ხმა მიეცით ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს.
ძალიან რთული იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისგან ნოემბრის თვის საუკეთესოს წოდებისთვის რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ დავიდ დე ხეამ, მარუან ფელაინიმ და უეინ რუნიმ ოფიციალური საიტის ნომინაციის პრიზისთვის ბრძოლის შანსი მიიღეს.
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "წითლებმა" ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს "კრისტალ პალასის", "არსენალისა" და "ჰალის" წინააღმდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კანდიდატი კი იბრძოლებს პრიზისთვის, რომელიც ოქტომბერში დავიდ დე ხეას ერგო.
დავიდ დე ხეა - "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ყოველ თამაშში ამტკიცებს თავის სტატუსს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის წოდებას. "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ დავიდმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. ბედის ირონიაა, მაგრამ "კრისტალ პალასთან" და "ჰალ სიტისთან" მის მიერ "მშრალად" შენახული კარი პრიზისთვის ბრძოლაში მას ნადმვილად არ უწყობს ხელს, რადგან ამ მატჩებში საქმე თითქმის არ ჰქონია.
მარუან ფელაინი - ნომინაციაში მეორე არის ბელგიელი, რომელიც ნახევარდაცვაში თავს სულ უფრო და უფრო კარგად გრძნობს. იგი კარგი იყო "სიტისთან" და მას ანგარიშის გათანაბრებაც კი შეეძლო თავური დარტყმის შემდეგ, ხოლო "არსენალთან" ის უბრალოდ მძვინვარებდა და უეინ რუნის გოლს სწორედ მან შეუწყო ხელი. "ჰალ სიტისთან" ჩატარებულმა კარგმა შეხვედრამ კი კიდევ უფრო დაარწმუნა ხალხი, რომ ფელაინი კარგ ფორმაში იმყოფება.
უეინ რუნი - ნაკრებისა და კლუბის ლიდერობისთვის დაბადებული. ის შესანიშნავად ირჯებოდა "სიტისთან" შეხვედრაში და დერბიში თითქმის მოახერხა კიდევ ერთი დიდებული გოლის გატანა. რუნიმ მას შემდეგ კიდევ უფრო მეტი მონდომება აჩვენა და "არსენალის" წინააღმდეგ მის მიერ ჩატარებული შეხვედრა ამის დასტურია. "წითელ სახლში" რუნიმ არც "ვეფხვების" მეკარე მაკგრეგორი დატოვა უსაქმოდ და შეხვედრის მეორე გოლი გაუტანა.
ხმის მიცემა შეგიძლიათ
აქ