"არსენალს", "უდინეზეს" და "იუნაიტედს" 18 წლის "ხორვატი მესის" ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ. მატეო კოვაჩიჩი, სწორედ ეს ფეხბურთელია "იუნაიტედის" ახალი სამიზნე, რომლის ფასიც, არც მეტი არც ნაკლები 18 მილიონი ევროა და "დინამო ზაგრები" ამ ფეხბურთელის ნაკლებ ფასად დათმობას არ აპირებს. სერ ალექს ფერგიუსონი კი მიყვება თავის არჩეულ გზას გაზარდოს ფეხბურთელები და მათგან ვარსკლავები დააყენოს, მისი ბოლო 2 ასეთი შენაძენი ნიკ პაუელი და ანხელო ენრიკესია. თითქმის თანაბარი შანსები აქვთ, "არსენალს" და "იუნაიტედს", რომ შეიძინონ "ხორვატი მესი" და მათ ამაში ასევე "უდინეზეც" ეცილება.