"მანჩესტერ იუნაიტედი" რადამელ ფალკაოს სეზონის ბოლოს არ გაიფორმებს და მის ნაცვლად ედინსონ კავანის შეიძენს.
"წითელი ეშმაკები" ფალკაოს ტრავმიანობამ დააფრთხო, რაც მისი მუხლის ტრავმას და მიმდინარე სეზონში ბევრი მატჩის გამოტოვებას უკავშირდება.
"იუნაიტედს" შეეძლო მიმდინარე სეზონის ბოლოს 43.5 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეესყიდა რადამელ ფალკაო, თუმცა იმავე თანხაში "წითელი ეშმაკებისთვის" ედინსონ კავანიც ხელმისაწვდომი იქნება.
ურუგვაელ ფეხბურთელს "იუნაიტედს" ზაფხულშიც უკავშირებდნენ და ფრანგული მედია იტყობინება, რომ ედინსონი ლიგა 1-ს დატოვებას მართლაც აპირებს.