თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 17:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2114,
კომენტარები: 0
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)
"სტოკთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური განხილვა.
პერსონალები

ფელაინი - ერერა - მატა

მოედნის ცენტრის სამკუთხედმა ამ მატჩში "ჰალ სიტისთან" შედარებით ნაკლებად ეფექტურად არ ითამაშა, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანი იყო. სწორედ ამ სამეულმა შექმნა გოლი და საერთოდ კარგად გამოიყურებოდნენ. საკმაოდ კერკეტმა "სტოკმა" თავის კართან რამდენიმე მომენტის შემქნის საშუალება მისცა "იუნაიტედს", მაგრამ რეალიზაციამ დააღალატა.

ამ სამეულში საუკეთესოდ ხუან მატა გამოიყურებოდა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ხუანმა, რომელიც მატჩის უმეტეს დროს "რვიანის" პოზიციაზე თამაშობდა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ "დაცვაში ვერ მოქმედებს" ისტორია მხოლოდ იგავია, რომელიც მოურინიოს პრესას კვებავს. მატა "შავ" სამუშაოს იმ რანგში ასრულებს, რომელშსაც მას მწვრთნელი სთხოვს.

იგივე ეხება ანდერ ერერას, რომელიც მთელი მოედნის სივრცეზე დაძრწოდა.

მინუსებიდან, რეალიზაციის გარდა ბურთის მრავლად დაკარგვა შეიძლება მივიჩნიოთ. ამ მაჩვენებლით ფელაინი რეკორდსმენი გახდა. მან 7-ჯერ დაკარგა ბურთი და მოწინააღმდეგეს მისცა. ერთ-ერთმა ასეთმა დაკარგვამ კი "იუნაიტედის" კარში გოლი გამოიწვია.

უილსონი - ფალკაო - ვან პერსი

"იუნაიტედის" პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი ერთნაირად მოაზროვნე და ერთნაირი სტილის ფეხბურთელი ჰყავს. "ევერტონთან" მატჩის შემდეგ ფალკაოსა და ვან პერსის მომენტები განსაკუთრებით განვიხილეთ. ძალიან ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ერთსა და იმავე ადგილზე, რითიც ერთმანეთს ხელს უშლიან. იგივე ემართება უილსონი - ვან პერსის კავშირს.

როგორ გადაჭრის ამ პრობლემას ვან გაალი - ჩაიწევს თუ არა ერთ-ერთი თავდამსხმელი ქვემოთ და სიღრმიდან იმოქმედებს ან ფლანგზე გადაიწევს - უახლოეს მომავალში ვნახავთ.

კრის სმოლინგი

ოფიციალურ გამოკითხვაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე მატამ გაიმარჯვა, redarmy.ge-ს გამოკითხვაში დე ხეამ, ხოლო ამ სტატიაში კრის სმოლინგმა.

კრისმა "სტოკ სიტის" თავდამსხმელებისთვის ჩაწოდებული ყველა ბურთი მოხსნა, არ დაუშვია არც ერთი შეცდომა და ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა. ის, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "იუნაიტედის" კართან ერთადერთი მომენტი შეიქმნა (დამატებულ დროს არ ვთვლით) სმოლინგის დამსახურებაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


არც დამატებით დროში შექმნილ სახიფათო მომენტშია მისი დანაშაული.

მაიკლ კერიკი

ხალხი, რომელსაც სტატისტიკა არ უყვარს, ხშირად ამტკიცებს, რომ ის მატყუარაა და მომხდარს არ ასახავს. პრობლემა არის არა სტატისტიკაში, არამედ მონაცემების აღმნიშვნელ სურათში, რომელსაც თამაშის დროს ვერ ხედავთ.

შეიძლება ითქვას, რომ კერიკმა მთელ მატჩში 89 პასი გააკეთა, რომელთაგან 96% ზუსტი იყო. შესანიშნავი ციფრია! დააყენეთ ხავისა და ხაბი ალონსოს გვერდით.

მოდით ჩვენს ხელთ არსებულ ციფრებს სურათიც დავამატოთ:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


დავუბრუნდეთ კითხვას, რომელიც სტატიის დასაწყისში დავსვით. სად გააკეთა პასი მაიკლმა?

მან იდეალური პასი გაუკეთა უკან ერერას.

ეს მომენტი ძალიან კარგად აღნიშნავს კერიკის ხასიათის რაობას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


"სტოკი" "ჰალზე" უკეთესია, მათ შორის პრესინგის მხრივაც. "მეთუნეების" ერთი ფეხბურთელი ყოველთვის თამაშობდა მაიკლის წინააღდეგ. კერიკი დაკეტილია, პირველ პასს მცველების ხარჯზე აკეთედნენ. შორეულ ჩაწოდებებს საბედნიეროდ თავი დავაღწიეთ, შეტევები ფლანგიდან ვითარდებოდა. ვიღაც იტყვის: "იუნაიტედს" შესანიშნავი თამაში მისდიოდა ფლანგებიდან. დიახ, შეიძლება, მაგრამ ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ცენტრი პასიურად მოქმედებდა. ამას შედეგი მოჰყვა (პირველი გოლი), მაგრამ რამდენი მომენტი შეიქმნა პირველ ტაიმში? ვის მიმართავს ვან გაალი სიტყვებით: "პირველ ტაიმში არასაკმარისად აგრესიულად ვმოქმედებდით"?

დასკვნები

"სტოკ სიტისთან" თამაში ძალიან ჰგავდა "ჰალ სიტისთან" თამაშს. განსხვავება იმაშია, რომ "იუნაიტედი" "ვეფხვებთან" მომენტებს შესანიშნავად იყენებდა, ხოლო გუშინდელ მატჩში ყველაზე მომგებიანი პოზიციიდანაც კი აცილებდნენ. "იუნაიტედის" თამაშში მცირე ქაოსი მოჰყვა რუნის არ ყოფნას. ერერას და ფელაინის უკეთ შეეძლოთ ბურთის დაჭერა და მისით მოქმედება. თუმცა ეს ყველაფერი არის დასამუშავებელი მომენტები, რომელიც დროსთან ერთად ქრება. ახლა მთავარი შედეგია, 2013 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვება კი უკვე არის შედეგი. იქნება მეხუთე?

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top