თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 08:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2553,
კომენტარები: 18
სკოლის სიამაყე - სხვადასხვა დროის 5 საუკეთესო აღზრდილი
"იუნაიტედის" აკადეემის მიერ სხვადასხვა დროს აღზრდილი ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი.
სკოლის სიამაყე - სხვადასხვა დროის 5 საუკეთესო აღზრდილი
"იუნაიტედის" სკოლას არსებობის წლების განმავლობაში უპოვია, უსწავლებია, აღუზრდია და პრეფესიონალურ ფეხბურთში გზა გაუკვალავს ფეხბურთელთა აურაცხელი რაოდენობისთვის. პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი თითოეულმა მათგანმა მიიღო. თუმცა ყველა ვერ იჩენდა თავს. ვიღაც კონკურენციას ვერ უძლებდა, ვიღაც პროგრესირებას წყვეტდა, ვიღაცას კი მოთმინება არ ჰყოფნიდა და სხვა კლუბში გადადიოდა. ვერაფერს იზამ: "მანჩესტერ იუნაიტედი" პლანეტის საუკეთესო გუნდების რიგებში შედის და აქ ადგილის მოპოვება წარმოუდგენლად რთულია.

ყველაზე მომთმენებსა და ნიჭიერებს კი ეს შეეძლოთ.

კლუბის პირველი წლები

ვინსენტ ჰეიზი

წლები:
1901-1907, 1908-1910

პოზიცია: ნახევარმცველი

1902 წლის 26 აპრილს სამყაროში "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოჩნდა. არა, თავად კლუბი როგორც გახსოვთ 1878 წელს დაარსდა, მაგრამ მაშინ "ნიუტონ ჰიტი" ერქვა. ფინანსურმა სირთულემ მფლობელის ცვლილება და სრულმასშტაბიანი რებრენდინგი გამოიწვია. გუნდის ერთ-ერთ წევრს, ვინსენტ ჰეიზს კარდინალური ცვლილელები არანაკლებ ხიფათს უქადდა. იმ დროისათვის იგი ძალიან ახალგაზრდა და უცნობი ფეხბურთელი იყო, ამიტომ გაჩნდა საშიშროება, რომ მასთან ცერემონიას არავინ დაიწყებდა და წასვლას მოსთხოვდნენ. მაშინ საკუთარი თავის მიძღვნა სხვა საქმისთვის მოუწევდა, არადა სურდა წარმატებული მოთამაშე გამოსულიყო.

საბედნიეროდ მფლობელმაც და მწვრთნელმაც ჰეიზზე იმედები დაამყარეს და 1903/04 წლების სეზონში, როცა "იუნაიტედი" პირველ დივიზიონში გადავიდა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. პატარა, მოქნილი ვინსი შესანიშნავად უმკლავდებოდა საკუთარ საქმეს მარჯვენა ფლანგზე 6 წლის განმავლობაში, სანამ 1907 წელს "ბრენტფორდში" არ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა, იგი დიდი შეცდომის დაშვებას მაინც ვერ გადაურჩა - "მანჩესტერ იუნატედმა" თავისი პირველი ჩემპიონობა ჰეიზის გარეშე მოიპოვა.

თასის გარეშე ვინსენტი არ დარჩენილა და 1909 წელს ინგლისის თასი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში იმდენად თავდადებით იბრძოდა, რომ ნეკნები ჩაემტვრა. უფრო ადრე, 1905 წელს ვინსენტმა ორივე ფეხი მოიტეხა, გამოჯანრმთელების შემდეგ კი განმეორებითი მოტეხილობა მიიღო. ტრავმებმა მისი კარიერის განვითარებას ძლიერ შეუშალეს ხელი, მაგრამ იგი მაინც შევიდა ისტორიაში, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო პირველი "პროდუქტი".

XX ს-ის შუა პერიოდი

რობერტ (ბობი) ჩარლტონი

წლები:
1954-1973

ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი, თავდამსხმელი

სკოლის სიამაყე - სხვადასხვა დროის 5 საუკეთესო აღზრდილი



ბობი მეშახტის ოჯახში დაიბადა, მაგრამ დედის ხაზით ოთხი ბიძა ფეხბურთელი ჰყავდა, ასე რომ, მისი ბიოგრაფია თავიდანვე განსაზღვრული ჩანდა. სასკოლო შეჯიბრებაზე 15 წლის ბობით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ თანხმობა მან მხოლოდ "იუნაიტედს" მისცა. შესაძლოა პირადი სიმპათიის გამო, შესაძლოა მეტ ბასბის მიერ პირადად მოწვევის გამო.

19 წლის შესრულებმადე ბობი ჩარლტონმა თავისი "თანამეგვარე" გუნდის, "ჩარლტონის" წინააღმდეგ ჩაატარა სადებიუტო მატჩი და ორი გოლი გაიტანა. წარმატებულ სადებიუტო შეხვედრასთან ერთად არანაკლებ წარმატებული სეზონი ჰქონდა: 10 გოლი 14 თამაშში და ჩემპიონის წოდება. ბობიმ ნათლად განაცხადა საკუთარ თავზე და რამდენიმე წელში ლეგენდარული "ბასბის ჩვილების" ნაწილად გახდომას გეგმავდა. მაგრამ ცნობილმა მიუნხენის კატასტროფამ მას ნაადრევად გაზრდა აიძულა.

ჩარლტონი გადარჩენილთაგან ერთ-ერთი იყო, ამიტომ მეტ ბასბი "მანჩესტერის" აღდგენას თავისი ახალგაზრდა თავდამსხმელის ხარჯზე ცდილობდა. ბობის კოლოსალური პასუხისმგებლობა დაეკისრა და მან არ დააღალატა. ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ კლუბმა ინგლისის თასი მოიგო, შვიდი წლის შემდეგ - ჩემპიონატი, ათი წლის შემდეგ კი - ჩემპიონთა თასი. თითოეულ ამ წარმატებაში ჩარლტონს მნიშვნელოვანი როლი ეჭირა. ის იყო ლიდერი როგორც თამაშით, ისე სულით, შესანიშნავად ხედავდა მოედანს, ფლობდა ყუმბარისებრ დარტყმას და ერთი ერთზე შესანიშნავად უვლიდა გვერდს მოწინააღმდეგეს.

მრავალი წლის განმავლობაში სერ (რაინდის წოდება მან ინგლისის ფეხბურთისთვის გაწეული დამსახურების გამო 1994 წელს მიიღო) ბობი ჩარლტონი ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მიხედვით კლუბის რეკორდსმენი იყო. მისი პირველი მიღწევა რაიან გიგზმა დაამხო, მეორეს ორ-სამ წელიწადში უეინ რუნი დაამხობს. მაგრამ ჩარლტონი ახალი თაობის წარმატებით მხოლოდ ხარობს. მისთვის ხომ კლუბის წარმატება პირად წარმატებაზე მაღლა იდგა.

80-ანები

მარკ ჰიუზი

წლები:
1980-1986, 1988-1995

ამპლუა: თავდამსხმელი

სკოლის სიამაყე - სხვადასხვა დროის 5 საუკეთესო აღზრდილი


მარკ ჰიუზი თითოეული საფეხბურთო ისტორიკოსისთვის დასაფასებელი ადამიანია. მას ხომ უნახავს როგორ იქცა პირველი დივიზიონი პრემიერ ლიგად და როგორ გამოიყურებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი" დეივ სექსტონის, რონ ატკინსონისა თუ დამწყები სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში.

უელსის ქალაქში, რექსემში დაბადებულმა ჰიუზმა ბობი ჩარლტონის გზას არ გადაუხვია და "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. თავის ახალგაზრდობის წლებში იმდენად დიდებულ თამაშს აჩვენებდა, რომ უბრალოდ არ შეიძლებოდა სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივარი არ მოხიბლულიყო მისით. მარკი ახალგაზრდულ გუნდშიც დიდებულ ფეხბურთს აჩვენებდა და რამდენიმეჯერ საუკეთესოდაც დასახელდა. მის გამო ფრენკ სტეპლტონისა და ნორმან უაიტსაიდის კავშირი გაწყვიტეს, ეს უკანასკნელი კი ნახევარდაცვაში გაგზავნეს. ჰიუზი შემადგენლობაში ჩაეწერა და სამი სეზონის განმავლობაში მისი მყარი წევრი გახდა.

უფრო გასაკვირი იყო მისი "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ გაგება. "იუნაიტედი" რატომღაც დასთანხმდა მთავარი თავდამსხმელის გაყიდვას და ჰიუზი კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდა. იქ კი საქმე ცუდად წაუვიდა. პირველ სეზონში კატალონიელებმა ინგლისელის შენაძენზე წუხილი გამოხატეს და მისი "ბაიერნში" იჯარით გაშვება გადაწყვიტეს. ჰიუზის კარიერა დაღმასვლის პირას იმყოფებოდა, მაგრამ მშობლიური "მანჩესტერისგან" დახმარება დროულად მოვიდა. "წითლები" შოტლანდიელმა ალექს (ჯერ კიდევ არ იყო სერი) ფერგიუსონმა ჩაიბარა, რომელსაც თავის გუნდში სპარკის ხილვა სურდა.

ჰიუზი დაბრუნდა და თავისი მანჩესტერული კარიერის მეორე ნაწილი გაცილებით უკეთ ჩაატარა, ვიდრე პირველი. ის გუნდს ჩემპიონატისა და თასის ორჯერ მოგებაში დაეხმარა, თასების თასის ფინალში "ბარსელონას" კარში 1991 წელს ორი გოლი გაიტანა, და 1989 და 1991 წლებში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ფერგიუსონის ეპოქა

რაიან გიგზი

წლები:
1990-2014

ამპლუა: ნახევარმცველი


სკოლის სიამაყე - სხვადასხვა დროის 5 საუკეთესო აღზრდილი


დავნაძლევდეთ, როცა ამ ტექსტის სათაური ნახეთ სწორედ ეს ადამიანი გაგახსენდათ? რაიან გიგზის შემთხვევაში ნებისმიერი აღტაცების ეპითეტის გამოყენება შეიძლება და არც ერთი მათგანი არ იქნება ზედმეტი. "წითელი ეშმაკების" ნებისმიერი ქომაგი მშვენივრად აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია რაიანი კლუბისთვის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ უელსელი შეიძლება "იუნაიტედში" საერთოდ არ აღმოჩენილიყო.

რაგბისტი მამის კონტრაქტის გამო მანჩესტერში გადასვლის შემდეგ რაიან გიგზი თავდაპირველად "სიტის" აკადემიაში შევიდა და რამდენიმე წლის განმავლობაში "ქალაქელების" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ისტორიული შეცდომა "ოლდ ტრაფორდის" სტიუარდმა, ჰაროლდ ვუდმა გამოასწორა, რომელმაც კლუბის სკაუტად არაოფიციალურად წარადგინა თავი. მან გიგზის ნიჭი აღმოაჩინა და სამწვრთნელო შტაბი დაარწმუნა, რომ ახალგაზრდა უელსელისთვის შანსი მიეცათ. სინჯებზე ნანახით "წითლები" იმდენად გაოცდნენ, რომ გიგზის მე-14 დაბადების დღეზე სერ ალექსი პირადად მივიდა გიგზთან სახლში კონტრაქტით ხელში.

რაიანმა თანხმობა განაცხადა და "წითელი ეშმაკების" ნაწილი გახდა. შემდეგ კი ყველაფერი მშვენივრად და წინსვლით განვითარდა. "იუნაიტედის" აკადემიაში გატარებული რამდენიმე სეზონი, ძირითადში დებიუტი, გოლი მანჩესტერულ დერბიში, ადგილი შემადგენლობაში. ფერგიუსონმა 90-ანების დიდებული "იუნაიტედი" დარაზმა და რაიანი მისი ფუნდამენტი გახდა. მატჩს მატჩი მოსდევდა, სეზონს სეზონი, თასს თასი და მან სულ უფრო მეტი აღიარება ჰპოვა ჯერ ინგლისში, შემდეგ კი მსოფლიოში. გიგზის სახელი კლუბის ერთგულებისა და პატრიოტიზმის ამსახველი სახელი გახდა. ამიტომაც, როცა 2011 წელს კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა გახდა საჭირო, ქომაგებს ბევრი არ უფიქრიათ.

იფიქრებდით, რაიანი მუდამ ითამაშებსო, მაგრამ მიმდინარე წლის მაისში მან მოთამაშის კარიერა დაასრულა და მწვრთნელი გახდა. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მოთამაშე-გიგზის დიდება მწვრთნელი-გიგზის დიდებას შეედაროს.

ჩვენი დრო

ადნან იანუზაი

წლები:
2011-დღემდე

ამპლუა: ნახევარმცველი

სკოლის სიამაყე - სხვადასხვა დროის 5 საუკეთესო აღზრდილი


შეიძლება თუ არა იანუზაი კლუბის აღზრდილად ჩავთვალოთ? ის ხომ მანჩესტერში მხოლოდ 16 წლის ასაკში მოვიდა, ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლების უმრავლესობა კი "ანდერლეხტის" სკოლაში გაატარა. მიგვაჩნია, რომ შეიძლება. "იუნაიტედში" ის მაინც პერსპექტიულ ბიჭად გადავიდა და სწორედ აქ მიიღო მოსალოდნელი კარგი ფეხბურთელის სტატუსი.

ადნანის დებიუტი ასაკოვან გუნდში 2013 წელს სუპერთასზე შედგა, რამდენიმე თვეში კი პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში და რეზერვისტების საუკეთესო ტრადიციისამებრ "სანდერლენდის" კარში ორი გოლი გაიტანა. ამ მოვლენიდან ორი კვირის შემდეგ ადნანმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მანჩესტერის წითელი მხარის გულის მოგებას შეუდგა.

საკადრო პრობლემები და დევიდ მოიესი იანუზაის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენაში დაეხმარა და ყველას თავის ძლიერ მხარეს უჩვენებდა - დრიბლინგი, სისწრაფე, გამამწვავებელი პასი. რამდენიმე წლის შემდეგ ქომაგები 2013/14 წლების ჩაგდებულ სეზონს რომ გაიხსენებ, შესაძლოა არც ერთხელ არ ატირდნენ. იმიტომ, რომ მათი დამშვიდება შეუძლია იანუზაის, რომელიც სწორედ ამ წელმა აჩუქა.

რა თქმა უნდა ჯერ ნაადრევია მის შესახებ ისე საუბარი, როგორც კლუბის მომავალ ლეგენდაზე. ადნანს კიდევ აქვს სამუშაო. უნდა დააგროვოს გამოცდილება, მოიშოროს ცუდი ჩვევები (სიმულაცია), ტექნიკური ხასიათი გააუმჯობესოს და კუნთები გაიმყაროს (ფერგიუსონის პირადი რჩევა). მისი პროგრესისთვის კლუბში ყველა პირობა შექმნილია: ნდობა ხელმძღვანელობისგან, რომელმაც მას 11 ნომერი არგუნა, მთავარი მწვრთნელი, რომელსაც უყვარს და იცის მოზარდ თაობასთან მუშაობა. ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

სტატია არავითარ რეიტინგულ შეფასებას არ შეიცავს და ის მხოლოდ ავტორის ხედვაზეა დამყარებული

წყარო: theatreofdreams
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2014 08:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმედი მაქვს ბევრ ისეთ რამეს გაიგებთ, რაც აქამდე არ იცოდით და საკუთარი რეიტინგის შედგენა თუ გნებავთ ეგეც თქვენი ნებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ავტორის ხედვაზეა დამყარებული. ჩვენი დროის საუკეთესო ფეხბურთელად ბევრი შეიძლება სხვას მიიჩნევდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
4 დეკემბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველი წინა დღე უკვე ისტორიაა. ჩვენ,წითელ ეშმაკებს,იმდენი რამ გვაქვს საამაყო ჩვენი გუნდის ირგვლივ,რომ შეუძლებელია ყოველ წამს თუ არა, ძალიან ხშირად არ გავიხსენოთ. მე ამ სტატიით არამარტო გავიხსენე ეს ადამიანები და ისტორია მათზე,არამედ ვისწავლე რაღაცები,რაც არ ვიცოდი. მიხარია,რომ ასეთი საამაყო ისტორიები მოგაქვს ჩვენამდე, RojoDiablo . რომელი ერთი ციტატა გამომეტანა,ვერ ავარჩიე. მთელი სტატიის ამოწერა მიწევდა ეგრე. ვკითხულობ ასეთ სტატიებს და უფრო მეტად ამაყი ვარ ხოლმე იმ არჩევანით,რაც რამდენიმე წლის წინ გავაკეთე. ვკითხულობ და ვარ უფრო მეტად ამაყი,რომ ვარ იმ გუნდის გულშემატკივარი,რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰქვია. ბედნიერი ვარ ,ამხელა ისტორიის მქონე გუნდის გულშემატკივარი რომ მქვია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აღარ ვიცი ამ საიტის მისამართით რა სიტყვები გამოვიყენო და მადლობა როგორ გითხრათ, ამიტომ მანჩესტერზე ვილაპარაკებ.
ისტორია რომ უაზროდ დიდი გვაქვს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამ ისტორიის შინაარსი მხოლოდ რამდენიმემ. გიგზის შესახებ ასეთი ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი და ეს რომ ვინმეს ეთქვა გამეცინებოდა. სამაგიეროდ დღეიდან ვიცი და იმაზე უფრო მეტად ვგიჟდები, რომ იუნაიტედს ასეთი ბიჭი სტიუარდმა შესძინა. ჩემი რეიტინგის ბოლო წევრი დენი უელბეკი იქნება, მაგრამ ალბათ ცოტა დამეთანხმება.
0
№4
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 11:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უბრალოდ სიამაყის გრძნობა გეუფლება, რომ ასეთი გუნდი გულშემატკივარს წოდება გაქვს love
0
№5
ავტორი: Mufc7
4 დეკემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
რა ქართულია:დ სიზმრიდან ვერ გამოხვედი ეტყობა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 11:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mufc7,
რას ერჩი? wink
0
№7
ავტორი: Mufc7
4 დეკემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
მოგისწრია:დ უკვე აღარაფერს:დ არა რაა,რა ხარ შენ,ვინც არ გიცნობს:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 11:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mufc7,
ხო იცი შენ რა განსაკუთრებით მიყვარხარ wink love
0
№9
ავტორი: Mufc7
4 დეკემბერი 2014 12:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
როგორც ჯერარდი,ხო? derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 12:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mufc7,
ვარესი ვარესი wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top