თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2014, 19:55
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2053,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" - "ჰალი": ბოლო 5 შეხვედრა
თვალი გადავავლოთ "ვეფხვების" ბოლო 5 ვიზიტს "ოლდ ტრაფორდზე".
6 მაისი, 2014 წელი| 3-1

გასული სეზონის მიწურულს "ვეფხვების" ვიზიტი "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ-ჯერობით ბოლო შემთხვევაა, თუმცა როგორც ხშირ შემთხვევებში მაშინაც "ეშმაკებმა" შეძლეს და მოათვინიერეს ისინი. გამარჯვების გარდა მატჩი სავსე იყო გამორჩეული, სასიხარულო და სამწუხარო ამბებით. დავიწყოთ იმით რომ, ამ მატჩში ორი ახალგაზრდის დებიუტი შედგა, რომელთაგან ერთ-ერთს, ჯეიმს უილსონს, გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვის, რადგან მან ორი ბურთის გატანა მოახერხა. "იუნაიტედის" გულშემატკივრების თვალებზე მატჩის შემდეგ მაინც ცრემლს შენიშნავდით, ამას კი ორი მიზეზი ჰქონდა: ნემანია ვიდიჩი და რაიან გიგზი. კაპიტანმა გუნდის დატოვება და "სერია ა"-ში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა, ხოლო ლეგენდამ კი საბოლოოდ გადაწყვიტა ბუცების ლურსმნებზე დაკიდება.

23 იანვარი, 2010 წელი| 4-0

ეს იყო ნამდვილად ერთი მსახიობის სპექტაკლი, "ოცნების თატრში". უეინ რუნის მიერ შესრულებული პოკერი, მის პროფესიულ კარიერაში პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელია. ინგლისელმა ფორვარდმა "ჰალ სიტის" განადგურება მე-8 წუთზე დაიწყო, თუმცა სამი გოლი უეინმა მატჩის ბოლო 10 წუთში გაიტანა. ჯამში რუნიმ "ვეფხვების" კარი 6-ჯერ აიღო და ამისთვის მას მხოლოდ 4 თამაში დასჭირდა.

1 ნოემბერი, 2010 წელი| 4-3

კიდევ ერთი უხვგოლიანი შეხვედრა "ტრაფორდზე". შეხვედრაში ანგარიში კრისტიანო რონალდომ გახსნა მე-3 წუთზე და მანვე ძალიან ლამაზი ჯარიმით შეძლო მე-3 გოლის გატანა, თუმცა მის გასროლამდე თავი მაიკლ კერიკმა და დანიელ კუზინმა გამოიჩინეს. ორბურთნიანი უპირატესობა ნემანია ვიდიჩმა სამამდე გაზარდა და თითქოს 4-1 "ჰალის" განადგურებას ნიშნავდა, თუმცა "ვეფხვებმა" ფარხმალი არ დაყარეს და 2 გოლი გაუტანეს "მფრინავ ჰოლანდიელს".

23 სექტემბერი, 1987 წელი| 5-0

ლიგის თასზე "ჰალის განადგურებას" დაახლოებით 25,000 გულშემატკივარი დაესწრო და ეს ყველაფერი 27 წლის წინ მოხდა. პაულ მაგრათი, გორდონ სტრაჩანი, ბრაიან მაკლეირი, ნორმან ვაიტსაიდი და პიტერ დავენპორტი - ყველას გვარი ენთო "შუქ-ფარზე" გოლების გასწვრივ. "იუნაიტედმა" საპასუხო შეხვედრაც მოიგო, მინიმალური ანგარიშით, და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

15 თებერვალი, 1975 წელი| 2-0

ვალენტინობის დღესასწაულმა ვერ ჩაუსახა ამ ორ გუნდს სიყვარული და მათ შორის ძველებური ბრძოლა გაიმართა. სტიუარტ პირსონმა და სტიუარტ ჰიუსტონმა გამარჯვება მოუტანეს საკუთარ გუნდს. "იუნაიტედმა" რევანში აიღო პირველ წრეში, იგივე ანგარიშით წაგებული მატჩისთვის.


წყარო:M.E.N
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2014 20:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვალენტინობის დღესასწაულმა ვერ ჩაუსახა ამ ორ გუნდს სიყვარული და მათ შორის ძველებური ბრძოლა გაიმართა.


რას არ იტყვიან მოკლედ love

ლაშა თუ ამ სიახლეს სისტემატიურ სახეს მისცემ კარგი იქნება. როგორც მახსოვს წინა თამაშზეც გქონდა გამოქვეყნებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
28 ნოემბერი 2014 21:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
RojoDiablo,
მეც მომხრე ვარ, ოღონდ პირიქით დააწყოს ხოლმე მატჩები, ძველიდან ახლისაკენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: AkkRed
28 ნოემბერი 2014 21:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი ჰო ნუ ცხუბობთ მე ვიზამ :დ
0
№4
ავტორი: Count Alucard
28 ნოემბერი 2014 23:13
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
1 ნოემბრის თამაში 2008-ში იყო და ხვალ მიემატება ერთი 3-0 ან 4-0 ამ სიას.
0
№5
ავტორი: Wardell
28 ნოემბერი 2014 23:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
chudikone,
Vapsheta eg sityvebi me movifiqre iq sxvanariad ewera da es jobia :D :D

Ki mivcem sistenatiur saxes )))
0
№6
ავტორი: Mufc7
29 ნოემბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესოა და მეც ვუერთდები,სისტემატურ სახეს თუ მისცემ კარგი იქნება ნამდვილად. ამ მოგებების სიას კი დღევანდელი მატჩიც უნდა შეემატოს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Best 7
29 ნოემბერი 2014 11:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dghesaac movigebt da egaa
0
№8
ავტორი: Macklemore
29 ნოემბერი 2014 13:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Yochag avtor! Bolo matchi dzalian magari gamodga. Giggsi davinaxet mwvrtnelad da wilsonis debiuti, romelic 2 golit agnishna.
0
№9
ავტორი: Manchester United 14
29 ნოემბერი 2014 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
4-3 მაგარი თამაში იყო რუნი გაგიჟდა ბოლოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2014 18:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უილსონს ძაან მაგარი დებიუტი ჰქონდა

იმედია დღესაც შემოვა და შეაგდებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top