ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
დღეს კვირას დაძინების წინ ვწერ ამ სიტყვებს. ეს შაბათ-კვირა შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ დასრულდა პრობლემების გამო, რომელიც სპორტთან არ არის დაკავშირებული.
შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ოთხი დღის შუალედით გასამართი ორი შეხვედრიდან პირველი მოვიგეთ. გუნდმა აჩვენა სტაბილური და ნათელი თამაში. პირადად მე მოედანზე ჩემი მოქმედებით სიამოვნებას ვიღებდი. მატჩის დასაწყისშივე "ჰალზე" უკეთესები ვიყავით, რამდენიმე დიდებული მომენტი შევქმენით და ბურთის ფლობის მაღალი პროცენტი ვაჩვენეთ. ვფიქრობ, ქომაგს ასეთი მატჩის ყურება სიამოვნებს. ასევე გავაგრძელებთ! მოთამაშეთა იმ ნაკრებით, რაც ჩვენ გვყავს შეგვიძლია ლამაზი და ამავდროულად ეფექტური თამაში ვაჩვენოთ.
ანხელის ტრავმა ძალიან სამწუხაროა. იმედი გვაქვს მალევე გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება უეინს, მის შემთხვევაში სერიოზული არაფერია. ამ მხრივ მართლაც არ გვიმართლებს, ტრავმები უბრალოდ ჩვენი თანმდევია.
გასახდელში თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს მოეჩვენათ, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ და საამაყო ნამდვილად გვაქვს. მატჩმა ვარჯიშებზე ჩვენი მცდელობების შედეგები აჩვენა, რითაც მთელი კვირის განმავლობაში ვიყავით დაკავებულნი. ეს გამარჯვება ბოლო თამაშებში კიდევ ერთ წარმატებად იქცა. იმედი ვიქონიოთ, რომ დეკემბერშიც ასე გაგრძელდა, როცა ძალიან მჭიდრო გრაფიკი გვაქვს. ამ დროს შეიძლება ჩვენს მიზანს უფრო მივუახლოვდეთ. გაგრძელება - ორშაბათს "სტოკ სიტის" ვეთამაშებით, ისევ ჩვენ სტადიონზე.
კვირა კი ასე კარგად არ დაწყებულა. ვარჯიშის შემდეგ მადრიდში "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოგვითხრეს. ძალიან განაწყენებული ვარ და ამის აღსაწერად სიტყვებს ვერ ვპოულობ. როგორც ნებისმიერი სხვა სპორტის სახეობა, ფეხბურთი ხალხის გაერთიანებას უნდა ეხმარებოდეს და არა მათ ერთმანეთისადმი დაპირისპირებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი რამ ხდება ესპანეთში ან თუნდაც აქ, ინგლისში. ასეთი ბარბარიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს განათლებისა და საზოგადოების აზროვნების გაღვიძების გზით.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის. მომდევნო კვირაში შევხვდებით.
გკოცნით ყველას.
ხუანიწყარო:
manutd.com