თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2014, 17:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2829,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-13 ტური
თარიღი: შაბათი, 29 ნოემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ბლინდი, შოუ, როხო, რაფაელი, ლინგარდი, ჯონსი
[center]დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი, ფალკაო, როხო
განაცხადი: Amos, De Gea, Lindegaard, Blackett, Evans, McNair, Rafael, Smalling, Vermijl, Anderson, Carrick, Di Maria, Fellaini, Fletcher, Herrera, James, Januzaj, Mata, Valencia, Young, Falcao, W Keane, Rooney, Van Persie, Wilson.
მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლუკ შოუ, რომელიც "არსენალთან" მატჩში დაშავდა და სავარაუდოდ ახალ წლამდე იუქმებს. თუმცა ტრავმა მოიშუშეს და შესაძლოა თამაშში მონაწილეობა მიიღონ რადამელ ფალკაომ, მარკოს როხომ და ჯონი ევანსმა. ამ უკანასკნელმა ლანკაშირის თასზე "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდთან ერთად ითამაშა პირველი გუნდის რამდენიმე წევრის, იანუზაის, ლინდეგაარდისა და ერერასთან ერთად.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


ტრავმირებულები: სნოდგრასი
დისკვალიფიკაცია: რამირესი (2 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: დიამე, ა. ბრიუსი,
განაცხადი: Harper, Jakupovic, McGregor, Bruce, Chester, Davies, Dawson, Maguire, McShane, Robertson, Rosenior, Brady, Ben Arfa, Diame, Elmohamady, Huddlestone, Livermore, M e y l e r, Quinn, Aluko, Jelavic, Sagbo.

"ჰალ სიტი" "ოცნების თეატრზე" თავისი ფორვარდის, აბელ ერნანდესის გარეშე გაემგზავრება, რომელიც ოჯახური მიზეზის გამო ურუგვაიში გაემგზავრა. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს გასტონ რამირესიც.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 19 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-ფ-ფ-წ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგო - 4 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

"წითელი ეშმაკები" სახლში "სუონსისთან" პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ არ დამარცხებულან.

მოგების შემთხვევაში "იუნაიტედი" ზედიზედ მესამე გამარჯვებას იზეიმებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


მე-17 ადგილი, 11 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-ფ-ფ-წ-წ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან "ჰალ სიტიმ" მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 4 ფრე, 6 მარცხი.

მიმდინარე სეზონში პირველი ტურის შემდეგ სტივ ბრიუსის გუნდმა ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა უკანასკნელ 11 შეხვედრაში - 1 გამარჯვება, 5 ფრე, 5 მარცხი.

"ვეფხვებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ (525) გამოიტანეს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან და მოწინააღმდეგის დარტყმები ყველაზე მეტჯერ (73) დაბლოკეს.

სტივ ბრიუსის გუნდი პრემიერ ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა 4 თამაშში.

"სუონსისთან" ერთად "ვეფხვებმა" მატჩში დაწინაურების შემდეგ ყველაზე მეტი ქულა დაკარგეს - 11.

მწვრთნელის რანგში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 შეხვედრაში სტივ ბრიუსმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა "იუნაიტედის" დამარცხება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)



მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 4 გოლი.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 100 შეხვედრაში რუნის ანგარიშზე 66 გოლია.

"ჰალ სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში რუნიმ 6 გოლი გაიტანა.

კლუბისა და ნაკრების რიგებში ჩატარებულ 8 მატჩში რუნიმ 7 გოლის გატანა მოახერხა.

2014 წელს ანხელ დი მარიამ 20 საგოლე გადაცემა გააკეთა - მეტი, ვიდრე ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის ნებისმიერმა ფეხბურთელმა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში სხვადასხვა 31 ფეხბურთელი ათამაშა, რაც პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა კლუბს მინიმუმ 6-ით აღემატება.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: დიამე, იელავიჩი - 4-4 გოლი.

"ტოტენჰემის" წინააღმდეგ წინა ტურში ჩატარებულ შეხვედრაში ჯეიკ ლივერმორმა თავისი 29 მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

თუ მოედანზე ჯეიმს ჩესტერი, პოლ მაკშეირი და ბობი ბრეიდი გავლენ, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 26-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 18-ჯერ იზეიმა, "ჰალმა" 5-ჯერ, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" თავის მოედანზე "ჰალის" წინააღმდეგ ჩემპიონატში არასდროს დამარცხებულა - 10 მოგება, 1 ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჰალ სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში გამართული 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგო, ხოლო 5 მათგანში 3 ან მეტი გოლი გაიტანა.

"ოლდ ტრაფორდზე" "ჰალ სიტის" ერთადერთი გამარჯვება ინგლისის თასის მესამე რაუნდშია მოპოვებული, რომელიც 1952 წლის 12 იანვრით თარიღდება. "ჰალმა" მატჩი 0-2 მოიგო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვეფხვებს" ყველა ტურნირის ეგიდით გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან ყველა მოუგო.

პრემიერ ლიგის ბოლო 6 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჰალს" შორის მატჩში 25 გოლი გავიდა, რომელთაგან 18 "წითლების" ანგარიშზეა.


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 18 მოგება, "ჰალი" - 5 მოგება, ფრე - 3.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 6 მოგება, "ჰალი" - 0 მოგება, ფრე - 0.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 10 მოგება, "ჰალი" - 0 მოგება, ფრე - 1.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 3 მოგება, "ჰალი" - 0 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "ჰალ სიტი"

6 მაისი, 2014 წელი
სწრებადობა: 75 341
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 86', უილსონი 31' 61'
გოლი "ჰალის" რიგებში: მეტი ფრაიატი 63'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2014 17:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვეულებრივი ამბავია, რომ სტატისტიკა ჩვენ მხარეზეა და უფრო ჩვეულებრივია, რომ ეგ არაფერს ნიშნავს.

სავარაუდოდ უხვგოლიანი მატჩი გველოდება და იმედი მაქვს ეს მხოლოდ ერთ (ჰალის) კარში გასროლი გოლები თუ არა იმდენად კარგი ანგარიში იქნება, რომ ნერვიულობა არ მოგვიწევს.

რუნის სტატისტიკამ ისე კი დაგლიჯა რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
28 ნოემბერი 2014 17:30
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მინიმუმ 3 გატანილ ბურთს ველოდები !! ერთი რა თქმა უნდა ეშლიმ უნდა ტენოს crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: Count Alucard
28 ნოემბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ ისევ 3-1 უნდა მოვიგოთ მაგრამ არ მინდა ბურთის გაშვება, 3-0 კარგი იქნებოდა.
0
№4
ავტორი: DiMaria
28 ნოემბერი 2014 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 100 შეხვედრაში რუნის ანგარიშზე 66 გოლია.

"ჰალ სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში რუნიმ 6 გოლი გაიტანა.

კლუბისა და ნაკრების რიგებში ჩატარებულ 8 მატჩში რუნიმ 7 გოლის გატანა მოახერხა.


შემდეგს ველოდებით. ამ თამაშში მოგება მაგარ მუხტს მისცემთ ბიჭებს, მაგრამ კარგი მოგება აუცილებელია რა
0
№5
ავტორი: AkkRed
28 ნოემბერი 2014 17:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხვალე 6-1 ვიგებთ wink პირველ ტაიმს 1-0 ვაგებთ და მეორეში 6 ბურთს ვყრით
0
№6
ავტორი: Count Alucard
28 ნოემბერი 2014 18:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
DiMaria,
არსენალს რო მოვუგეთ უკვე აქვთ მაგარი მუხტი მთავარია ახლა ფორმის შენარჩუნება და თამაშის განვითარება, ფალკაომ თუ გატანა დაიწყო ვერავინ გაგვაჩერებს.
0
№7
ავტორი: VaRdo
28 ნოემბერი 2014 19:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაროჩე ისეთ ისტატისტიკაა წესით უკვე 3 ქულა უნდა დავიწეროთ, მაგრამ პრემიერ ლიგაა ყველას შეუძლია ყველა გუნდის დამარცხება. პროსტა ეხლა ჰალთან ვერ მოგება რავი კატასტროფის ტოლფასი იქნება. 10000% 6 ქულა უნდა დაიდოს ამ 2 მატჩში და მერე საუთჰემპტონთან სასიკვდილო ომი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Mufc7
28 ნოემბერი 2014 20:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სტატისტიკა არაფრის გარანტია არაა და როგორ დამთავრდება თამაში კაცმა არ იცის. ხვალინდელ თამაშში 3 ქულას ველი,ვერმოგება ხვალინდელი მატჩის ვერც წარმომიდგენია და დიდი იმედი მაქვს,უფრო არ გამაჭაღარავებენ ნერვიულობით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: chudikone
28 ნოემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სწრაფ, გახსნის და ლაღ თამაშს ველი ხვალ. დი მარიამ დროა კიდევ გაბრწყინოს და რუნიმ გოლების სერია არ უნდა შეწყვიტოს! კარგ შემადგენლოვას ველი და იმედია ფალკაო-ერერა იქნებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Malboro463
28 ნოემბერი 2014 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ერერა და ფალკაო ძირითადში!!

ჰანდიკაპს ველოდები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top