ვან გაალის მოქმედების გამოცნობა რთულია. შეიძლება მომდევნო თამაშის წინ კონკურსიც კი ჩავატაროთ, თუ როგორი შემადგენლობა და განლაგება იქნება.
მაგრამ თუ "ჰალ სიტისთან" სქემის გაგება მეტ-ნაკლებად მარტივია - თავდაცვა ნაკლებად გიხდება, ამიტომ 3-5-2 ტაქტიკა უფრო მეტად "რომბში" გარდაისახება - თამაშში ვან გაალის მიერ ფეხბურთელების არჩევის გამოცნობა ძალიან რთულია.
ლუიმ შემდეგი შემადგენლობა დააყენა:
მარცხნივ: ფლეთჩერის შემოსვლამდე.
მარჯვნივ: ფლეთჩერის შემოსვლის შემდეგ
როხო დაცვის ცენტრში დადგა, თუმცა ვან გაალს რამდენიმე სხვა ვარიანტიც ჰქონდა: ჯანმრთელები იყვნენ ბლეკეტი, ევანსი და მაკნეირი. "არსენალთან" ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ იანგი ძირითადში ადგილით დაჯილდოვდა და მარცხენა ფლანგზე დადგა. უნდა ვაღიაროთ, არაფერი გაუფუჭებია.
უჩვეულო იყო ხუან მატას გამოყენება "რომბის" ფლაგზე და არა მისთვის საყვარელ "ათიანის" პოზიციაზე. დი მარიას ტრავმის შემდეგ ერერა შემოვიდა და მცირე გადაადგილება მოხდა. ამასთან ერთად ხუანი ადგილზე დარჩა, ხოლო ანდერი თავდამსხმელების უკან დადგა. არადა თითქოს ჩვენი ესპანელები წინასასეზონო ტურნეზე და საწყის მატჩებში პირიქით თამაშობდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სქემაზე მითითებული პოზიციები პირობითია. შეტევის დროს ფეხბურთელების მდებარეობა ნამდვილ კარუსელს ჰგავდა: ერერას ფლანგზე გადასვლა შეუძლია, მატა "ათიანის" პოზიციას იჭერს, ფელაინი თავდამსხმელის როლს ირგებს, ვან პერსი ნახევარდაცვის სიღრმეში იწევს, ხოლო რუნი ყველგან და ყველა როლში იმყოფება. მთავარია ბურთის სწრაფი გადაადგილება მოწინააღმდეგის ნახევარზე. "ჰალ სიტისთან" ყველაფერმა კარგად იმუშავა. სწორედ ეს არის ვან გაალის ფილოსოფია და ასეთი ფებხურთისკენ ისწრაფვის მისი გუნდი.
მას შემდეგ, რაც თამაში უკვე მოგებული იყო და მოედანზე ფლეთჩერი გამოჩნდა, კიდევ რამდენიმე გადაადგილება მოხდა: კერიკი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადავიდა. ფლეთჩერი საყრდენის. სმოლინგმა ვალენსიას ადგილი დაიკავა. მატამ და ერერამ კი ადგილები გაცვალეს. კარუსელის ახალი ელემენტი გახდა ფალკაო, რომელმაც რობინ ვან პერსი შეცვალა. თამაშის ხასიათი არ შეცვლილა და "იუნაიტედმა" კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა.
სქემაზე საუბრის საბოლოო აკორდად ეს სურათი შეგიძლიათ აღიქვათ:
მატჩის შემდგომ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ პერსის გამოყენებას თავიდანვე გეგმავდა "ათიანის" პოზიციაზე, თუმცა დი მარიას ტრავმის შემდეგ რობინმა ისევ "ცხრა ნორმად" გადაინაცვლა.
რატომ განლაგდნენ ფელაინი და მატა მატჩის უმეტესი ნაწილის განმავლობაში სარკისებურად, გაუგებარია.
საინტერესო
ელექტრონიკის დახმარება
ინგლისის პრემიერ ლიგის მოდური და სასარგებლო ქმედება - გოლის ფიქსირების სისტემა Hawk Eye - "მანჩესტერ იუნაიტედს" პირველად დაეხმარა. ეპიზოდის დინამიკაში მსაჯებს გაუჭირდებოდათ გოლის დაფიქსირება, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატის შესანიშნავმა ნოვაციამ გაამართლა:
ფლანგების აქტიურობა
იანგსა და ვალენსიას ფლანგები ჩააბარეს, მაგრამ როგორც ხედავთ ანტონიოს ფლანგის შეტევისუნარიანობა მოსალოდნელზე მაღალია:
პირველ რიგში ეს ფელაინის აქტიურობას შეიძლება მივაწეროთ, რომელიც ვალენსიას ხშირად ეხმარებოდა. მატა კი უფრო მეტად ცენტრალურ ზონაში იწევდა და იანგთან იშვიათად ათამაშებდა ბურთს.
ნარინჯისფერი დეჟავიუ
კერიკის გადაცემის შემდეგ რობინ ვან პერსიმ თითქმის გაიმეორა ბრაზილიაში ესპანეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი.
თუმცა "ჰალ სიტის" მეკარემ დარტყმაზე რეაგირება და რობინის დარტყმის მოგერიება შეძლო. თუმცა, რობინს რომც გაეტანა გოლი არ ჩაითვლებოდა თამაშგარის დაფიქსირების გამო.
პერსონალები
ანდერ ერერა
ანდერი ბრწყინავდა მოედანზე და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის თითქმის ყველგან იყო.
ყურადღება მიაქციეთ გატანილი გოლის ეპიზოდს. ცოტა ხნით ადრე ერერა ბურთს კარგავს, მაგრამ ეპიზოდს არ ეთიშება და მას უკანვე იბრუნებს. შემდეგ მომენტალურად აფასებს სიტუაციას და შესანიშნავ პასს აწვდის ვან პერსის.
რობინს რა თქმა უნდა შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რამდენად ჭკვიანურად თამაშობს, როცა ხედავს, რომ ანდერმა ბურთი ჩაჭრა - ჰოლანდიელმა უმალ გააკეთა ნაბიჯი უკან, რათა თამაშგარე მდგომარეობიდან ამოსულიყო.
რობინ ვან პერსი
თითქოსდა რობინი კიდევ ერთი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვეოდა. მაგრამ ყველაფერი ბრწყინვალედ დასრულდა: 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, პლუს აღვნიშნოთ, რომ პირველი გოლის დროს სწორედ ვან პერსიმ გაუწია წინააღმდეგობა "ჰალ სიტის" მცველებს, რის შემდეგაც ბურთი სმოლინგს მიუვიდა.
მაიკლ კერიკი
ლუი ვან გაალმა კერიკს საყრდენი ზონა ჩააბარა და ინგლისელმა დიდებული მატჩი ჩაატარა. ანდერ ერერასთან ერთად მას შეგვიძლია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვუწოდოთ.
ვან პერსიზე გადაწოდებული პასები ერთი მეორის მიყოლებით ამართლებდა, რომელთაგან ერთ-ერთი თითქმის შედევრად იქცა.
კერიკი კარგად აწარმოებდა შეტევებს და საიმედო იყო. პასების სიზუსტის 92%, კერიკის კრიტიკა ამჯერად უადგილოა.
მის ნაცვლად შემოსული ფლეთჩერი უნიათოდ გამოიყურებოდა, ცდებოდა და ცუდ გადაცემებს აკეთებდა. თითქოს დარენისთვის ძალიან რთულია გუნდის ახალ სქემაში ჩაწერა და მისთვის დახმარება.
დასკვნები
"ჰალ სიტისთან" შეხვედრამ ჩვენ კარში სახიფათო მომენტების წარმოქმნის გარეშე ჩაიარა. ეს იყო დაცვის ნამდვილი დასვენების დღე. თუმცა, დაბალი დონის მეტოქის წინააღმდეგ სახლში მოპოვებული გამარჯვება სწორედ ასეთი უნდა იყოს. ისევ მოგვცეს კლასის ხარჯზე მოპოვებული გამარჯვების გემოს გაღების საშუალება.
თუმცა დიდი დასკვნების გაკეთება ასეთი თამაშით არ ღირს.
მინუსებიდან მარკოს როხოს მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი აღვნიშნოთ. მისგან თავის არიდება ისევე მარტივად შეიძლებოდა, როგორც რუნის ტრავმისგან. იმედი ვიქონიოთ, რომ კაპიტანი მწყობრში იქნება და "სტოკ სიტისთან" შეხვედრას ოპტიმიზმით დაველოდოთ.