თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 14:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1567,
კომენტარები: 8
ინტერვიუ ანდერ ერერასთან
ანდერ ერერა "ჰალთან" გამარჯვების შემდეგ.
ინტერვიუ ანდერ ერერასთან
გილოცავთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, თანაც სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლის შემდეგ. ეს მიღწევაა...

ბედნიერი ვარ. მოხარული ვარ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" უამრავი დიდებული ფეხბურთელი იხილა, ასე რომ ძალიან მიხარია. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ვეცდები მუშაობა და გუნდის დახმარება გავაგრძელო. რა თქმა უნდა თამაშითაც ბედნიერი ვარ.

ანხელ დი მარიას შეცვლის შემდეგ უფრო დატვირთული როლი გერგოთ.

დიახ, 10 ნომრად ვითამაშე და ეს კარგია, რადგან პოზიციების შეცვლა შემიძლია. შემიძლია მწვრთნელს ბევრი არჩევანი მივცე. ვფიქრობ, ეს მიმდინარე სეზონში ჩვენი საუკეთესო თამაშია, მაგრამ მუშაობა და მატჩების მოგება უნდა გავაგრძელოთ, რადგან ლიგაში მაღალ საფეხურზე ყოფნა გვსურს.

რატომ ფიქრობთ, რომ შესრულება ასეთი შესანიშნავი იყო?


იმიტომ, რომ ბურთს ვინარჩუნებდით. ხშირად არ ვკარგავდით. ვფიქრობ მწვრთნელის ჩანაფიქრი ზუსტად შევასრულეთ, რადგან ბურთის ფლობა 77%-ზე გვქონდა აყვანილი. ეს შესანიშნავი სტატისტიკაა. ძალიან ბედნიერები ვართ და ვფიქრობ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, რადგან ბურთი და პოზიცია შევინარჩუნეთ.

"სტოკი" "ლივერპულმა" მხოლოდ უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლით დაამარცხა - ეს იმას ნიშნავს, რომ სამშაბათს ისინი რთულად გასატეხნი იქნებიან?

დიახ, არასდროს მინახავს "სტოკს" 4-0 ან 5-0 წაეგოს. ისინი თამაშში ყოველთვის იბრძვიან და ამ სეზონში გაცილებით უკეთ თამაშობენ, თანაც მიწაზე. რთული თამაში იქნება, რადგან "სტოკს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ვიქნებით და ყველა თამაშის მოგება გვსურს.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2014 14:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დიახ, არასდროს მინახავს "სტოკს" 4-0 ან 5-0 წაეგოს. ისინი თამაშში ყოველთვის იბრძვიან და ამ სეზონში გაცილებით უკეთ თამაშობენ, თანაც მიწაზე.


კი ეს ნამდვილად ასეა. ამ მხრივ "ვესტ ჰემიც" გამოიცვალა. სტოკის ფეხბურთის ყურება არასდროს მიზიდავდა, მაგრამ მათ წინააღმდეგ თამაშს დიდი მოლოდინით ველოდები ხოლმე. კერკეტი კაკალია სტოკი და რომ ამბობთ, რომ უეჭველი სამი ქულა გვაქვს ეგრე არაა. ეგრე არავისთან არაა საერთოდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RedGirl
1 დეკემბერი 2014 17:21
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არც ისე მარტივია ამ სამი ქულის მოპოვება როგორც თქვენ გგონიათ :დ არა კი მოვიპოვებთ და მჯერა მაგრამ ჰალზე გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეა სტოკი და არ იქნება ისეთი მარტივი თამაში როგორიც გუშინწინ ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Mufc7
1 დეკემბერი 2014 19:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩემი ბიჭიი love ნიჭიერია და წარმომიდგენია, რამდენიმე წლის მერე როგორი ამაყები ვიქნებით მისით. ნიჭს გამოყენება უნდა რა თქმა უნდა და მჯერა მე ,რომ წლების მერე ჩემი სიტყვების გახსენება მომიწევს,უკვე ამაყები რომ ვიქნებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2014 22:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაინც მოვიგებთ და ძალიან ადვილად ♥
0
№5
ავტორი: chudikone
2 დეკემბერი 2014 02:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეტი სათამაშო დრო ერერას cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2014 02:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეტევაში ბევრად უკეთესია და მითუმეტეს ტუ მატა ჰყავს მოედანზე ძაან მაგრად თამაშობენ. იმსახურებს ეს კაცი ძირითადს და იმედია არ დაალპობენ სკამზე
0
№7
ავტორი: red devil
2 დეკემბერი 2014 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგრად ითამაშა და იმედია ესე გააგრძელებს
0
№8
ავტორი: DiMaria
2 დეკემბერი 2014 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მართალია. როცა გუნდში რუნი, პერსი და ასეთები არიან და შენა აგირჩევენ საუკეთესოდ ამაზე მეტი სიამაყე რაღა გინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top