში ჩვენზე ქვევით ნახავ ბრატ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: gilmour
4 დეკემბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მაგარი კაცი love რა დროს შენი დაღლაა ბიჭო ძლივს ათამაშდი მიდი შეუტიე.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 20:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი დატვირთვით ვვარჯიშობთ


ცოტა მოუკელით მაგ ვარჯიშებს თორე აივსო ლაზარეთი
0
№9
ავტორი: Macklemore
4 დეკემბერი 2014 23:56
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფელა ერთ-ერთი საუკეთესოა მოედანზე. ძალიან მაგრად თამაშობს და ძალიან მიხარია მისი ათამაშება.

ფელა ერთ-ერთი საუკეთესოა მოედანზე. ძალიან მაგრად თამაშობს და ძალიან მიხარია მისი ათამაშება.
0
№10
ავტორი: red devil
5 დეკემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მარუანი ბევრ კრიტიკოსს გააჩუმებს მჯერა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top