თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 19:06
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1342,
კომენტარები: 0
გიგზი: "ხავი ჭადრაკის მოთამაშეს გავს"
რაიან გიგზი თავისი რეკორდის დამხობაზე საუბრობს.
გიგზი:
"მანჩესერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მოთამასემ, რაიან გიგზმა ისაუბრა კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანზე - ხავი ერნანდესზე.


"რეკორდის წაგება არასოდეს არის სასიამოვნო, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ მე ამ გენიალურ მიღწევას ხავისთან ერთად ვიყოფ. მისი კალიბრის მოთამაშის მიერ ჩემი რეკორდის მოხსნა - ცოტათი მამშვიდებს.

ხავი ჭადრაკის მოთამაშეს ჰგავს. ის ყოველთვის ორი ან სამი ნაბიჯით წინ არის დანარჩენებზე. ჩემი აზრით, ხავი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში აქვს ნათამაშები.

ყველაზე მეტად აღტაცებაში მოვყავარ შემდეგ ფაქტს: ყოველთვის, როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ის საოცრად იჭერდა ბურთს და ყოველთვის უმალავდა მოწინააღმდეგის ფეხბურთელს. ხავი ყოველთვის იდეალურ გადაწყვეტილებას იღებდა.

ის ძალიან ინტელიგენტური მოთამაშეა და არასოდეს დავიწყებია თავმდაბლობა. ხავი ცოტათი პოლ სქოულზს მაგონებს"
,- განაცხადა გიგზმა

საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით კი, ხავი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია. მან სამშაბათს 145-ე შეხვედრა ჩაატარა ფინალურ ეტაპზე და მადრიდის "რეალის" გოლკიპერს, იკერ კასილასს გადაასწრო.
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top