თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2014, 12:56
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 1700,
კომენტარები: 9
ვან გაალი ვან პერსის თამაშით უკმაყოფილოა
ვან გაალმა პერსი გააფრთხილა.
ვან გაალი ვან პერსის თამაშით უკმაყოფილოა
„იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, გუნდის ფორვარდი გააფრთხილა რომ, თუ მან არ გამოასწორა თამაში შესაძლებელია ვეღარ მოხვდეს სასტარტო შემადგენლობაში.

გასულ ტურში „არსენალის“ წინააღმდეგ, 31 წლის რობინი მხოლოდ 13-ჯერ შეეხო ბურთს და ვერაფრის შექმნა ვერ შეძლო თავის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. იგი 75-ე წუთზე იქნა შეცვლილი.
ვან გაალი არ აქცევს ამ სტატისტიკურ მონაცემებს მნიშვნელობას, მაგრამ თავის თანამემამულისგან თამაშის გამოსწორებას ითხოვს.

"მე აქამდეც მყოლია ფეხბურთელი რომელსაც ჩემს გუნდშიც უთამაშია და ნაკრებშიც. მარიო გომესი, რომელიც ჩემთან მუშაობისას მიუნხენის "ბაიერნში“ 9-ჯერ ეხებოდა ყოველ მატჩში ბურთს.

მე მინდა გავაუმჯობესო მისი (ვან პერსის) თამაში. 13-ჯერ შეეხო ბურთს, როცა ფორვარდი ხარ ეს ძალიან ცოტაა და ამიტომ შევცვალე. 13-ჯერ შეხება შესაძლოა გამართლებული იქნას იმის მიხედვით, თუ როგორ ითამაშებს ფეხბურთელი, მაგრამ ვან პერსიმ საშინელი მატჩი ჩაატარა გასულ ტურში.

როცა მე ვცვლი მოთამაშეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი საუკეთესოა მინდორზე, ეს იქნებოდა არასწორი სვლა ჩემი მხრიდან. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, ამიტომ როცა მე მათ ვცვლი, ესეიგი ისინი კარგად არ თამაშობენ.

ასევე პრობლემა მათ თავდაჯერულობაშია, უბრალოდ მას სჭირდება გოლის გატანა გადამწყვეტ მომენტში, შეიძლება ეს მოხერხდეს შაბათს. თქვენ იცით როგორია ფორვარდის როლი თამაშის დროს, მათ ევალებათ გოლის გატანა, მაგრამ მე არ ვითხოვ ამას მისგან, მე ვეუბნები, რომ ითამაშოს ძალიან სწრაფად და ლაღად, შექმნას თავისუფალი ზონები და დაეხმაროს გოლის გატანაში სხვას ან თვითონ გაიტანოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანს გოლს მთავარია გუნდმა გაიტანოს.

ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა იბრძოლოს, რომ მოხვდეს სასტარტო შემადგენლობაში სხვა გვარად ეს არ მოხდება, მე ვაყენებ მხოლოდ საუკეთესოებს."
- ციტირებს ლუი ვან გაალის სიტყვებს The Telegraph-ი


წყარო:the telegraph
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
29 ნოემბერი 2014 13:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იქნება და მოსვას მთლიანად 2-3 თამაში
0
№2
ავტორი: bziki
29 ნოემბერი 2014 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დროა უკვე ვილსონი დააყენოს. ამაზე უკეთესი დრო არ იქნება სუსტი გუნდია ვანპერსიც შორსაა სათამაშო ფორმისგან ვნახავთ მაინც რა შეუძლია ამ ვილსონსაც, და თუ წაუვიდა თამაში მეორე თამაშშიც უდა დააყენოს. ფალკაო იმედია სოტონამდე კიდე არ დაიმტვრევა მანდ უკვე ფალკაო უდა იდგეს
0
№3
ავტორი: Mufc7
29 ნოემბერი 2014 13:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ნამდვილად ვან გაალია? derpstare ნუთუ თვალი აეხილა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Macklemore
29 ნოემბერი 2014 13:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Dzlivs ar gavige amisgan persies kritika.
0
№5
ავტორი: Gvantsaa
29 ნოემბერი 2014 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ ის დაჩაგრული ფეხბურთელები მაღირსე თვალით.!!
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2014 16:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
აკო, წყარო გაიღადავე თუ მართლა აქედან თარგმნე? wink

ბიჭო, ბიჭო, ბიჭო :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
29 ნოემბერი 2014 17:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
რას მკადრულობ ბიჟოოოოოოოოო? wink
0
№8
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2014 17:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მაგარი კაცი ხარ რა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2014 18:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია აზზე მოვა და დაიწყებს ძველებურად გოლების გატანას. ბოლო დროს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს მარა ვან გაალიმა მგონი ეხლა შეამჩნია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top