"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა და საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს ზედიზედ მეორე წელს გახდა ინგლისის საფეხბურთო ქომაგთა ფედერაციის პრიზის, "საუკეთესო საფეხბურთო ექსპერტის" მფლობელი.
"დიდი მადლობა! გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად ამ პრიზის მიღება დიდი პატივია ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, თავს "ექსპერტად" არ მივიჩნევ. ჩვენ ასე გვეძახიან, მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობას მწვრთნელზე ნაკლებად როდი ესმის ფეხბურთი. ფეხბურთის ქომაგებმა ბევრი რამ იციან თამაშის შესახებ, თქვენ დეტალები გაინტერესებთ და მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი შეფასება მიეცით ჩემ მიერ ბოლო 12 თვეში გაწეულ სამსახურს. იმედი მაქვს, ამ ჯილდოს ისევ მივიღებ, გმადლობთ კიდევ ერთხელ!" - განაცხადა ნევილმა.
სატელევიზიო ექსპერტობის გარდა გარი ნევილი ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც შედის.