თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2014, 17:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1573,
კომენტარები: 9
დი მარია ჩემპიონთა ლიგას არ უყურებს
ანხელ დი მარია ჩემპიონთა ლიგის ყურების ნაცვლად ქალიშვილს ეთამაშება.
დი მარია ჩემპიონთა ლიგას არ უყურებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ნახევარცმელი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს არ უყურებს.

ანხელ დი მარიამ გასულ სეზონში მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კლუბს ისტორიაში მეათე ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი დი მარია "იუნაიტედს" შეუერთდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს.

"არა, ევროპულ მატჩებს არ ვუყურებ. ამის ნაცვლად ჩემ ქალიშვილთან ერთად ვთამაშობ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია."

"როცა "იუნაიტედში" გადავდიოდი მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებდი და რასაც მაშინ ვფიქრობდი - რასაც ახლა ვფიქრობ - ეს თანაგუნდელების დახმარებაა მომდევნო წელს იქ მოსახვედრად. ასე რომ მომავალში უფრო მნიშვნელოვან მატჩებს ჩავატარებთ. ვფიქრობ ასე მოხდება."


დი მარიას ქალიშვილი ნაადრევად დაიბადა, რის გამოც საავადმყოფოში დარჩენა მოუხდა, თუმცა დი მარია აცხადებს, რომ მისი ცოლი და ქალიშვილი, რომელსაც აპრილში 2 წელი შეუსრულდება ახლა თავს კარგად გრძნობენ.

დი მარია ჩემპიონთა ლიგას არ უყურებს

დი მარიას ცოლი და ქალიშვილი


"ისინი ახლა კარგად და ბედნიერად არიან. გოგონამ ჰოსპიტალში ორი თვე გაატარა, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემა არ გაუარესებულა. მანჩესტერში ყველა თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობთ."

"რაც ჩემს ქალიშვილს შეემთხვა მას შემდეგ გავაცნობიერე, რომ მასზე ძვირფასი არაფერია ამ ქვეყნად. ისეთ რთულ დროში, როგორშიც ჩემი შვილი იმყოფებოდა უბრალოდ პატარასთან ყოფნის სურვილი გაქვს."
- განაცხადა დი მარიამ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2014 17:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რამდენია მერე მასე wink პროტესტის ეს ნიშანი უკვე გაბანალურდა. "იუნაიტედის" რამდენ ქომაგსაც ვეკითხები არც ისინი უყურებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DimaSanaia
29 ნოემბერი 2014 17:37
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
RojoDiablo,
კარგია რომ არ უყურებს, არც ნოსტალგია ექნება derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№3
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2014 18:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არც მე ვუყურებ არაუშავრს. მომავალ წელს შენ გიყურებთ მანდ და ეგაა
0
№4
ავტორი: გაბადაძე
29 ნოემბერი 2014 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ბილეთი თუ მიწერია ლიგის მხოლოდ მაშინ ვადევნებ მეც თვალს ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: Best 7
29 ნოემბერი 2014 20:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დიმკა ნამდვილი წითელი ეშმაკი!
0
№6
ავტორი: Macklemore
29 ნოემბერი 2014 21:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ატრაკებს ეხლა :D :D
0
№7
ავტორი: red devil
29 ნოემბერი 2014 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არც მე არ ვუყურებ დიმკა შენ მაგაზე არ იჯავრო :*
0
№8
ავტორი: chudikone
29 ნოემბერი 2014 22:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე ტკბილად მძინავს ხოლმე ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: PaLoMo
29 ნოემბერი 2014 22:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Roca mcalia sul vuyureb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top