თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2014, 00:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2062,
კომენტარები: 5
პერესის ფასი 24 მილიონია
"იუნაიტედს" ენცო პერესს ისევ უკავშირებენ.
პერესის ფასი 24 მილიონია
"მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს პორტუგალიური პრესა ისევ აკავშირებს ენცო პერესთან. მსგავსი შემთხვევა უკვე არაერთხელ მოხდა და პრესას თუ დავუჯერებთ "იუნაიტედი" ყოველ თვეში ცდილობს პერესის შეძენას, მაგრამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოსვლასთან ერთად ხმები კიდევ უფრო გაძლიერდა.

თუმცა "იუნაიტედი" არ არის ერთადერთი გუნდი, რომლის სახელს უკავშირებენ არგენტინელ ფეხბურთელს. "ბენფიკას" ნახევარმცველით ესპანური "ვალენსიაც" ინტერესდება. პორტუგალიურმა კლუბმა კი პერესის ფასი 30 მლნ. ფუნტიდან 24 მლნ. ფუნტამდე დასწია.

"ბენფიკასთვის" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" 24 მლნ. ფუნტის მიღების ხელის შემშლელი ფაქტორი შესაძლოა ის გახდეს, რომ ლუი ვან გაალმა ენცო პერესი თავის ნომერ პირველ სამიზნედ არ აქციოს. პერესს თამაში შეუძლია როგორც მცველად, ისე შემტევ ან დამცველ ნახევარმცველად.

იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" დარენ ფლეთჩერსა და ანდერსონთან განშორებას გადაწყვეტს, პერესი იდეალური ვარიანტი იქნება მათ შესაცვლელად, თუმცა ეს ტრანსფერი უფრო საზაფხულო ხასიათს ატარებს.

წყარო: sportwitness.ning.com
ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რამდენჯერ დაიწერა ამაზე რა ამბავია. ვიყიდოთ ან დავიკიდოთ რა
0
№2
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 01:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" დარენ ფლეთჩერსა და ანდერსონთან განშორებას გადაწყვეტს


ფლეტჩერი კიდე ჯანდაბას მარა ანდერსონს ვიტოვებთ? wink ფლეტჩერმა უნდა დაასრულოს კარიერა
0
№3
ავტორი: red devil
4 დეკემბერი 2014 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არაა ცუდი ფეხბურთელ
0
№4
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
24 მილიონი რა ამბავია ვალები აქვთ ?? wink
0
№5
ავტორი: Macklemore
4 დეკემბერი 2014 23:59
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კარგი ნახევარმცველია და ყველაზე კაი ისაა რო ყველგან შეუძლია თამაში, მაგრამ ჯერ სხვა ტრანსფერებს მივხედოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top