"ასტონ ვილას" ოფოციალური საიტის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული კაპიტანი როი კინი "ვილაში" აღარ იმუშავებს. როგორც მოგეხსენებათ "ვილაში" კინი პოლ ლამბერტის დამხმარე იყო.
კინმა ეს თანამდებობა ამავე წლის ივლისში დაიკავა, თუმცა ახლა მან "ასტონ ვილადან" წასვლა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ როი ნაკრებშიც მუშაობდა და კლუბშიც.
ირლანდიის ნაკრებში ის მარტინ ონილს ეხმარება. "ერთდროულად კლუბშიც და ნაკრებში მუშაობა ძალიან რთულია. სწორედ ეს გახდა ჩემი "ასტონ ვილადან" წასვლის მიზეზი.
მინდა პოლ ლამბერტს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო. "ასტონ ვილაში" ყოფნით საჭირო გამოცდილება მივიღე." - დაასრულა კინმა.