თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 13:45
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1954,
კომენტარები: 10
5 რამ, რაც გასულმა მატჩმა გვასწავლა
"იუნაიტედი" - "ჰალ სიტი"
5 რამ, რაც გასულმა მატჩმა გვასწავლა
"იუნაიტედი" იწყებს საჭირო ქულების აღებას

წითლებს ნამდვილად გაუმართლათ და სეზონის სტარტზე საოცრად კარგი კალენდარი შეხვდათ, თუმცა მათ მაინც მოახერხეს და დაკარგეს ქულები "სუონსისთან", "სანდერლენდთან", "ბარნლისთან", "ლესტერთან" და "ვესტ ბრომთან". ბოლო ტურებში კი მათ შეძლეს და დაამარცხეს "კრისტალ პალასი" და "ჰალ სიტი" თანაც დამაჯერებლად. 3-0 გამარჯვებამ გაგვახსენა კვირის 6-საათიანი თამაშები, ფერგის დროს, როდესაც გუნდი უპრობლემოდ იღებდა 3 ქულას.

ლუი ვან გაალს ცვლილებების არ ეშინია

მწვრთნელების უმეტესობა ალბათ შემადგენლობაში მინიმალური რაოდენობის ცვლილებას შეიტანდა "არსენალთან" გამართული მატჩის შემდეგ, თუმცა მათ რიცხვს არ მიეკუთვნება ვან გაალი. მან უარი თქვა 3-მცველიან ტაქტიკაზე, დატოვა რა სკამზე ახალგაზრდები: ტაილერ ბლეკეტი და პედი მაკნეირი, დაუბრუნდა ჩვეულ 4 მცველს და დაცვის ცენტრში შეაწყვილა სმოლინგი და ახლად გამოჯამრთელებული მარკოს როხო.

რობინ ვან პერსის ისევ შეუძლია თავისი სიტყვის თქმა

რობინს ნამდვილად რთული სეზონი აქვს. გრძელი და დამღლელი მსოფლიო ჩემპიონატის მერე, ჰოლანდიელი არ ჰგავს იმ გოლეადორს, რომელიც 2012 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა. მისმა საშინელმა თამაშმა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ააჭრელა ბრიტანული გაზეთები, თუმცა გუშინ საღამოს რობინის გასროლამ ხაზი გაუსვა იმას რომ, კლასი არსად იკარგება.

ანდერ ერერამ, ვან გაალს საფიქრალი გაუჩინა

ერერა მოედანზე თვეზე მეტია არ გამოჩენილა და ბოლოს იგი "ვესტ ბრომთან" მატჩში ვიხილეთ, სადაც ლუიმ იგი შესვენების დროს შეცვალა. მას შემდეგ ანდერი წელის ტრავმას იშუშებდა და ვერადავერ იბრუნებდა სასურველ ფორმას. გასულ ხუთშაბათს, მან სარეზერვო გუნდში ითამაშა და გვაჩვენა რომ, სრულ მზადყოფნაშია. "ჰალთან" შეხვედრის პირველ ნახევარში არგენტინელმა ვინგერმა ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და შესაცვლელი გახდა, ვან გაალმა სწორედ ესპანელი შეუშვა მოედანზე ანხელის ნაცვლად და შედეგიც მიიღო. ის არიგებდა გადაცემებს და უძღვებოდა შეტევებს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელივით, რომელშიც ნამდვილად გადაიხდი 28 მლნ. ვან გაალმა უკვე დაადასტურა რომ, დი მარია "სტოკთან" მატჩს გამოტოვებს და დიდი ალბათობით ისევ ანდერი იქნება მის მაგივდარ. კიდევ ერთი კარგი პერფორმანსი და ესპანელს ყოველ კვირას ვიხილავთ "იუნაიტედის" მაისურით.

ფალკაოს საუკეთესო თამაშის საჩვენებლად დრო სჭირდება

რადამელს ძალიან ბევრი გაუცდა და ჯერ კიდევ არ არის მზად 90 წუთის სათამაშოდ. "ჰალთან" იგი პირველად გამოჩნდა 1-თვიანი პაუზის შემდეგ, თუმცა მაინც შეეძლო და უნდა გაეტანა მას შემდეგ რაც მატამ შესანიშნავად ითამაშა. ეს გოლი მას თავდაჯერებულობას შეჰმატებდა, რაც მას ძალიან აკლია.


წყარო: M.E.N
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2014 14:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერერა ♥♥
0
№2
ავტორი: Mufc7
30 ნოემბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფალკაოს უნდა გაეტანა რა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Best 7
30 ნოემბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Andera midi brat egre gaagrdzele!
0
№4
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 16:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მწვრთნელების უმეტესობა ალბათ შემადგენლობაში მინიმალური რაოდენობის ცვლილებას შეიტანდა "არსენალთან" გამართული მატჩის შემდეგ, თუმცა მათ რიცხვს არ მიეკუთვნება ვან გაალი.


ყოველ თამაშის წინ ისეთ რამეს აკეთებს, რომ გული მისკდება ხოლმე მაგრამ, როცა მატჩი სრულდება ხშირად გამართლებულ ქმედებათ ვთვლი მერე. ნუ ხანდახან იყო, რომ ვერ ვიგებდით, მაგრამ ის უფრო საწყის ეტაპზე.

ერერას უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეს და ეს ბიჭი უფრო მეტს გვანახებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
30 ნოემბერი 2014 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ერერას სახით ვან გაალს მართლაც ექნება საფიქრალი. ფელაინიც კარგ ფორმაშია და მის ნაცვლად მეეჭვება დააყენოს. თანაც ერერას გამოყენება უფრო ფართოდ შეიზლება
0
№6
ავტორი: Count Alucard
30 ნოემბერი 2014 17:17
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ერერა ფლნაგისკენ იწევდა უფრო ჰალთან თამაშში და თუ დააყენებს სტოკთან იგივე პოზიციაზე.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2014 17:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერერას აქამდეც დამტკიცებული ჰქონდა რო იმსახურებს ძირითადს
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ნოემბერი 2014 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფალკაოზე მაგრად დამწყდა გული რო ვერ გაიტანა, მაგრამ მჯერა რომ ათამაშდება და ტრამვები აღარ შეუშლის ხელს.
0
№9
ავტორი: RedGirl
30 ნოემბერი 2014 22:39
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
პერსის კლასზე არავინ არაფერს ამბობდა. უბრალოდ აშკარა იყო რომ არ იყო ფორმაში და იმედია ამ გოლის მერე მაინც გაეხსნება.

ფალკაოს გოლი გაასწორებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: ikex
1 დეკემბერი 2014 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
erera martla magari iyo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top