თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2014, 13:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 10
უორნოკი: "მე ვიზამ იმას, რაც "იუნიატედმა" ვერ შეძლო"
ნეილ უორნოკის თქმით, ზაჰა ამჟამინდელ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ჯობნის.
უორნოკი:
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთვნელის, ნეილ უორნოკის თქმით, ზაჰა ამჟამინდელ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ჯობნის და ის გეგმავს მის შეგირდს დაეხმაროს იმ პოტენციალის გამოვლინებაში, რითაც მიიპყრო ზაჰამ სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება.

ინგლისელი ვინგერი "მშობლიურ" კლუბს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც "იუნაიტედის" მაისურით მხოლოდ ორჯერ გავიდა მოედანზე და გაანათხოვრეს "კარდიფ სიტიში". თუმცა მისი ხელახალი არენდით ის დღეს "არწივების" ღირსებას იცავს. მიუხედავად ამისა ზაჰას დღეს კონკურენციას იანიკ ბოლასი და ჯეისონ პანჩეონი უწევენ.

უორნოკმა ისიც აღიარა, რომ მან ზაჰა ფულადი ჯარიმით დააჯარიმა, იმის გამო რომ გუნდური ფოტოს გადაღების დროს დააგვიანა, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი გავლენა არ ჰქონია მათ ურთერთობაზე. ზაჰა კი როგორც ყოველთვის შანს მიიღებს.

66 წლის მწვრთვნელმა თავის დროზე განაცხადა, რომ ზაჰას "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება ნაადრევი იყო და მის აზრს შემდეგი წინადადებებით განავრცობს: "ეს ძალიან მალე მოხდა, მაგრამ შენ ამას გვერდს ვერ აუვლი, არა? უილფრიდთან დაკავშირებით ყველაფერი მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგად გაირჯება მოედანზე. სხვას არავის შეუძლია მის მაგივრად საქმე გააკეთოს და უმჯობესია შენ შენი შანსი გამოიყენო."

"განსხვავება იმაშია, რომ ზოგი მწვრთვნელი იმ ფეხბურთელს უფრო მეტად ენდობა, ვინც თავად შეიძინა. მაგრამ ვფიქრობ, რომ შეცვლა უილფრიდსაც სჭირდება. მის თამაშში არის ასპექტები, რომელიც უნდა შეცვალოს, თუ უნდა, რომ ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდეს. სწორედ ამაზე მუშაობს ზაჰა ამ მომენტში. "

"ვარჯიშებზე ის თავდაუზოგავად მუშაობს და მე მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ფაქტი ისაა, რომ უილფრიდი ერთხელ დაჯარიმებულ იქნა დაგვიანების გამო. ჩვენ გუნდური ფოტო უნდა გადაგვეღო და მან მთელი შემადგენლობა გვალოდინა. მიუხედავად ამისა, მის ხასიათში ძნელად თუ იპოვით რაიმე ცუდს. მე მასთან ამ შემთხვევის გარდა პრობლემა არ მქონია და ჩვენი ურთიერთობა იდეალურია."

"მას არ უთამაშია იმდენი მატჩი, რამდენსაც ისურვებდა რომ ეთამაშა, მაგრამ ის მაინც განაგრძობს პროგრესს როგორც მოთამაშე და როგორც პერსონა. მას აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომელიც მე აქამდე არ მინახავს და იმედი მაქვს ბოლო თვეების მანძილზე, ჩემთან ერთად მუშაობისას მან ბევრი სიახლის ათვისება შეძლო."
- დაასრულა უორნოკმა.


გსურთ თუ არა რომ დაბრუნდეს ზაჰა "იუნაიტედში" ?

დიახ, მსურს
არა, არ მსურს

ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
2 დეკემბერი 2014 14:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ქეციან ვალენსიას და კუზიან იანგს მაინც ჯობია. არა რა ვან გაალს არ ეკადრებოდა ნანის და ამის გაშვება და იმ იმბეცილების დატოვება გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: LizarD
2 დეკემბერი 2014 14:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჩემი აზრით რაც აკლია არის ფიზიკურობა, მოძრაობებს კი აკეთებს მაგრამ მერე ებლანდებასავით ფეხები და ტანს ვერ იმორჩილებს, მოკლედ ბალანსი უნდა ვილფრიდს :D
0
№3
ავტორი: Mufc7
2 დეკემბერი 2014 14:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უორნოკმა ისიც აღიარა, რომ მან ზაჰა ფულადი ჯარიმით დააჯარიმა, იმის გამო რომ გუნდური ფოტოს გადაღების დროს დააგვიანა, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი გავლება არ ჰქონია მათ ურთერთობაზე.

lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2014 14:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მის თამაშში არის ასპექტები, რომელიც უნდა შეცვალოს, თუ უნდა, რომ ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდეს

ძალიან ბევრი უკლია მანდამდე. აქვს პოტენციალი მარა რაღაც არამგონია ამან გაამართლოს. შეიძლება მართლა ნაადრევიც იყო ამის გადმოყვანა. ის მიზეზი რო გუნდში ვალენსია და იანგი გვყავს არ ნიშნავს რო ყველა ვინც მაგათ აჯობებს გუნდის მომავალი უნდა გახდეს. ალბათ დააბრუნებენ და შანსს კიდე მიიღებს, არ შეიძლება ეს ეუბრალოდ ამის დაკარგვა
0
№5
ავტორი: ikex
2 დეკემბერი 2014 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
მე ვფიქრობ რომ ვალენსიას მანჩესტერისთვის ძაან ბევრი აქვს გაკეთებული მარჯვენა ფლანგს შეტევითუნარიანს ხდის დაცვაშიც შეუძლია თამაში და თან საკმაოდ სწრაფია საიმედოა ვფიქრობ რომ ეს ჯერ ჩამოსაწერი არ არი რაც შეეხება ზაჰას ცუდი ფეხბურთელი არ არი უბრალოდ 4 კარგი თავდამსხმელი გვყავს და ეს ზედმეტია და ამის და ვალენსიის შედარება როგორ შეიძლება ერთი ნახევარმცველია მეორე კი თავდამსხმელი
0
№6
ავტორი: bziki
2 დეკემბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს არც იანგს არ ჯობია და მითუმეტეს არც ვალენსიას, ნიჭი უდავოდ ქონდა მარა რად გინდა ეგრე ნიჭი ოქრიაშვილსაც აქ. კრისტანპალასის ძირითადში ვერ ხვდება რის მანჩესტერში დაბრუნებაზეა ლაპარაკი
0
№7
ავტორი: RedGirl
2 დეკემბერი 2014 15:51
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სხვისი არ ვიცი მაგრამ ეს ბიჭი მე ყოველთვის მევასებოდა. დასახვეწი აქვს რაღAცები მაგრამ ვან გაალის ხელშI კარგი ფეხბურთელი უნდა დადგეს წესით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: AkkRed
2 დეკემბერი 2014 17:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგარი არ მომწონს ამის თამაში რაღაც აბლაბუდაა ფეხბურთელია ნანისავით თვითონაც ვერ გაურჩევია რა უნდა ამ ცხოვრებისგან
0
№9
ავტორი: RojoDiablo
2 დეკემბერი 2014 17:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წელს ტურნეზე რასაც ვუყურე დასახვეწი მხოლოდ მომენტების დაგვირგვინება ჰქონდა. მოძრაობები მართლა არ დაეწუნება, მაგრამ ფიზიკურად ჯერ სუსტია. რაც მაკვირვებს ზანგის კვალობაზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Macklemore
2 დეკემბერი 2014 23:25
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავიცი იქაც ახეხინებენ სკამს.

რავიცი იქაც ახეხინებენ სკამს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top