"მანჩესტერ იუნაიტედმა" რადამელ ფალკაოს პრემიერ ლიგასთან შეუგებისთვის საბოლოო ვადა აპრილის თვემდე მისცა.
თუ კოლუმბიელი დაამტკიცებს, რომ იგი გუნდს შეეგუა, "იუნაიტედი" მას სრულად შეიძენს.
კოლუმბიელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "მონაკოდან" იჯარის წესით შუერთდა "იუნაიტედს" და მას შემდეგ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია სრულად.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მოთმინებით მოეკიდოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორვარდის ახალ ჩემპიონატთან შეგუებას.
ფალკაოს კი მომდევნო შეხვედრებში ფორმაში ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად მიეცემა შანსი დაამტკიცოს, რომ კვირაში 265 ათას ფუნტს ტყუილად არ იღებს.