თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1964,
კომენტარები: 9
სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
სქოულზის გრაფა
სიმულაციები

სიმულაციები თავსატეხია. მე ტკივილის დამალვა მასწავლეს.

ამ უბედურებამ კვლავ შეიპყრო პრემიერ ლიგა. არასდროს მესმოდა, რატომ ცდილობენ ფეხბურთელები ასეთი საშუალებით მეტოქის გაძევების პროვოცირებას იქნება ეს ჯეიმს ტომკინსი თუ იან ვერტონგენი.

ერიკ ჰარისონმა და მოგვიანებით სერ ალექს ფერგიუსონმა მნიშვნელოვანი საფეხბურთო გაკვეთილი მომცეს: არ აჩვენო ტკივილი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გტკივა. ადექი და თავი ხელში აიყვანე, თითქოს არაფერი მომხდარა. ყოველთვის ადვილი არ იყო. ევრო 2000-ს შესარჩევ მატჩში შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელი, დონ ჰარისონი მთელი თავისი წონით ჩემ ფეხს დაეცა. დამიჯერეთ, საშინლად მეტკინა, მაგრამ წამოვდექი და გზა გავაგრძელე.

"იუნაიტედის" წესები მდგომარეობდა იმაში, რომ გასახდელამდე მისულიყავი და შენი უკმაყოფილება თუ ტკივილი იქ გამოგეხატა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოწინააღმდეგის წინაშე. ჩვენ ორთაბრძოლაში შესვლა მოგვწონდა, არასდროს ვინდობდით და არც დანდობას ვთხოვდით ვინმეს.

რატომ მიყვარს "სელფორდ სიტისა" და დაბალი დივიზიონის გუნდების მატჩების ყურება? ფეხბურთელების თავდადების გამო. შეტაკებები ხშირად ძალიან მტკივნეული გამოდის, მაგრამ არავინ ანიჭებს რაიმე მნიშვნელობას. ორივე გუნდი უხეშად თამაშობს და ამისთვის ყველა მზადაა.

სიმულაციები პრემიერ ლიგაში უცხოელი ფეხბურთელების მოსვლით შემოვიდა, მაგრამ არც ადგილობრივი ფეხბურთელი თაკილობს ამის გაკეთებას. "იუნაიტედშიც" იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ტყუილად ეცემოდნენ. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ. "ოლდ ტრაფორდზე" თავისი კარიერის დასაწყისში ის ხშირად სიმულირებდა. თუმცა რონალდუ კარგის მხრივ შეიცვალა და ქვეყნად არ მოიძებნება სხვა არც ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ასე ხშირად ურტყამენ ფეხში.

ეს ეშლი იანგისთვისაც პრობლემაა. ხანდახან ძალიან ადვილად ეცემა. ხალხს ესმის, რომ ზოგიერთი მოთამაშის სიმულაცია მათი ქმედების ნაწილია. რთულია მათი შეცვლა.

ხშირად გვინახავს "იუნაიტედის" ფეხბურთელი როგორ გამოიმუშავებდა პენალტს და მოწინააღმდეგეს აძევებინებდა, მაგრამ ამას საკუთარ ღირსებაზე დაბლა დგომად ვთვლიდით. ვიცოდით, რომ ამის გარეშე მოგებისთვისაც საკმაოდ კარგები ვიყავით. პროფესიონალმა ფეხბურთელმა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას მოსწონს თუ არა თავისი სიმულაციების ყურება. თუ პასუხია "არა", მაშინ იციან რაც უნდა გააკეთონ.

ფელანი "ნორვიჩში"

მიხარია, რომ მაიკ ფელანი მწვრთნელის საქმიანობას დაუბრუნდა.

გაოცებული ვარ იმით, რომ მაიკმა ამდენ ხანს ვერ იპოვა სამსახური და არც ერთი კლუბი არ დაინტერესდა მისით.

სასიხარულოა მისი დაბრუნება თავის ერთ-ერთ ყოფილ გუნდში. ხალხს არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მაიკ ფელანი "იუნაიტედისთვის". ფელანი სერ ალექსს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებოდა და სპონსორებთან საქმეს ისე აგვარებდა, რომ ეს მატჩისთვის მზადებაზე არავითარ გავლენას არ ახდენდა.

თუ პრობლემა გქონდა მაიკი პირველი ადამიანი იყო, ვისთვის მიმართვაც შეგეძლო. სწორედ მას მივმართე, როცა 2012 წელს კარიერის განახლება გადავწყვიტე. მან ძალიან კარგად იცის თითოეული ფეხბურთელის ხასიათი. იცის, ვინ უნდა შეიცოდოს და ვის მისცეს ბიძგი.

მაიკი ჩვენ ვარჯიშებს ყოველ დღე აკვირდებოდა და ინფორმაციას აგროვებდა. მას ნებისმიერი დეტალის შემჩნევა შეეძლო, ამიტომ მას პატივს სცემდნენ როგორც მოთამაშეები, ისე მწვრთნელები. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს თავად მაიკი გახდება დიდი მწვრთნელი.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაიკ ფელანი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო "იუნაიტედისთვის" ფერგიუსონს თავის წიგნში იდეალურად აქვს აღწერილი. მე პირადად ძალიან მინდოდა მისი დარჩენა, მაგრამ დღეს სხვა შტაბია. არაუშავს. წარმატებებს ვუსურვებ დამოუკიდებელ კარიერაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
30 ნოემბერი 2014 10:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ერიკ ჰარისონმა და მოგვიანებით სერ ალექს ფერგიუსონმა მნიშვნელოვანი საფეხბურთო გაკვეთილი მომცეს: არ აჩვენო ტკივილი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გტკივა. ადექი და თავი ხელში აიყვანე, თითქოს არაფერი მომხდარა." request ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტატია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Count Alucard
30 ნოემბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეორე სკოულზი არ შეიძლება გვყავდეს? გუნდში გვჭირდება ვინმე პოლის ნაირი. როგორ მენატრება ამის თამაში recourse
0
№4
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2014 12:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუ ვიღაცამ კითხვა დაუსვას ვის მოიაზრებს თავის შემცვლელად გუნდში
0
№5
ავტორი: Mufc7
30 ნოემბერი 2014 12:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
ვკითხავ აუცილებლად lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: dachi_mu
30 ნოემბერი 2014 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
sixistit buchqi gavs magram,sqoulzi profesori iyoo ra. Udzalianmagresi
0
№7
ავტორი: DiMaria
30 ნოემბერი 2014 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან მიყვარს ამის კითხვა. პოლის საუბრის მოსმენა სასიამოვნო იქნებოდა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2014 17:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხალხს არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მაიკ ფელანი "იუნაიტედისთვის"


მართალია. გამიხარდებოდა ისევ იუნაიტედში რომ დარჩენილიყვნენ ეგ და რენე მალესტინი
0
№9
ავტორი: Gvantsaa
30 ნოემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
RojoDiablo,

მადლობა ასეთი სტატიებისთვის winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top