თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 19:38
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1935,
კომენტარები: 8
Trickbox: ანდერ ერერამ გაიბრწყინა
კვირის Trickbox-ის მთავარი ფიგურები:ახალგაზრდების და პირველი გუნდის ნარევი.
Trickbox: ანდერ ერერამ გაიბრწყინა
ყოველკვირეულად ჩვენ გთავაზობთ, ლამაზ, ტექნიკურ და შეტევის გამწვავების მომენტებს, ვიდეოში ხვდებიან როგორც პირველი გუნდის, ისე 21 და 18-წლამდელთა გუნდის წევრებიც.

ამ კვირის ვიდეო ცოტა ხანგრძლივი გამოვიდა, ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის რომ მოთამაშეები არ ერიდებოდნენ ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს, მეორე - წითლებს 4 დღეში 2 მატჩის ჩატარება მოუწიათ.

მთავარი ვარსკვლავი ანდერ ერერა იყო, რომელიც როგორც იქნა დაუბრუნდა მინდორს ტრავმის შემდეგ და შესანიშნავადაც ითამაშა. 25-წლის ესპანელი თითქოს მარტივ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ლამაზ ეპიზოდებს ქმნიდა. ანდერთან ერთად ვიდეოში მოხვდნენ: ანხელ დი მარია, მარუან ფელაინი, ვან პერსი, ჯეიმს უილსონი და ეშლი იანგი.

კვირამ ახალგაზრდების გარეშე არ ჩაიარა და თინეიჯერებმაც შემოგვთავაზეს ლაღი და სანახაობრივი თამაში. გამორჩეული სილამაზე კი უილ კინის და მაიკლ ვერმილის მომენტებს ჰქონდათ.

მაშ ასე კვირის Trickbox:




წყარო:manutd.com
ვიდეოები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kvara
3 დეკემბერი 2014 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
იანგის გარღვევები აკლია :))))
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2014 23:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფელაინი პერსის და კერიკის გათამაშებული სამაგალითო ეპიზოდია თუ როგორ უნდა გამოხვიდე სიტუაციიდან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: RedGirl
3 დეკემბერი 2014 23:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ ბიჭისგან მეტს ვიხილავთ რა. რავი მე მეტი მინდა :დ თვითონაც ეგ თქვა მეტი მინდაო და ვნახოთ აბა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: Best 7
3 დეკემბერი 2014 23:13
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Iangii rogorc yoveltvis iangobs
0
№5
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენი ნახევარდაცვის მომავალი იმედი ბლინდთან ერთად.
0
№6
ავტორი: red devil
4 დეკემბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იანგი :D
0
№7
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩენი ფან-კლუბის იანგს რაღაა გააჩუმებს ეხლა wink wink wink
0
№8
ავტორი: Macklemore
5 დეკემბერი 2014 00:00
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იანგი რა ათამაშდა :D :D :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top