თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 15:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1410,
კომენტარები: 9
იანგი ახალი ტექნოლოგიის მადლიერია
ეშლი იანგი "არწივის თვალის" მადლიერია.
იანგი ახალი ტექნოლოგიის მადლიერია
ეშლი იანგმა განაცხადა, რომ მოხარულია პრემიერ ლიგაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვით, რომელმაც "სტოკ სიტისთან" შეხვედრის ბოლო წუთზე ყველას ნათლად აჩვენა, რომ "იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს, მამე დიუფს გოლი არ გაუტანია.

ინოვაცია გასული სეზონის დასაწყისში დაინერგა პრემიერ ლიგაში და მისგან "ოლდ ტრაფორდზე" გასულ თამაშში "იუნაიტედმა" უკვე ნახა სარგებელი, როცა "ჰალ სიტისთან" მატჩში კრის სმოლინგის მიერ თავური დარტყმის შედეგად გოლი დაფიქსირდა.

ტექნოლოგია "მეთუნეების" წინააღმდეგ მატჩშიც იქნა გამოყენებული, როცა დავიდ დე ხეას სეივის შემდეგ ასხლეტილ ბურთს მამე დიუფმა დაარტყა ფეხი და ეშლი იანგმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

"მოხარულები ვართ, რომ ახალი ტექნოლოგია დაინერგა. მსაჯი იქვე იყო თავისი მაჯის საათით, როგორც კი ბურთი ჩემ ფეხს შეეხო და მოვიგერიე, მაშინვე მას შევხედე გოლის დაფიქსირებას ხომ არ აპირებდა. ის არ აპირებდა და გამარჯვების შენარჩუნებას ვეცადეთ, რაც ღვთისა და ახალი ტექნოლოგიის წყალობით მოვახერხეთ."

"დარწმუნებული არ ვარ, რას ვფიქრობდი მანამდე. ბურთის დარტყმის ვფიქრობდი ის ჩემს უკანალს მოხვდა, რის შემდეგაც მიმართულება იცვალა. ეს იყო რეაქცია, რომელმაც ბურთს მიმართულება უცვალა. დავინახე მამეს რომ მიუვიდა ბურთი და ჩემი რეაქცია მხოლოდ ფეხის დადება და საუკეთესოს იმედია ქონა იყო. საბედნიეროდ მომენტი განვმუხტე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელსაც უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო."

"ჩვენ სამი ქულა ავიღეთ და ახლა მოუთმენლად ველოდებით მომდენო მატჩს."


"ბოლო წუთებზე ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ვიცოდით რას გააკეთებდა "სტოკი" - უკანასკნელ 10 წუთში ჩვენზე ზეწოლას მოახდენდა."

"ვგრძნობდით, რომ ეს მომენტი ახლოვდებოდა და გუნდურად უნდა დაგვეცვა თავი. ყველანი შესანიშნავები იყვნენ. მეკარიდან დაწყებული ფორვარდებამდე დამთავრებული. მოხარულები ვართ, რომ სამი ქულის აღება მოვახერხეთ."
- განაცხადა იანგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბურთის დარტყმის ვფიქრობდი ის ჩემს უკანალს მოხვდა, რის შემდეგაც მიმართულება იცვალა


ეს ვერაა. როგორც მახსოვს ჯერ დე ხეამ აიღო და მერე ამან დიუფის დარტყმული. თუ მე ვიყავი ზედმეტად ემოციებში და მეშლება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2014 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
არა არა გიო მართალს ამბობს, მართლა მოხვდა იანგს ბურთი, მაგრამ მგონი დე ხეაც შეეხო ოდნავ. ასეა თუ ისეა აშკარა გოლი გამოაძრო რაა...
0
№3
ავტორი: dati-mata
3 დეკემბერი 2014 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Exa Ki gamogvadga teqnologia Da yongi Mara ertxelac iqneba Da dagvkupaven
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№4
ავტორი: RedGirl
3 დეკემბერი 2014 17:03
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეს თუ ასეთ გოლს გამოაძრობდა ვინ წარმოიდგენდა ამას ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: VaRdo
3 დეკემბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ისე რაღაც ახალი როლი ერგო ამას გუნდში დაცვითი ფუნქციებით არის დაკავებული და მთლად ცუდიც არაა. თან იმის ფონზე რომ ამდენი მცველი გვაკლია მადლობელები უნდა ვიყოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: chudikone
3 დეკემბერი 2014 20:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაინც ბევრს ცოდავს მოედანზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Best 7
3 დეკემბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mainc codvebs chassis bevrs
0
№8
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 01:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახალი ტექნოლოგიის და დე ხეას წყალობით მოვახერხეთ 3 ქულის აღება. ნუ იანგსაც არ ვუკარგავ არაფერს, მარტლა არ გავდა თავის თავს
0
№9
ავტორი: red devil
4 დეკემბერი 2014 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სტოკთან ბოლო 10 წუთი დაცვას არ უნდა ფიქრობდეს მანჩესტერ იუნაიტედი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top