თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1551,
კომენტარები: 9
ნევილი: "დე ხეა არ უნდა გაიყიდოს"
გარი ნევილი კლუბს დე ხეას შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, გარი ნევილი თვლის, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა დე ხეა არავითარი თანხის სანაცვლოდ არ უნდა გაყიდოს.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება მადრიდის "რეალის" მხრიდან ესპანელისადმი ინტერესის შესახებ. ჩემპიონთა ლიგის 10 გზის გამარჯვებულებს ახალგაზრდა კიპერით იკერ კასილასის ჩანაცვლება სურთ.

ხმა დაირხა, თითქოს "იუნაიტედი" დე ხეას წასვლისთვის მზადაა და მისი შემცვლელიც ნაპოვნია, მაგრამ გარი ნევილი აცხადებს, რომ დე ხეამ კლუბი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს.

"დავიდი თანამედროვე "იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფეხბურთელია და კლუბს მასთან განშორების უფლება არ აქვს."

"მისი პროგრესი დაუჯერებელია. რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავს "ტოტენჰემთან" მატჩში მისი შეცდომის გამო დე ხეას გაკრიტიკების უფლება მივეცი. ახლა კი ამის გასაკეთებლად ენას ვერ მოვიბრუნებ."

"დარწმუნებული ვარ, "რეალს" ძალიან სურს მისი შეძენა. თანხად 25 მლნ. ფუნტი სახელდება, მაგრამ პირადად ჩემთვის დე ხეა გასაყიდთა სიაში უკანასკნელ ადგილზეა. მას შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მხოლოდ სრულყოფილებისთვის მუშაობა სჭირდება. "იუნაიტედმა" უახლოესი შვიდი-რვა წლის განმავლობაში მის ტრანსფერს ბოქლომი უნდა დაადოს. ეს კაცი გუნდისთვის თამაშებს მოიგებს."
- წერს გარი ნევილი.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბოქლომი და თან დიდი. ისეთი გასაღები უნდა სჭირდებოდეს, რომ არ იშოვებოდეს. დააყენონ ის ნავასი რას მოგვდგნენ. თან მადრიდისტებს გაახარებენ. მაგათ ხომ ჰგონიათ, რომ დე ხეას ჯობია კეილორი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
1 დეკემბერი 2014 10:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დიდი შეცდომა იქნება მისი გაშვება. "დავიდი თანამედროვე "იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფეხბურთელია და კლუბს მასთან განშორების უფლება არ აქვს."
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 დეკემბერი 2014 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იდიოტი უნდა იყო რო ეს კაცი გუნდიდან გაუშვა და როგორ ფიქრობენ აბა, ვან გაალი იდიოტს გააავს???
0
№4
ავტორი: Macklemore
1 დეკემბერი 2014 11:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Davidis gashveba yvelazee suleluri gadawyvetileba iqneba rac odesme clubis xelmdzgvanelobas miugia.
0
№5
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბანი დავადოთ ტრანსფერებზე
0
№6
ავტორი: DiMaria
1 დეკემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პრეზიდენტი რომ ვიყო ვეტოს დავადებდი თან სამუდამოს
0
№7
ავტორი: RedGirl
1 დეკემბერი 2014 17:26
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ ნუღარ წერთ რა ასეთ სტატიებს არ წავა ეს არსად :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2014 02:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია დე ხეამ თვითონ მოისურვოს წასვლა და კლუბი რომ ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად ყველამ იცის მგონი
0
№9
ავტორი: red devil
2 დეკემბერი 2014 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეა თვითონ თუ არ გაიქცა არამგონია ჩვენ გავუშვათ სადმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top