თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 14:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1755,
კომენტარები: 7
ვან გაალის სრული ინტერვიუ მატჩის შემდეგ
ვან გაალი მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს.
ვან გაალის სრული ინტერვიუ მატჩის შემდეგ
"სტოკ სიტისთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვან გაალისთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გამოდგა, ჰოლანდიელმა ინტერვიუ მისცა.

ლუი, რას იტყვით დღევანდელ მატჩზე?

ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი კლუბის საუკეთესო თამაში. ვფიქრობ, პირველ ტაიმში არასაკმარისად აგრესიულები ვიყავით და მოედანზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით, ამიტომ შესვენებაზე უკმაყოფილო გავედი. ვფიქრობ, მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მეტი საგოლე მომენტი შევქმენით და გავიტანეთ, მაგრამ უფრო მეტი უნდა გავიტანოთ. იმიტომ, რომ საგოლე მომენტი კიდევ ჰქონდა ფელაინის, ჰქონდა ერერას და უილსონს მეორე ტაიმში. მაგრამ შემდეგ მოედანზე შედის კრაუჩი და იწყება მაღალი ბურთების ჩაწოდება, რაც ყოველთვის უსიამოვნოა. თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენთვის დადებითი შედეგის შენარჩუნება მატჩის ბოლომდე შევძელით.

მატჩის უკანასკნელი გაელვება უფრო ნერვული გამოდგა, რით აპირებთ ამის...


რა თქმა უნდა. ეს აუცილებელი არ იყო. მაგრამ ასეთია რეალობა (იცინის). ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით, რაც პრემიერ ლიგის მატჩებისთვის ჩვეულებრივი საქმეა. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ეს არის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება. ხვალ წვეულება გვაქვს და კარგია, რომ მოწინააღმდეგეს ვძლიეთ.

მაშ, შეგიძლიათ ხვალინდელი წვეულებით დატკბეთ. მაგრამ თუ შეძლებთ გამარჯვებების მოპოვებას, თუმცა ცუდი თამაშის ჩვენებას და ტრავმებისთვის თავის დაღწევას, რამდენად კარგია ეს "იუნაიტედისთვის"?

ეს უბრალოდ შესანიშნავია, რადგან მინდოდა დღეს შეტევისთვის ახალი ფეხბურთელები ამერჩია. დი მარია და რუნი ტრავმირებულები არიან და შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელების არჩევა მომიხდებოდა, მაგრამ ტრავმებზე საუბარი არ მსურს. უნდა ვილაპარაკოთ მოთამაშეებზე, რომლებმაც გამარჯვება მოგვიპოვეს და მისთვის ბოლომდე იბრძოდნენ.

ვიცი, რამდენად უსიამოვნო იყო თქვენთვის სეზონის დასაწყისში შედეგის არ არსებობს. ახლა ბედნიერი ხართ?

ო, დიახ! მე უფრო მეტად გუნდის თამაში მაინტერესებს, ვიდრე შედეგი. მე გიჟი მწვრთნელი ვარ. ამიტომაც კარგი თამაშის ხილვა მსურს და "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩში ვაჩვენეთ, თუმცა დღეს უკეთ თამაში შეგვეძლო.

"იუნაიტედს" "ჩელსისგან" 8 ქულა აშორებს. იტყვის კლუბი თავის სიტყვას ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?

ძალიან ადრეა ჩემპიონატში გამარჯვებაზე საუბარი, ეს ადრეც გითხარით. მათემატიკურად ჯერ კიდევ გვაქვს ჩემპიონობის შანსი, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. თუ ყველა მატჩის მოგებას გავაგრძელებთ, ყველაფერია შესაძლებელი.

უეინ რუნი უკანასკნელ მომენტში გუნდის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა. შეუძლია თუ არა მას ან სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელს მომდევნო კვირაში დაბრუნება?

დიახ. ხვალ რუნი გამოკვლევას ჩაიტარებს და მაშინ უფრო მეტს გავიგებთ. ძალიან მიხარია, რომ დი მარიას ტრავმა არასერიოზულია, ესე იგი, უფრო მეტი ფეხბურთელი უბრუნდება ვარჯიშს. გვირაბის ბოლოს უკვე ვხედავთ შუქს.

შესანიშნავია, სასიამოვნო საშობაო საღამოს გისურვებთ ხვალ!

ჰა-ჰა, გმადლობთ.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2014 14:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგ საშობაო საღამოზე იანგი და დე ხეა დასვით სავარძლებში. მაგათ უნდა უმადლოდეთ, რომ განწყობა არ გაფუჭდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2014 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზოგადად ვან გაალში ბევრი რამე მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად ის რომ არასოდეს არ უყვარს წუწუნი ამ კაცს. ამდენი ტრამვირებული გვყვავს და ერთხელ არ წამოსცდენია რო აი ნახეთ ხალხო რამდენი ფეხბურთელი არ მყავს და შედეგს როგორ უნდა მივაღწიოოო. ვან გაალმა იცის სადაც მუშაობს, რას ითხოვენ მისგან და რა შედეგი უნდა დადოს, სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოიესმა არ (ან ვერ) იცოდა და მაგიტომაც გაუშვით გუნდიდან.

ისე მაგ წვეულებას მეც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი ლუი და რავი, თუ გინდა ნომერს დაგიტოვებ winked wink wink
0
№3
ავტორი: RedGirl
3 დეკემბერი 2014 17:07
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აი ეგ მიყვარს რომ მარტო სამი ქულა არ აკმაყოფილებს და ბოლომდე წურავს ფეხბურთელებს და თამაშის გაუმჯობესებას აიძულებს სულ. დი მარიაზე გამისწორდა მაგრად. ზედიზედ ოთხი მატჩი ეს უკვე კარგია. ძალიან მინდა რომ ეს წრე გამარჯვებებით დავასრულოთ რა

ერთობიან ბიჭები :დ

პ.ს. რა საყვარლად ლაპარაკობს :დ მაგარი ინგლისური აქვს wink love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: chudikone
3 დეკემბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აი მაგ წვეულებას კაი ქართველი თამადა უნდა და ბიჭები 8 რიცხვამდე პახმელიიდან ვერ გამოვიდოდნენ wink მერე ნახეთ თქვენ შედეგი და ქულების კარგვა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: VaRdo
3 დეკემბერი 2014 20:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გვირაბის ბოლოს უკვე ვხედავთ შუქს.


ეს კარგია. ეხლა ზამთარში ერთი 2 კაი ფეხბურთელი და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: DiMaria
4 დეკემბერი 2014 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამას გაცინებაც შეძლებია. 3d_7
0
№7
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 01:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან ადრეა ჩემპიონატში გამარჯვებაზე საუბარი, ეს ადრეც გითხარით. მათემატიკურად ჯერ კიდევ გვაქვს ჩემპიონობის შანსი, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. თუ ყველა მატჩის მოგებას გავაგრძელებთ, ყველაფერია შესაძლებელი.


მთავარი მიზანი ოთხეულია. ჩემპიონობის შანსი სანამ იქნება რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ მარა ჩელსიმ არამგონია ვინმეს დაუთმოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top