"მანჩესტერ იუნაიტედს" ტავმირებული მცველი უბრუნდება და ეს ბრაზილიელი რაფაელია. და სილვამ "ვესტ ბრომთან" საგარეო შეხვედრის შემდეგ არ გამოჩენილა მინდორზე. მან "ჩელსისთან" გასამართ მატჩამდელ ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა და თვეზე მეტია ლაზარეთშია.
რაფაელმა გულშემატკივარს დაბრუნების შესახებ ინსტაგრამის საშუალებით ამცნო, სადაც მან ასევე თანაგუნდელებს მიულოცა გამარჯვება "ჰალის" წინააღმდეგ.
ძალიან კარგი თამაში, ყოჩაღ ბიჭებო. ხვალ ნორმალურ ვარჯიშს დავუბრუნდები და მზად ვარ დავეხმარო მათ. ძალიან ბედნიერი ვარ.
"იუნაიტედის" ლაზარეთს ჯერ კიდევ შემორჩნენ: ფილ ჯონსი, ლუკ შოუ, დეილი ბლინდი, ჯეისი ლინგარდი და მათ ახლახან შეემატა ანხელ დი მარია.