თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 16:47
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2605,
კომენტარები: 8
ანხელ დი მარია-ახალი ინგლისური "ჩრდილოეთის ანგელოზი"
არგენტინელი ვინგერის ვრცელი ინტერვიუ
ანხელ დი მარია-ახალი ინგლისური
ანხელ დი მარია - ახალი ინგლისური "ჩრდილოეთის ანგელოზი". მას მოსწონს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და იმასაც აღიარებს, რომ ის რუნის ისევე კარგად უგებს, როგორც ლიონელ მესის.

ახლა "ჩემპიონთა ლიგის" კვირაა და იმის მაგივრად რომ ესპანეთის, გერმანიის ან იტალიის მრავალათასიან სტადიონზე გამოდიოდეს, ანხელი დროს მყუდრო ქალაქგარე ოტელში, ჩეშირის ნესტიან საგრაფოში ატარებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი, რომელიც ახლახანს "რეალ მადრიდან" "პრემიერ ლიგაში" სარეკორდო თანხის, 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, "ადიდასის" ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა. ქუჩაში სიბნელეა და ეს გამხდარი, სუსტი აღნაგობის სპორტსმენი ნარინჯისფერ ბუცებში, პროჟექტორების შუქის ქვეშ თავისი საფეხბურთო კლასის დემონსტრირებას ახდენს.

აქ დი მარიას ადგილია არაა. "რეალის" სუპერვარსკვლავმა გასულ სეზონში ესპანურ გუნდს მეათე "ჩემპიონთა ლიგა" მოაგებინა, ამ სეზონში კი ის ბორტის მიღმა დარჩა. თუმცა, მისი თქმით ეს მას საერთოდ არ ანაღვლებს.

"არა, მე არ ვუყურებ ევროპულ მატჩებს" - განაცხადა მან ღიმილით. - "ამის მაგივრად მე ჩემს ქალიშვილთან ერთად ვთამაშობ. ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია."

ეს სულაც არ არის უპატივცემულობა. მისი შვილი, მია 2013 წლის მაისში დაიბადა, დაგეგმილზე სამი თვით ადრე და მის გადარჩენასთან დაკავშირებით დადებით პროგნოზს ვერავინ აკეთებდა.

სწორედ მასთან ერთად აღნიშნა ბედნიერმა მამამ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მოგება, სადაც "რეალმა" თანაქალაქელი "ატლეტიკო" დაამარცხა და სწორედ მას ეძღვნება ის შესანიშნავი ჟესტი გულის გამოსახულებით, რომელსაც დი მარია ყოველი გოლის შემდეგ აკეთებს.

ანხელ დი მარია-ახალი ინგლისური "ჩრდილოეთის ანგელოზი"


როცა მას ოჯახის შესახებ ეკითხებიან იგი ყოველთვის აღტაცებით პასუხობს. "შესანიშნავად! ყველაფერი შესანიშნავადაა!. ახლა მისი მდგომარეობა კარგია და ისინი ბედნიერები არიან. ჩემმა ქალიშვილმა რამდენიმე თვე გაატარა საავადმყოფოში, თუმცა მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ მანჩესტერში."

"მას შემდეგ რაც ჩემს შვილს შეემთხვა, მივხვდი, რომ ცხოვრებაში მასზე მნიშვნელოვანი არაფერია. ასეთ რთულ მომენტებში, რომელიც მან გამოაიარა, უბრალოდ გსურს, რომ შენი შვილების გვერდით იყო."

"ასე რომ, "ჩემპიონთა ლიგის" გამო საერთოდ არ ვღელავ. როცა "იუნაიტედში" გადმოვდიოდი, მესმოდა, რომ ერთი სეზონი ევროპაში ვერ ვითამაშებდი. მაშინ მე ერთი მიზანი დავისახე, რომელიც ახლაც უცვლელია: მსურს გუნდს დავეხმარო "ჩემპიონთა ლიგაზე" დაბრუნებაში და შემდეგ სეზონში ისევ ვითამაშოთ დიდი მატჩები. ვფიქრობ, ყველაფერი ასე იქნება."


ინტერვიუ დი მარიასთან საკმაოდ სპეციფიკურ ვითარებაში მიმდინარეობს. ოთახში იმყოფება ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი თარჯიმანი, მისი მეგობარი, აგენტი და სპონსორის წარმომადგენელი. ის ძალიან გატაცებულია ამ საუბრით, სავარძელიდან იწევა და ცდილობს ნაცნობი ინგლისური სიტყვები დაიჭიროს. ანხელი მხოლოდ 26 წლისაა, თუმცა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ტკბება "იუნაიტედში" თამაშით.

ისევე როგორც უცხოელი ფეხბურთელების უმრავლესობამ, დი მარიამაც ფანტასტიურად დაიწყო სეზონი, თუმცა შემდეგ ცოტა დაწყნარდა. "ბარნლისთან" შესანიშნავი დებიუტის შემდეგ, მან ოთხ თამაში 3 გოლი გაიტანა, თუმცა აგერ უკვე ბოლო ორი თვეა არგენტინელი უგოლოდ ტოვებს მოედანს.

"მე არ განვიცდი ამას" - გამოტყდა ვინგერი. - "იუნაიტედში" გადმოსვლის დღიდან ყველაფერი კარგად მიდის. მე საკმაო რაოდენობის გოლები და საგოლე გადაცემები მაქვს. იყო რამდენიმე მატჩი, როდესაც ისეთ დონეზე ვერ ვითამაშე, როგორც სეზონის დასაწყისში, თუმცა ვფიქრობ ეს სრულიად ნორმალურია. ეს ყოველთვის ხდება, როდესაც განსხვავებულ რიტმში ცდილობ ჩადგომას, ასე არაა?"

"სიმართლე ისაა, რომ მე მომწონს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გუნდში მოვხვდი, კმაყოფილი ვარ მოვლენების ასეთი განვითარებით, ყველაფერი დანარჩენი ამას მოყვება."


ანხელ დი მარია-ახალი ინგლისური "ჩრდილოეთის ანგელოზი"


დი მარიას ფიზიკური ფორმა არანაირ ეჭვს არ იწვევს. ის ისეთი გამხდარია, რომ მას ესპანეთში Fideo (ატრია, მაკარონის ერთ-ერთი სახეობა) შეარქვეს და მან უკვე დიდი ხნის წინ გადაიტანა ყველა სირთულე, რომელიც საფეხბურთო ცხოვრების წესს თან სდევს, ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში ექიმმა, მას რაიმე სპორტული აქტივობით დაკავება დაავალა.

როცა ანხელს ტრავმების შესახებ ჰკითხეს, რომელიც "წითელ ეშმაკებს" ტორნადოსავით დაატყდა (ბოლო მონაცემებით, სეზონის დაწყების შემდეგ კლუბის ფეხბურთელებმა 40-ზე მეტი ტრავმა მიიღეს), დი მარიამ ღიმილით გაგვანდო თავისი საინტერესო თეორია.

"ვფიქრობ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უდგები ამ საკითხს. პირადად მე, ვცდილობ ვკონცეტრირდე და არ ვიფიქრო მსგავს თემებზე. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ხშირად ფეხბურთელები მხოლოდ უიღბლობის გამო იღებენ ტრავმას. უბრალოდ ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია, რათა თავიდან ავიცილო მსგავსი შემთხვევები და თავს კარგად მოვუარო. ვიმედოვნოთ, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება."

"ზოგიერთ ფეხბურთელს უფრო მეტი ვარჯიში სჭირდება იმისათვის, რომ კარგი ფორმა შეინარჩუნოს. მე ვცდილობ ამ საკითხს ფანატიზმის გარეშე მივუდგე და ხშირად ყველაფერი გამომდის. ამ გეგმაში ძალიან მშვიდი ვარ."

"ზოგჯერ შენ ცდილობ თავი აიცილო დარტყმებისგან, თუმცა ყოველთვის ესე ვერ მოხდება, ამიტომ ამას უნდა შეეჩვიო. ასეა მოწყობილი თამაში და ეს ყოველთვის ლამაზი არ არის. ფეხბურთში ბევრი უხეში ბრძოლაა, რომელსაც შეუძლია ტრავმა მიგაღებინოს, შენ ამას უბრალოდ ეჩვევი ან იტანჯები. ასეთია საფეხბურთო რეალობა."


დი მარიას საფეხბურთო კარიერა მოულოდნელად დაიწყო და სწრაფად განვითარდა. ანხელის დედამ, დიანამ თავისი მცირეწლოვანი შვილი ექიმთან მიიყვანა, ის აცხადებდა, რომ მის შვილს არ შეეძლო ერთ ადგილას გაჩერება და ყოველთვის რაღაცას ტეხავდა სახლში.

"ექიმს სპორტის კონკრეტული სახეობა არ დაუსახელებია." - ამბობს დი მარია. - "მან თქვა, რომ მე რომელიმე სპორტულ აქტივობაში უნდა ჩავწერილიყავი, რათა სახლში მშვიდად მოვქცეულიყავი. ბურთთან ყოველთვის კარგად ვიყავი, ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტალში კი საფეხბურთო სკოლა იყო, ამიტომ ამ კლუბში დავიწყე თამაში. სიმართლე გითხრათ დედაჩემი კმაყოფილი მაინც არ ყოფილა, რადგან როცა ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი ისევ რაღაცას ვტეხავდი. ჩემი შეცვლა შეუძლებელი იყო."

დი მარია დაიბადა ქალაქ როსარიოში, რომელიც ბუეინოს-აირესიდან 290 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივმა კლუბმა "ტორიტომ" უცებ შეამჩნია ანხელი, როდესაც ის მხოლოდ სამი წლის იყო და გუნდში მიიწვია, ერთი წლის შემდეგ კი ის უფრო მაღალი დონის გუნდში, "როსარიო სენტრალში" გადავიდა. ამ "გარიგების" სანაცვლოდ "ტორიტომ" 35 ფეხბურთის ბურთი მიიღო.

"როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ - იმ 35 ბურთზე, 6 მილიონ ევროზე, რომელიც "ბენფიკამ" გადაიხადა, 30 მილიონ ევროზე, რომლის სანაცვლოდაც "რეალში" გადავედი და 75 მილიონ ევროზე, რომელიც "იუნაიტედმა" ჩემში გადაიხადა - მახსენდება ჩემი ოჯახი. ახლა ვუყურებ ჩემს თავს და ვხვდები, თუ რისთვის ვიშრომე ამდენი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი."

"არ ვფიქრობ, რომ ჩემი დრო გავიდა ან რაიმე ცხოვრებისეულ ზღვარს მივაღწიე. მე ვაგრძელებ მუშაობას და განვითარებას, რათა ისევ გავაგრძელო საუკეთესო კლუბებში თამაში და ყველას ვანახო, თუ რისი გაკეთება შემიძლია. ჯერ მხოლოდ 26 წლის ვარ და კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. წინ ძალიან დიდი სამუშაო მელის."


დი მარიას "როსარიო ცენტრალიდან" "ბენფიკაში" გადასვლა 15 წლის შემდეგ მოხდა, როდესაც ანხელი 19 წლის იყო. ამ მომენტში სკოლა და ფეხბურთი დი მარიასთვის მეორე პლანზე იყო, რადგან ხუთი წლის განმავლობაში ის თავის მშობლებს ეხმარებოდა ქვანახშირის საწყობში მუშაობაში.

"დილით სკოლაში მივდიოდი" - იხსენებს ის. - "როცა სახლში ვბრუნდებოდი, მამაჩემს ნახშირის გადატანაში ვეხმარებოდი, რომელიც სახლის უკან, სპაციალურ ადგილას ინახებოდა. ამის შემდეგ 15:30-ზე ან 16:00-ზე ველოსიპედს ვაჯდებოდი და ვარჯიშზე მივდიოდი."

"აი ასე იყო ეს... სკოლა, მუშაობა მამაჩემთან, 30-40 წუთიანი გზა ველოსიპედით სავარჯიშო მოედნამდე, ვარჯიში და სახლში დაბრუნება... ეს ადვილი არ იყო, თუმცა ვაკეთებდი იმას რაც მევალებოდა. როცა ძალიან გიყვარს ფეხბურთი, მზად ხარ ყველფერი გააკეთო იმისათვის, რომ თამაშის შესაძლებლობა მოგეცეს."


ანხელ დი მარია-ახალი ინგლისური "ჩრდილოეთის ანგელოზი"


დი მარიამ გადმოსვლის დღიდან მტკიცედ მოიკიდა ფეხი ვან გაალის გუნდში და კარგი ურთიერთობა დაამყარა გუნდის სხვა ვარსკვლავებთან.

ინტერვიუს ჩაწერის დღეს, ოფიციალურმა საიტმა რუნის 5 კაციანი "საოცნებო გუნდის" შედგენა სთხოვა და სწორედ დი მარია დაასახელა პირველად "იუნაიტედის" კაპიტანმა. "რუნის შერჩეული გუნდში მოხვედრა დიდი პატივია" - განაცხადა ანხელმა ღიმილით.

"მე სიამოვნებას ვიღებ მასთან ერთად თამაშით. ეს ფაქტი ჩემთვის საამაყოა. როცა 15 წლის ვიყავი, ხშირად ვუყურებდი რუნის თამაშებს "იუნაიტედის" მაისურით. აღფრთოვანებული ვიყავი და მსურდა გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც ის. მუშაობა გიგზთან, თამაში რუნისთან და დანარჩენ "იუნაიტედის" ფეხბურთელებთან ერთად ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია."

"იუნაიტედში" არც ისე ბევრი ფეხბურთელი მოდის რომელთაც იმდენი აქვთ ნანახი, რამდენიც ანხელ დი მარიას. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და ადამიანი, რომლის სატელეფონო წიგნაკში იპოვით კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ნომრებს. მიუხედავად ამისა, არგენტინელი ურყევია გუნდის კაპიტანთან დამოკიდებულებაში.

"რუნი ტოპ კლასის ფეხბურთელია. ცოტა ხნის წინ მეგობართან ვსაუბრობდი და მას ვუთხარი, რომ რუნის ძალიან კარგად ვუგებ, ზუსტად ისე როგორც ლიონელ მესის არგენტინაში და კრიშტიანო რონალდოს "რეალში". ვარჯიშებზე მე და რუნი ხშირად ვმუშაობთ წყვილში, ის შესანიშნავი მოთამაშეა და ერთ-ერთი საუკეთესოა საფეხბურთო სამყაროში."

გულის სიღრმეში დი მარია ხვდება, რომ ცოტა ადრე მოუწია "რეალის" დატოვება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ის გახდა "ჩემპიონთა ლიგის" მფლობელი, მოიგო "ესპანეთის ჩემპიონატი" და ორჯერ დაეუფლა "ესპანეთის თასს".

გასული სეზონი კი მის კარიერაში საუკეთესო იყო. სეზონის ბოლოს მას უკვე ჰქონდა 17 საგოლე გადაცემა. "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის დასრულების შემდეგ კი ფერგიუსონისგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

დი მარიას გაყიდვა ჯერ კიდევ ძალიან აბსურდულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა. კარლო ანჩელოტის თქმით, არგენტინელი ძალიან დიდ ხელფასს ითხოვდა კონტრაქტში. ხოლო სხვა წყაროების მიხედვით დი მარიას გაყიდვით პერესს სურდა ხამეს როდრიგესისა და ტონი კროოსის შესასყიდად საჭირო თანხა მიეღო.

თუმცა ყველაფერი იმ ერთი წერილით დაიწყო, რომელიც დი მარიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მიიღო.

"თუ სწორად მახსოვს, დილის 11 საათი იყო." - იხსენებს ანხელი. "ნაკრების ერთ-ერთმა ფიზიოტერაპევტმა შეამოწმა ჩემი ფეხი რათა დარწმუნებულიყო, რომ შემეძლო ფინალში მონაწილეობის მიღება."

"შემდეგ შემოვიდა ექიმი და გადმომცა წერილი. ეს იყო ცნობა "რეალიდან", სადაც ეწერა, რომ ფინალური მატჩი არ უნდა მეთამაშა. სიმართლე გითხრათ წერილი არც წამიკითხავს. ექიმმა ამიხსნა, რის შესახებ მწერდა "რეალის" ხელმძღვანელობა. მე არ მსურდა ამის წაკითხვა, გახსნაც კი არ მინდოდა. უბრალოდ დავხიე და გადავაგდე."


როგორც მოგეხსენებათ, დი მარიამ ვერ მოახერხა გერმანიის წინააღმდეგ თამაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში. ბარძაყის ტრავმამ მას ხელი შეუშალა ზაფხული მაჟორულ ნოტაზე დაესრულებინა. ანხელს ყველაფერი მკაფიოდ ახსოვს. "როცა ნაკრების მაისურით ვთამაშობ, მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ვფიქრობ." -ამბობს ის.

"ყველა ფეხბურთელმა იცის, თუ რა არის "მსოფლიო ჩემპიონატის" ფინალი და როგორ ემოციებს განიცდი ამ დროს. შემიძლია მტკიცედ გითხრათ, ვისაც არ უნდა გამოეგზავნა ეს წერილი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის... ის ვერ იქნებოდა ფეხბურთელი."

სტატიის ავტორი: იენ ლედიმენი / The Daily Mail

წყარო: ManUtd.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
3 დეკემბერი 2014 17:01
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძალიან დიდი მადლობა ამ სტატიისთვის მართლა ძალიან საინტერესო იყო და ვისიამოვნე წაკითხვით რა!

როცა ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი ისევ რაღაცას ვტეხავდი. ჩემი შეცვლა შეუძლებელი იყო.


რა კაცია wink

ჯერ ამას ანგელოზს როგორ ეძახიან რას გავს :დ კარგი ეს ხუმრობით. საერთოდ არ მოველოდი დი მარიასგან ესეთ სიტყვებს :დ რაღაცნაირად მესმიაოვნა რა რომ ვკითხულობდი. ჰო კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ბევრი შრომით ადამიანი ყველაფერს მიაღწევ. იმაშიც დავრწმუნდი, რომ ეს არ არის ერთი კაცის გუნდი, არ არის მისთვის გატაცება მხოლოდ ერთი გუნდის სიყვარული და საერთოდ არ გამიკვირდება რამდენიმე სეზონში თუ დაგვტოვებს. მსოფლიოზე მაგრად შემეცოდა.

ვინც არ უნდა ყოფილიყო ის... ის ვერ იქნებოდა ფეხბურთელი.


სრულიად ვეთანხმები.

რაც შეეხება რამდენიმე ჩაგდებულ მატჩს მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ რომ ეს ბუნებრივია. მოკლედ მე მაგრად მევასება ეს კაცი რა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2014 19:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"არა, მე არ ვუყურებ ევროპულ მატჩებს" - განაცხადა მან ღიმილით. - "ამის მაგივრად მე ჩემს ქალიშვილთან ერთად ვთამაშობ. ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია."


მაგარი შვილი ყავს winked არაუშავრს მომავალ წელს ითამაშებ და ყურება აღარ მოგიწევს
0
№3
ავტორი: chudikone
3 დეკემბერი 2014 20:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაგრად შემაყვარა თავი ანხელიტომ ♥ მომენატრა ამის გარღვევები და გოლის აღნიშვნა ♥ მართლა რთული ცხოვრება ჰქონია და იმედია დიდხანს დარჩება მანჩესტერში.

მადლობა ავტორს რომ ამის წაკითხვის საშუალება მოგვცა. მსიამოვნებდა თითოეული წინადადების კითხვა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2014 23:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართლა მადლობა ავტორს ამის თარგმნისთვის. ეს ინტერვიუს "ჰალთან" თამაშის წინა დღეს ჩაიწერა და დი მარიამ მეორე დღესვე ტრავმა მიიღო.

რამდენიმე ნაწილი იდო საიტზე, მაგრამ სრულად რომ დადე ძალიან კარგია.

მხოლოდ ერთ ნაწილს შევეხები, იმიტომ, რომ ადრე ისედაც მითქვამს დანარჩენზე.

წერილი ფეხბურთელისთვის, რომელიც ოცნებას ისრულებს, მხოლოდ საუკეთესო სურვილების შემცველი შინაარსის მქონე უნდა იყოს და არა რამის ამკრძალველი. მესმის, რომ დი მარიას "რეალთან" კონტრაქტი ჰქონდა, რომელსაც ის ჯანმრთელი სჭირდებოდა, მაგრამ არსებობს ელემენტარული ადამიანი გრძნობა, რომელსაც ჰუმანურობა, სხვაგვარად კი თანაგრძნობა ჰქვია. "რეალის" ხელმძღვანელობის წერილი კი სხვა არაფერია თუ არა ადამიანის გრძნობების დაცინვა. არ შეიძლება ფეხბურთელს ოცნების ასრულებაში უშლიდე ხელს. საბოლოოდ დი მარიამ მაინც ვერ ითამაშა, მიწერილი კი მიწერილადვე დარჩა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Best 7
3 დეკემბერი 2014 23:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dimkaaa red deviil
0
№6
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ - იმ 35 ბურთზე, 6 მილიონ ევროზე, რომელიც "ბენფიკამ" გადაიხადა, 30 მილიონ ევროზე, რომლის სანაცვლოდაც "რეალში" გადავედი და 75 მილიონ ევროზე, რომელიც "იუნაიტედმა" ჩემში გადაიხადა - მახსენდება ჩემი ოჯახი. ახლა ვუყურებ ჩემს თავს და ვხვდები, თუ რისთვის ვიშრომე ამდენი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი."


და კიდევ რამდენი რამ გაქვს წინ.

ისე, აწი ჩემზე რომ დაწერთ მკითხეთ ხოლმე
0
№7
ავტორი: red devil
4 დეკემბერი 2014 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მადლობა ავტორ ამ სიახისთვის ძალიან მაგარი იყო ამის წაკითხვა. რაც შეეხება დიმარიას ის მართლა ძაან მაგარია. ხო მართლა ეს ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელებსაც წააკითხეთ და იქნებ მიხვდნენ ნიჭი და შრომა რო ჭირდება ერთმანეთს მარტო ნიჭით ვერაფერს იზავ
0
№8
ავტორი: AkkRed
5 დეკემბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დევილ დი მარიაა უკვე am მინდა რო ჩვენთან დარჩეს და დიდ 7იანებში შევიდეს love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top