"ოლდ ტრაფორდს" ლამაზი გოლებისა და გამარჯვებების გარდა უამრავი კონფლიქტი, კამათი თუ ტრაგედია უნახავს. საუკუნის განმავლობაში "ოლდ ტრაფორდზე" ფერგიუსონისთვის პიცის სროლიდან დაწყებული მასიურ გერმანულ დაბომბვაზე დასრულებული უამრავი რამ მომხდარა. ჩვენ კი სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ.
ავიაიერიში მანჩესტერზე1941 წელი1940 წელს ადოლფ ჰიტლერმა ომიდან ინგლისის გაძევება სცადა და მას კაპიტულირება აიძულა. ამ ფაქტის მთავარ ნაწილად ფიურერს ინგლისის ეკონომიკისა და ინგლისელთა საბრძოლო სულისკვეთების დაკნინება მიაჩნდა, რასაც მნიშვნელოვანი ქალაქების დაბომბვის საშუალებით მიაღწევდა. განსაკუთრებით ცენტრალური ქალაქების, რომელთა რიგებში მანჩესტერიც ირიცხებოდა.
ლიუფტვაფეს მფრინავების მთავარ სამიზნედ ფაბრიკა-ქარხნები იქცა, მაგრამ არც სამოქალაქო ობიექტები დაუვიწყიათ. 1941 წლის 11 მარტს ავიაიერიშის დროს "ოლდ ტრაფორდი" ცეცხლის ქვეშ მოექცა და უმეტესი ნაწილი განადგურდა. დაზარალდა სტადიონის თითქმის ყველა ნაწილი, მაგრამ ჩვენამდე მიუნხენის გვირაბმა მოაღწია, რომელიც 1910 წელს სტადიონის აღმართვისთანავე აშენდა.
კლუბი თავისი სტადიონის გარეშე ვერ იარსებებდა. რეკონსტრუქცია სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებდა, მაგრამ "იუნაიტედს" ამისთვის ფული არ ჰქონდა. საბედნიეროდ, გუნდის მფლობელის, ჯეიმს გიბსონის გენიამ კიდევ ერთი დახმარების ხელი გაუწოდა გუნდს. თუ ჯერ კიდევ არ იცით ეს სახელი, შეეცადეთ დაიმახსოვროთ. საფეიქრო სფეროში ჩართულმა სწორედ ამ ბიზნესმენმა გადაარჩინა "წითელი ეშმაკები" 30-ანი წლების კრიზისისგან, დააფინანსა ახალგაზრდული სკოლა, იპოვა მეტ ბასბი მწვრთნელად და უამრავი სხვა სასარგებლო რამ გააკეთა.
რთული საომარი დროის ფონზე გიბსონის მიერ მთავრობისთვის სტადიონის აღდგენისთვის საჭირო ფინანსების "გამოტყუება" ნამდვილი გენიოსობა იყო. მისი წყალობით "ტრაფორდზე" ისევ გაისმა სამშენებლო სამუშაოს ხმა. თუმცა დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ მრავალწლიანი სამუშაო დასჭირდა. აქ კი კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა: სად უნდა ითამაშოს "იუნაიტედმა" ამ პერიოდის განმავლობაში? დახმარება მოვიდა... "მანჩესტერ სიტისგან". არა, თვალებს არ მოუტყუებიხართ, სწორედ ასე იყო. მოსისხლე მტერი და მთავარი მეტოქე რთულ პერიოდში მართლაც დაეხმარა "იუნაიტედს" და "მეინ როუდზე" შეუშვა. რა თქმა უნდა, უფასოდ არა. "ქალაქელებმა" სტადიონი ყოველწლიური იჯარით "გასცეს", რაც 5000 ფუნტსა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის პროცენტს ითვლიდა. იმ დროს კი ეს საგრძნობი თანხა იყო. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" იმ პერიოდში ვალების ორმოში თითქმის ჩაეფლო, "სიტის" მიერ გაწეული სამსახურით მანჩესტერის ორ ნაპირს შორის სამუდამოდ გაიდო ხიდად.
როი კინის შურისძიება2001 წელი90-ანებში "მანჩესტერ იუნაიტედს" მსოფლიოში ყველაზე შეუბრალებელი კაპიტნები ჰყავდა. ერიკ კანტონას მიერ 95 წელს ცნობილი კუნგ-ფუ დარტყმა მთელი მისი ენერგიისა და სპორტული მრისხანების გამოვლინება იყო, რომელიც მან როი კინს გადასცა. ადამიანისგან, რომელსაც ზედმეტსახელად "მეამბოხე კინს" უწოდებენ ყოველთვის ელოდები რაღაც ზეაგრესიულს, მაგრამ 2011 წელს მის მიერ მანჩესტერულ დერბიში ჩადენილმა საქციელმა საზღვრები გადაკვეთა.
ისტორია ამ მოვლენიდან რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. პრინციპული მეტოქეების, "ლიდსისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირებაში 1997/98 წლების სეზონის დასაწყისში კინმა ალფი ჰოლანდის წინააღმდეგ წარუმატებელი ვარდნა განახორციელა და ჯვარედინი მყესები "დაკარგა". თავისდა საუბედუროდ ჰოლანდი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ემუქრებოდა ირლანდიელს და მაისურზე ექაჩებოდა, ამ ეპიზოდში მწოლიარე კინს მივარდა და ჩაყვირა:
"კარგია მოჩვენება! ადექი!" წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ისეთი ადამიანის დადანაშაულება სიმულაციაში, როგორიც როი კინია? მითუმეტეს, რომ ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ "მას ესმოდა კიდეც ჩემი მყესების წყვეტის ხმა". საბოლოოდ, ახალბედა კაპიტანმა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და მტკივნეულ ფეხს დიდხანს მკურნალობდა.
გავიდა სამი წელიწადი. კინმა ტრებლი მოიგო, ფორმის პიკს მიაღწია, გახდა ცენტრი შესაძლოა კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდისა. მაგრამ არაფერი დავიწყებია. ჰოლანდის დამცინავი სახე დიდ ბინძურ ლაქად დააჩნდა ირლანდიელის თვითშეფასებას. ჩემპიონთა ლიგა, პირადი ჯილდოები, ხალხის სიყვარული - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მისი სულის სრულ სიმშვიდეს კიდევ რაღაც აკლდა. შურისძიების წყურვილის მოკვლა.
თავისი შეურაცხმყოფელი "სიტისთან" მომდევნო მატჩშივე დასცა. საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე კინი გაცოფებული ხარივით შეუვარდა ჰოლანდს ფეხებში და ყურში მოკლე, მაგრამ წარმოუდგენლად შემცველი პასუხი გასცა, რის შემდეგაც ცივსისხლიანივით დატოვა მოედანი ისე, რომ მსაჯის მიერ მიცემული წითელი ბარათისთვის არც კი შეუხედავს.
"ძალიან დიდხანს ვიცადე. მთელი ძალით დავარტყი ბ***. მიიღე პ***ო. და არც კი გაბედო ჩემთან დგომა და დაცინვა, თითქოს ვსიმულირებ." - კინის ამ ციტატის გამოყენებას ამ ისტორიის თხრობისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ერთ ფრაზას აუცილებლად ამატებენ:
"ჩემი პოზიცია იყო: წავიდეს ერთი მაგის... დამსახურებისამებრ მოგეზღობის. მან მხოლოდ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. თვალი თვალის წილ.". თავი დავანებოთ დაუსრულებელ კამათს სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ, რომელსაც "ვაჟკაცობიდან" "მკვლელობამდე" მიმსვლელი სიტყვებით მოიხსენიებენ. უკეთესია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რამდენად ატმოსფერული ფეხბურთი იყო ინგლისში 90-ან წლებში.
ბუცის უთანხმოება2003 წელი2003 წლის 15 თებერვალი. "ოლდ ტრაფორდის" გასახდელში ჭექა-ქუხილია ატეხილი. მასპინძლებმა ახლახანს "არსენალთან" სათასო შეხვედრა წააგეს და ფერგიუსონის ცნობილმა მრისხანებამ მყისვე იჩინა თავი. სერი ფერფლავდა ყველას, როგორც მცხუნვარე მზე და ნებისმიერს ასხივებდა თავის მწველ სხივებს, ვინც კი თვალში მოხვდებოდა. მრისხანების გაფართოებული თვალები კი ბექჰემს მიაჩერდა. მწვრთნელმა დაცვითი მოქმედებების უარყოფის და საგოლე მომენტების ვერ რეალიზების გამო ფეხბურთელებზე ნერვები გადმოანთხია.
თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ბექსს თანაგუნდელებივით დაეხარა თავი, იგი გაბრაზდა. გაბრაზდა წუთიერად, სერ ალექსზე, ადამიანზე, რომელიც ემოციის პიკზე იმყოფებოდა. მოგვიანებით გაჟღერდა, რომ ბექჰემი უბრალოდ უარყოფდა ბრალდებას თავისი მისამართით, მაგრამ შემდეგ სასიკვდილო იარაღი გამოიყენა - მწვრთნელს მოახსენა, რომ არსენ ვენგერი მას სჯობნიდა. ასე იყო ნამდვილად თუ არა, დაზუსტებით არავინ იცის. ვიცით მხოლოდ ის, რომ დევიდი ცუდად მოიქცა და გაბრაზებულმა ფერგიუსონმა მას პირდაპირ შუბლში გაარტყა ბუცი. სისხლიანმა ფეხსაცმელმა ბექჰემის წარბები შეღება, ის ფრთხილად წამოდგა და მწვრთნელის მიმართულებით წავიდა. თანაგუნდელებმა ის შეაკავეს და უფრო მეტი სისულელის ჩადენა არ დაანებეს, მაგრამ კონფლიქტის ჩახშობას ეს არ დაეხმარა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ინგლისელის დღეები დათვლილი იყო.
ბუცის ლეგენდარული შემთხვევა მხოლოდ უკანასკნელი რგოლი იყო ჯაჭვზე, რომელიც ბექჰემისა და პოპ-ჯგუფის, «Spice Girls»-ის წევრის, ვიქტორია ადამსის გაცნობას უძღოდა წინ. გოგონამ არა მარტო დაიპყრო ფეხბურთელის გული, არამედ მას შოუ-ბიზნესის ყველა კარგი გაუღო. ბექსი არც ადრე განიცდიდა მოკრძალებულობას, მაგრამ მისი აზროვნების ცვლილების შემოქმედი სწორედ ვიქტორია გახდა. ბექსი თავის პოპულარულობას, დიდებას აცნობიერებდა, საკუთარ თავს გუნდზე მაღლა აყენებდა, რაც ფერგიუსონის ფოლოსოფიას საერთოდ არ შეესაბამებოდა. მწვრთნელი ხედავდა როგორ ანადგურებდა თავის ფეხბურთელს დიდება და ყურადღება და უკანასკნელ მომენტამდე ითმენდა. მაგრამ იმის შიშით, რომ ბექჰემის ქმედება კოლექტივის ატმოსფეროს დიდ დარტყმას მიაყენებდა და მის ავტორიტეტს ეჭვქვეშ დააყენებდა, დიდხანს ვერ გაუძლო.
სასოწარკვეთილების თვითმფრინავი2014 წელიისტორია ყველაზე უკეთ დეტალებში გამახსოვრდება. დიდ ან პატარა ნაწილებად - მნიშვნელოვანი მოვლენების სიმბოლოდ. ეპოქა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შეიძლება შეიტანო როგორც "ადრეული პოსტფერგიუსონიზმი" გონებაში მოიესისადმი მიძღვნილი ორი ბანერით ჩაგებეჭდება. პირველი სეზონის დასაწყისში მაღალფარდოვნად ამბობდა - "რჩეული" - და თან ქომაგში ნათელი მომავლის ქონის იმედს გამოხატავდა. მეორე - წაგებებისა და ანტირეკორდების წლის შემდეგ - ველური იმედგაცრუების გამოვლინება იყო და თავისი შემოქმედებითობით გაოცებდა.
"იუნაიტედის" ქომაგებმა თვითმფრინავის ერთჯერადად დაქირავებაში თითქმის 1000 ფუნტი გადაიხადეს. მას "ასტონ ვილასთან" გამართული შეხვედრისას "ოლდ ტრაფორდის" თავზე უნდა გადაეფრინა და ყველასთვის ეუწყებინა, რომ «Wrong one – Moyes out». ამინდი შესანიშნავი იყო და ჩანაფიქრიც წარმატებით განხორციელდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ გზავნილს შავი ლაქა უწოდა, რომელიც ფერგის შემცვლელს მანჩესტერში დარჩენის შანსს არ უტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოიესის გაძევება ამ სიგნალის შემდეგ არ მომხდარა, მისი არსი გასაგები იყო - რამდენიც გინდა იმდენ ხანს აშენე გუნდი, მაგრამ რა სარგებელია მისგან, თუ ქომაგები გუნდის პოპულარობის დაკნინებას აპირებენ. სხვა სიტყვებით, დევიდს შეცდომის უფლებისთვის ქარიზმი არ ჰყოფნიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლუი ვან გაალი წინამორბედს უჩვენებს, რომ ძლიერი პიროვნებებისთვის უფრო მეტიც შეიძლება.
ჰო მართლა, ის მატჩი "იუნაიტედმა" 4-1 მოიგო.
წყარო:
sports.ru