თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2014, 01:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1731,
კომენტარები: 7
რაიან გიგზის ინტერვიუ
რაიან გიგზი მოთამაშის კარიერის დასრულებისა და მისი შემდგომი ეტაპის შესახებ ინტერვიუში საუბრობს.
რაიან გიგზის ინტერვიუ
სწორედ შავმა ფეხსაცმელმა დაამტკიცა - რაიან გიგზს უკან დასახევი გზა არ აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის დამხმარემ დენვერში აშშ-ს ტურნეს დროს ბურთების შეგროვებისას აღნიშნა, რომ ფერადი ბუცების ტარება მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო. მაშინ ფეხსაცმელი უფრო მგრძნობიარეთი შეცვალეს, რომელსაც სხვათაშორის ვან გაალი და მთელი სამწვრთნელო შტაბი იცვამს.

"შავი ბუცები" - ამბობს გიგზი - "მათ ბოლო მოეღო".

"იუნაიტედის" მოთამაშის რანგში 963 მატჩის ჩატარებიდან ნახევარი წელიწადი გავიდა. ბოლოს რაიანი "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შევიდა.

გიგზის ყოფილი თანაგუნდელი, ფილ ნევილი უელსელის უკანასკნელი სეზონისადმი მიძღვნილ ფილმში, "გიგზის ცხოვრება" აღნიშნავს, რომ რაიანისთვის უდიდესი გამოწვევა იქნებოდა კარიერის დასრულება.

გიგზის 41-ე დაბადების დღის წინ "ჰალი" კვლავ ეწვია "ოლდ ტრაფორდს". თავად იუბილარი კი აცხადებს, რომ მოთამაშის კარიერა მარტივად დაასრულა.

"უკან რომ მოვიხედოთ, მარტო არასდროს ვყოფილვარ." - ამბობს გიგზი - "ვფიქრობ, გასული სეზონის ბოლოს მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას მივხვდი, რომ საფეხბურთო კარიერა უნდა დამესრულებინა, რადგან მწვრთნელის მოვალეობისგან სიამოვნებას ვიღებდი და ვიცოდი, რომ მომდევნო ნაბიჯისთვის მზად ვიყავი."

"თამაშები ძალიან არ მენატრება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოთამაშის კარიერის დასრულება."

"რთული პერიოდი მქონია და იმედგაცრუების გასული სეზონი ამის დასტურია. დიახ, გასული წელი ცუდი იყო, მაგრამ მას ჩემ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უქონია."

"ლიდერის პოზიციაზე გასვლა კარგი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ ამას მართლაც არ უქონია გავლენა ჩემ გადაწყვეტილებაზე."

"არაფერი დამიკარგავს, რადგან თამაშის დროს ვფიქრობდი, რომ გაწვრთნა შემეძლო და მომდევნო ნაბიჯისთვის მზად ვიყავი."


გიგზი ხანდახან ვან გაალის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მაგრამ მცირე ხნის წინ გავრცელებულმა ხმებმა, თითქოს რაიანი მოთამაშის კარიერის გაგრძელებას აპირებდა, მწვრთნელის დამხმარის ღიმილი და თავის გაქნევა გამოიწვია. დევიდ მოიესის გაძევების შემდეგ რაიანი ოთხი თამაშის განმავლობაში მოთამაშე მწვრთნელი იყო. ახლა კი ამტკიცებს, რომ ვან გაალთან მუშაობის დროს სრულად არის კონცენტრირებული მწვრთნელის საქმიანობაზე და ფეხბურთელების მართვასა თუ სწავლაზე.

რაიან გიგზის ინტერვიუ


"გასულ წელს გავაცნობიერე, რომ ორი ვალდებულების შესრულება რთულია" - ამბობს გიგზი - "ყოველთვის თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ ორივე ფუნქცია უნდა შემესრულებინა - სინამდვილეში ეს არც ისე ადვილია."

"ეს ალბათ ჩემს თამაშზეც აისახებოდა, რადგან თუ მოთამაშე ვიქნებოდი თამაშზე ყურადღებას ვერ გადავიტანდი. მწვრთნელის ვალდებულებაშიც იგივე ხდებოდა."

"ეს არათავსებადი გრძნობა იყო, მაგრამ ამ სეზონში ვიცი მთლიანად რას დავუთმო ყურადღება."

"სწორედ ვარჯიშებს, სადაც გუნდის მომზადებისას გადიხარ, კონუსებს აწყობ და სანამ ბიჭები სავარჯიშოდ გამოვლენ სხვა მწვრთენელებისა თუ მენეჯერისგან მითითებებს იღებ."

"თავს კლუბის მართვასთან ახლოს ვგრძნობ. დროის იმ მცირე მონაკვეთის დროსაც კი საკუთარ თავს ბევრი რამ შევძინე და ეს დაუჯერებელი გამოცდილება იყო ჩემთვის."


როცა "ევერტონიდან" დევიდ მოიესი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, გიგზი მათ ჩრდილში დარჩა. ახლა კი ვან გაალის სამწვრთნელო შტაბის ცენტრში გამოსაჩენ ადგილზე ზის.

ჰოლანდიელმა რაიანს მოწინააღმდეგის ანალიზი და ფეხბურთელების თამაშის სტილის შესწავლა დაავალა. ასევე ვან გაალი გიგზის გადაწყვეტილებისუნარიანობას უსვამს ხაზს, რაც მან მანჩესტერული დერბის წინ გუნდის შეტევის ფრონტის შემადგენლობის არჩევით აჩვენა.

ჯერ-ჯერობით შედეგები არ აჩვენებს, აღზევდება თუ არა "იუნაიტედი" ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ, მაგრამ გიგზი ამტკიცებს, რომ მცირე ხნის წინ "არსენალთან" მოპოვებული გამარჯვება სატურნირო ცხრილში აღმასვლისკენ მიმავალი კიბე იქნება.

"იმ მატჩის შედეგს გასაოცარს ვერ უწოდებ, მაგრამ თანდათან ვაღწევდით მას და სხვათაშორის "არსენალმა" ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის." - ამბობს გიგზი - "ტოპ-კლუბის წინააღმდეგ პირველი გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ."

რაიან გიგზის ინტერვიუ


"არსენალს" ასეთი რამ მრავალჯერ შემთხვევია - ისინი ძლიერად უტევენ და შენ თავი უნდა დაიცვა, რადგან იცი, თუ ამას შეძლებ შანსი აუცილებლად გექნება. ჩვენი წარმატებული კონტრშეტევის დროს ასეც მოხდა."

"მოთამაშე რომ ვიყავი, არასდროს ვუყურებდი 10-12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს."

"თუ კოშმარები გაწუხებთ, ცხრილს უეჭველად გადახედავთ. მაგრამ რეალური წარმოდგენის შექმნა მხოლოდ ზამთრის შესვენების დროს ხდება."

"აი სწორედ მაშინ შეიძლება გუნდების დაყოფა იმად, ვინც ჩემპიონატის მოგებას აპირებს და იმად, ვინც მათგან შორს იმყოფება."

"ეს არის ის, რაზეც ახლა ვართ კონცენტრირებულნი. ახალი წლის დადგომასთან ერთად ჩვენ ზევით მყოფ გუნდებთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ."

"ამჟამად "ჩელსი" მთელი ერთი ან შეიძლება ორი თავით მაღლაც კი დგას სხვა დანარჩენებზე, მაგრამ მასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ, რადგან ყველას სურს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა."


და მაინც, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი აყვავება იგრძნობა.

გასულ წელს გიგზის სამწვრთნელო შტაბში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორიც პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი არიან. ახლა "კლას 92"-სგან არავინ დარჩა და მხოლოდ ბატი აგრძელებს სარეზერვო გუნდის გაწვრთნას.

თუმცა გიგზი ამტკიცებს, რომ იმ ჯგუფის თითოეულმა წევრმა თავისი გზა იპოვა.

"სქოულზმა სრულიად ნათლად გამაგებინა, რომ მხოლოდ რამდენიმე თამაშისთვის დაბრუნდებოდა." - ამბობს გიგზი - "ეს მე ვთხოვე და დამთანხმდა."

"ვეჭვობ, ფილი დევიდთან ერთად მოსვლის დღიდან ფიქრობდა მედიაში მუშაობაზე. ამის გაკეთების შესაძლებლობა გასულ წელშიც ჰქონდა, ამიტომ არ მიკვირს მისი არჩევანი."

"სქოულზი ისეთი ორატორი არ იყო, როგორც ფილი, ამიტომ მისი გადაწყვეტილება ჩემთვის სიურპრიზი გახდა. მან კი სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან თავისი სამსახურისგან სიამოვნებას იღებს და ფეხბურთთნ კვლავინდებურად ახლოსაა."

"ისევე როგორც მე, ეს კარიერის მომდევნო ეტაპი იქნება, ვნახოთ რა გამოვა."


წყარო: the telegraph
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 დეკემბერი 2014 01:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, მაგრამ ეს რაიან გიგზია და მხოლოდ ამის გამო გბურძგლავს.

"მოთამაშე რომ ვიყავი, არასდროს ვუყურებდი 10-12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს."


ისე კი ეს საგულისხმო ციტატაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2014 02:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"სქოულზმა სრულიად ნათლად გამაგებინა, რომ მხოლოდ რამდენიმე თამაშისთვის დაბრუნდებოდა." - ამბობს გიგზი - "ეს მე ვთხოვე და დამთანხმდა."


მაგრად მინდოდა სქოულზიც დარჩინილიყო მარა არ გამოვა მაგის დაბურუნება ისევ ალბათ
0
№3
ავტორი: AkkRed
2 დეკემბერი 2014 10:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე სქოულზი უფრო მეგონა რო დარჩებოდა ვიდრე გიგზი no
0
№4
ავტორი: DiMaria
2 დეკემბერი 2014 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დაბადების დღეს მოგვიანებით ვულოცავ. ერთ დღეს იმედია შენ ჩაიბარებ ჩვენ გუნდს გიგზს, მაგრამ რომ ჩაიბარებ დიდებისკენ გაგვიკვლევ გზას. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის
0
№5
ავტორი: Mufc7
2 დეკემბერი 2014 12:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"იუნაიტედის" მოთამაშის რანგში 963 მატჩის ჩატარებიდან ნახევარი წელიწადი გავიდა. ბოლოს რაიანი "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შევიდა.

3d_6 ზოგადად,როცა გიგზის თამაშს ვუყურებდი ხოლმე მეგონა,რომ გავიდოდა წლები,მე მომემატებოდა ასაკი და გიგზი დარჩებოდა ისევ ისეთი,როგორსაც ვუყურებდი. ვუყურებდი მას მოედანზე და მეგონა,რომ დრო კი არა, მეფენი მეფობდნენ. მჯეროდა,რომ ეს ასე იყო,მაგრამ recourse ვკითხულობდი ამ ინტერვიუს და ჩემს თვალწინ გაცოცხდა ისევ ის ახალგაზრდა ბიჭი,მოედანზე წითელი მაისურით რომ თამაშობდა. მე მეგონა, მარადიულად მომიწევდა ამ ახალგაზრდა ბიჭის ყურება სტადიონზე წითელი მაისურით,მაგრამ დრონი რომ მეფობენ?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RedTeen
2 დეკემბერი 2014 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Me mainc mgonia rom giggsi mwvrtneli tu gaxda scholes uechveli moiyvans samwvrtnelo shtabshi..
0
№7
ავტორი: Macklemore
2 დეკემბერი 2014 23:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იდესმე იმედია მანჩესტერს ჩაიბარებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top