თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 23:14
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1732,
კომენტარები: 9
ნანის კარიერის რეაბილიტირება
ბოლო დროს ხშირად იწერება ნანის "იუნაიტედში" დაბრუნებაზე, ამ ინფორმაციას საფუძვლად ნანის ბრწყინვალე თამაში უდევს.
ნანის კარიერის რეაბილიტირება
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ პორტუგალიელი ვინგერი ნანი ყველას გასაოგნად იდეალურ მატჩებს ატარებს. შეიძლება ითქვას სათამაშო ადგილის შეცვლამ პორტუგალიელზე ბრწყინვალედ იმოქმედა.

რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თავდაჯერებულობის დაბრუნებაა, რაც ბოლო სეზონებია პორტუგალიელს ნამდვილად აკლია.

კარგია როდესაც პორტუგალიის მსგავს ქვეყანაში თამაშობ. კარგი ამინდი, ნათელი მზე, ბრწყინვალე პლიაჟები და იდეალური ატმოსფერო.

ასეთ ადგილას შენ მხოლოდ ფეხბურთით ტკბები. პორტუგალია იდეალური ადგილია კარიერის რეაბიტილირებისათვის. მაგალითად მოვიყვანოთ კუარეჟმა, რომელიც თავის დროზე პორტუგალიას უდიდესი ტალანტის სახელით ტოვებდა. მიუხედავად ამისა მან ვერ "ინტერში" შეძლო თავის გამოჩე და ვერც "ბარსელონაში".

პორტუგალიელი ვინგერი მხოლოდ თავის ქვეყანაში თამაშობდა და თამაშობს ლამაზ და შედეგის მომცემ ფეხბურთს.

მსგავსი ისტორია აქვს მეორე პორტუგალიელ ვინგერ ნანის, რომლის ნიჭზეც ფერგიუსონი ძალიან ბევრს საუბრობდა. ნანის დიდი დროის განმავლობაში ადარებდნენ კრიშტიანუ რონალდოს, რაც კაბო ვერდელს არ მოსწონდა და ამის შესახებ ბევრჯერ უსაუბრია.

"მანჩესტერში" ნანი ნამდვილად არ იყო ზედმეტი. ის პროგრესირებდა, იტანდა, აკეთებდა საგოლე გადაცემებს და "იუნაიტედის" ტიტულების მოპოვებაში ეხმარებოდა.

ნანის შეუძლია აქტივში ჩაიწეროს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2010-2011 წლების იდეალური სეზონი, როცა მან 9 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა. ასევე ჰქონდა ბევრი კარგი სეზონი, თუმცა ბოლო სეზონში ტრავმებისა თუ სხვა მიზეზთა გამო ძველი ნანი დაიკარგა.

როცა ზაფხულში საუბრობდნენ იმაზე, თუ რომელ კლუბში წავიდოდა ნანი იყო ძალიან ბევრი ვარიანტი. აქტიურობდა "არსენალი", რომელსაც ფლანგზე კონკურენციის გაზრდა სურდა. ასევე დაინტერესებული იყო "მოსკოვის დინამო", თუმცა მხარეები ხელფასის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.

ამ დროს კი ნანის მიეცა შანსი, რომ დაბრუნებულიყო პორტუგალიაში და 1 სეზონი ეთამაშა თავის მშობლიურ "სპორტინგში". ამ შესაძლობისთვის მან მადლობა მარკოს როხოს უნდა გადაუხადოს, რომელშიც გაცვალეს ნანი.

"სპორტინგში" დაბრუნებას ნანის აშკარად უშველა. პორტუგალიაში ნანიმ კვლავ გაიხსენა ის დრო, როცა თავისი გუნდის ლიდერი იყო და იდეალურად ათამაშდა.

შეიძლება ეს პორტუგალიური ჰავის გამოა? ან უბრალოდ ნანის უყვარს გუნდის ლიდერად ყოფნა? ფაქტია, რომ ის რაც ნანის "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 2 სეზონის მანძილზე აწუხებდა უკვალოდ გაქრა.

ნანი განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე იჩენს თავს. ეს გასაგებიცაა, რადგანაც სწორედ ჩემპიონთა ლიგისთვის დამახასიათებელ ფეხბურთსაა ნანი შეჩვეული და არა მატჩებს "სეტუბალთან" და "გიმარაიშთან". ევროპის მთავარ ტურნირზე ნანი ბრწყინვალედ თამაშობს.

5 მატჩში მან მხოლოდ "ჩელსის" კარის დალაშქვრა ვერ შეძლო. ნანიმ ორჯერ დალაშქრა გერმანული "შალკეს" კარი. კიდევ ორი გოლი ნანიმ "მარიბორს" გაუტანა.

მისი გოლი "მარიბორის" კარში კი ალბათ ყველას ეუბნება როგორი ხასიათი აქვს ახლა ნანის. ნანიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ამის შემდეგ მცველებს ფიფა 15 ეთამაშა და ბურთი კარის ბადეში გაგზავნა. სხვანაირად იმას რაც ნანიმ მცველებს გაუკეთა უბრალოდ ვერ ავღწერ.

პორტუგალიელმა კვლავ გაუსინჯა ბრწყინვალე თამაშს გემო. "სპორტინგში" გადასვლიდან მხოლოდ 3 თვე გავიდა, თუმცა უკვე საუბრობენ ნანის შესაძლო დაბრუნებაზე.

ზამთარში თუ არა, ზაფხულში ნანი ნამდვილად დაბრუნდება ინგლისში. ერთი მიზეზი ისაა, რომ მას კიდევ ერთ შანსს მიცემენ. ხოლო მეორე ის, რომ "სპორტინგი" ვერ შეძლებს მისთვის ხელფასის გადახდას.

თვითონ ნანი კი ჯერ-ჯერობით არაფრის შეცვლას არ აპირებს.

"მსიამოვნებს, როცა "იუნაიტედის" გულშემატკივარი ჩემზე კარგად ლაპარაკობს. მახარებს იმის გაგონება, რომ ისინი ელოდებიან ჩემს დაბრუნებას, თუმცა ახლა მხოლოდ სამუშაოზე ვფიქრობ და მთლიანად "სპორტინგზე" ვარ კონცენტრირებული.

ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია და არ მინდა სხვა რამეზე ფიქრი."
- განაცხადა პორტუგალიელმა ვინგერმა 3 კვირის წინ.

დაბრუნდება თუ არა ნანი ოლდ ტრაფორდზე? ამას ან 1 თვეში ან სეზონის დაბრუნების შემდეგ გავიგებთ.

აქვე რამოდენიმე ფოტო, რომელიც ნანის სტატისტიკას ასახავს.

ნანის კარიერის რეაბილიტირება


ნანის კარიერის რეაბილიტირება


წყარო: Championat.Com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2014 00:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Sadaa chudikone?? :D
0
№2
ავტორი: AmaRiLo
1 დეკემბერი 2014 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ნეტა დაბრუნდეს, ბევრს რო სასაცილოდ არ ყოფნის ნანი ფორმაში მყოფი derpgop დავაი ნანი, ია ტებია ვერიუ wink
0
№3
ავტორი: GeorgeBest
1 დეკემბერი 2014 00:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
AmaRiLo,
მეც მაგის იმედი მაქვს რო დაბრუნდება და დაამტკიცებს რა შეუძლია. იმედია ოქროს ბურთსაც მოიგებს და ფეხბურთიდან რო წავა ნანის პრიზს დააწესებენ ოქროს კასტილს
0
№4
ავტორი: temo-scholes
1 დეკემბერი 2014 04:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
გიორგი,
shen gadaob gio, magram am statistikis tu ar gjera tamashebi mainc naxe xolme misi ligaze... Da merwmune chventanac mshvenivrad itamashebs roca dabrundeba...!
0
№5
ავტორი: dachi_mu
1 დეკემბერი 2014 07:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
naniii <3
0
№6
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2014 10:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
ეგ მხოლოდ ვარაუდია თემო. ამას მაინც დააბრუნებენ და თანაც დიდი ალბათობით. აი მერე ვნახავთ რა მოხდება. თუ გაგვაჩუმებს და ზოგიერთის იმედს გაამართლებს მაგას რა ჯობია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: chudikone
1 დეკემბერი 2014 11:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი დაუფასებელი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: DiMaria
1 დეკემბერი 2014 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კიდევ არსებობს ხალხი ვისაც ამის იმედი აქვშ?
0
№9
ავტორი: RedGirl
1 დეკემბერი 2014 17:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არადა დი მარია რად გვინდა როცა ნანი გვყავს :დ კარგით რა ხალხო :დ

გიორგი,
საღოლ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top