პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც მანჩესტერელთა 2 ფეხბურთელი: კრის სმოლინგი და რობინ ვან პერსი მოხვდნენ. მე–13 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჰალ სიტის" უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა მეტოქე. მატჩში თავი კრის სმოლინგმა, უეინ რუნიმ და რობინ ვან პერსიმ გამოიჩინეს.