როხოს მეგობარი გოგონა ვან გაალს თავის არგუმენტს უჩვენებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი მცველი, მარკოს როხო "სტოკ სიტისთან" მატჩში გატანილი მეორე გოლის აღნიშვნის დროს თანაგუნდელებს მიუთითებდა, რომ გოლი თავად გაიტანა.
სტივენ ნ'ზონზის გოლის შემდეგ მატჩში ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრის პირველი გოლი მარუან ფელაინიმ გაიტანა, რომელმაც ანდერ ერერას ჩაწოდებულს ზუსტად დაუხვედრა თავი.
მატას მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულმა საჯარიმომ კი "მეთუნეები" მეორედ დაამწუხრა მატჩში და 59-ე წუთზე "წითლები" 2-1 დაწინაურდნენ.
ესპანელი გოლის აღსანიშნავად გაემართა, რომელსაც რამდენიმე თანაგუნდელი შეუერთდა, მაგრამ მათკენ მიმავალი მარკოს როხო სხვებს მიანიშნებდა, რომ გოლი თვითონ გაიტანა.
მარკოს როხოს მეგობარმა გოგონამ, ეუხენია ლუსარდომ კი სოციალური ქსელის საშუალებით როხოს მიერ გოლის ეპიზოდში ბურთთან შეხების ამსახველი ფოტოსურათი გაავრცელა და თან დაურთო კომენტარი: "მეტი არაფერი მაქვს სათქმელი"
რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში გოლი უსამართლოდ ჩათვლილი იქნებოდა, რადგან როხო თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა... იქნებ გვაწყობს კიდეც მატას ჩაეთვალოს?
წყარო:
M.E.N.