მანჩესტერ იუანიტედის ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ ამ გამარჯვებამ პრინციპულ მეტოქეზე მასში განსაკუთრებული გრძნობა გაუღვიძა. სწორედ პერსის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით შეძლო იუნაიტედმა გამარჯვების მოპოვება. მანჩესტერმა მოიგო პირველი დერბი და 6 ქულით გაუსწრო ხმაურიან მეზობლებს:" გამარჯვებაში წვლილი ყველამ შევიტანეთ. შესანიშნავი სტარტი გვქონდა უეინ რუნის დუბლის წყალობით. სიტი ყოველთვის მოძებნის ძალებს თამაშის შემოსატრიალებლად. ჩვენ კარგად ვიცოდით ამის შესახებ. კარგია, რომ შესანიშნავად დავასრულეთ მატჩი. ეს გამარჯვება ძალიან დრამატულად მოვიპოვეთ. სანამ ბოლო ჯარიმას გავათამაშებდით ვაზზამ მკითხა: კარში აპირებ დარტმას თუ ჩააწოდებ? მე ვუპასუზე: ალბათ დავარტყამ."
უეინ რუნიმ კი აღნიშნა, რომ ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი იმაში, რომ ჰოლანდიელი უმაღლეს დონეზე შეასრულებდა ამ ჯარიმას:" ეს პოზიცია საკმაოდ რთული იყო დასარტყმელად, მაგრამ რობინმა ყველაფერი შესანიშნავად იცის. ვარჯიშზე სულ ერთად ვმუშაობთ და არ შემპარვია ეჭვი. მან შეძლო გატანა და ჩვენდა საბედნიეროდ შევძელით ამ მატჩის მოგება"