"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰალ სიტის" შეხვედრის შემდეგ, რომელიც 3:0 დასრულდა, მასპინძელთა ნახევარმცველი, ანდერ ერერა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ესპანელი თამაშში პირველ ტაიმში 0:0 ანგარიშზე შევიდა და ორ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა - მეორე გოლის დროს, როცა თავით მოიგერია ბურთი, რომელიც ვან პერსის მიუვიდა და მან რუნის გადააწოდა და მესამე გოლის დროს, როცა ვან პერსის საგოლე პასი გაუკეთა.
ანდერ ერერას 27 მლნ. ქომაგის 47%-მა მისცა ხმა.
ამჟამად ერერას ანგარიშზე ორი გატანილი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ირიცხება.