"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩრდილოირლანდიელმა მცველმა სარეზერვო გუნდთან ერთად "წმინდანების" წინააღმდეგ მატჩი ჩაატარა.
მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ ევანსი გამოჯანმრთელებას აგრძელებს და ვან გაალი ამისთვის მას "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის რიგებში თამაშის საშუალებას აძლევს.
ევანსმა მოედანზე სრული მატჩი დაჰყო და გუნდს დაცვით ფუნქციებში ეხმარებოდა, თუმცა მისი გამოცდილების მიუხედავად "წითლები" მაინც დამარცხდნენ.
შეხვედრის 64-ე წუთზე "იუნაიტედის" მეკარემ, ბენ ამოსმა ორი საოცარი სეივი განახორციელა, თუმცა რამდენიმე წამში რაიან სიგერის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა და შეხვედრა საბოლოოდ 1-0 მორჩა "წმინდანების" სასარგებლოდ.
"იუნაიტედის" განაცხადი: Amos, Janko, Love, J Evans, Vermijl, Pearson, Grimshaw (C Evans 54), Rothwell, W Keane, A Pereira, Weir
გამოუყენებელი ცვლილებები: Willock, J Pereira, A Fletcher, Tuanzebe