თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2014, 18:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1339,
კომენტარები: 7
მაკნეირი ტრიოსგან სწავლობს
მაკნეირი რუნის, პერსისი და ფალკაოსგან გაკვეთილებს იღებს.
მაკნეირი ტრიოსგან სწავლობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი აცხადებს, რომ არ არსებობს უკეთესი გაკვეთილი, ვიდრე მსოფლიო კლასის ფეხბურთელების, რადამელ ფალკაოს, უეინ რუნისა და რობინ ვან პერსისთან ერთად ვარჯიში.

ჩრდილოირლანდიელი მცველი სეზონის წინ უორენ ჯოისის 21 წლამდელთა გუნდში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, მაგრამ მას შემდეგ მან 6 თამაში ჩაატარა "იუნაიტედის" პირველ გუნდში.

შესაბამისად იგი ვარჯიშებზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელების წინააღმდეგ ირჯება, რასაც დადებითად მიიჩნევს.

"თავდაჯერებულობისთვის რთულია, მაგრამ ჩემთვის კარგი. მსოფლიო კლასის თავდამსხმელების გვერდით ყოველდღიურმა თამაშმა მხოლოდ უკეთეს მცველად ჩამოყალიბებაში უნდა დამეხმაროს."

"მოუთმენლად ველოდები სეზონის გაგრძელებას და ყოველ დღე გაუმჯობესებას ვცდილობ. მათი გოლის გატანის შედეგები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, ასე რომ თუ ვარჯიშებზე მათ გაჩერებას შევძლებ, ე.ი. სწორად ვაკეთებ რაღაცას."


ტრიოს გარდა მაკნეირი ჯეიმს უილსონის წინააღმდეგაც თამაშობს.

"ოჰ, ის დიდებულია. ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს. არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია. "ოლდ ტრაფორდზე" მისი პირველი ჰეთ-თრიკის შესრულება მხოლოდ დროის საკითხია! ის ბეჯითად მუშაობს და მის წინააღმდეგ ვარჯიშზე თამაში დიდი გამოწვევაა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 დეკემბერი 2014 18:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ოლდ ტრაფორდზე" მისი პირველი ჰეთ-თრიკის შესრულება მხოლოდ დროის საკითხია!


"ლივერპულის" კარში, ან მანჩესტერულ დერბიში. აუფ, ოცნებაც ამას ჰქვია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ არსებობს რამე, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია


ჰეთთრიკიც არ დააგვიანებს იმედია
0
№3
ავტორი: AkkRed
2 დეკემბერი 2014 18:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენ გაიზარდე ისეთი, რომ ლიდერად ჩამოყალიბდე და არსად წახვიდე
0
№4
ავტორი: LizarD
2 დეკემბერი 2014 18:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კარგი ახალგაზრდაა იმედია თავის რეკორდს გააგრძელებს = )) ძირითადში ეს რომ იყოს და როხო ფლანგზე რა მოხდება ვითომ?
0
№5
ავტორი: Mufc7
2 დეკემბერი 2014 18:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არ არსებობს უკეთესი გაკვეთილი, ვიდრე მსოფლიო კლასის ფეხბურთელების, რადამელ ფალკაოს, უეინ რუნისა და რობინ ვან პერსისთან ერთად ვარჯიში.

request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: გაბადაძე
2 დეკემბერი 2014 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
შენი დიდი იმედი მაქ მე პირადად ძმაო და იმედია არ გამიცრუებ იმედს ,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: Macklemore
2 დეკემბერი 2014 23:23
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მართლა დიდ გამოცდილებას მიიღებს ამ სამი შემტევის წინააღმდეგ თამასისას.

მართლა დიდ გამოცდილებას მიიღებს ამ სამი შემტევის წინააღმდეგ თამასისას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top