როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მანჩესტერული დერბი "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის. მატჩის დაწყებამდე როგორც ჩვეულებრივ ჟურნალისტები ძალიან ბევრ რამეს წერდნენ. ბუკმეკერებს ძალიან უჭირდათ არჩევანის გაკეთება.
მოდით სანამ უშუალოდ მატჩის განხილვაზე გადავიდოდეთ გაგაცნობთ სერ ალექსის წინასამატჩო მოკლე კომენტარს, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარი შემდეგნაირია.
"ჩვენ იმდენ პენალს, რომ ვურტყავდეთ რამდენსაც "მანჩესტერ სიტი" ურტყავს, უშუალოდ ინგლისის საფეხბურთო ფედერაცია ამას უყურადღებოდ არ დატოვებდა".
რა თქმა უნდა რობერტო მანჩინის პასუხს არ დაუგვიანებია. "ბატონო ალექს, იმედია არ დაგვიწყებიათ ეშლი იანგის შესრულება გასულ სეზონში, რომელთა შედეგადაც ორი პენალი დაარტყა თქვენმა გუნდმა".
ამ ყველაფრის შემდეგ ერთ-ერთმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნაჩვენებია თუ რამდენჯერ დაარტყეს პენალტი მანჩესტერულმა კლუბებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში. მათ ზუსტად 21-21 ჯერ დაარტყეს 11 მეტრიანი. ამით ეს კამათი ერთგვარად დასრულდა. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მატჩზე და მასში განვითარებულ სიუჟეტზე.
მატჩის დასაწყისში ძალიან აქტიურობდა "მანჩსტერ სიტი" და ამან შედეგიც გამოიღო. სიტიმ რამოდენიმე სწრაფი და სახიფათო შეტევა გააკეთა. 15 წუთის განმავლობაში მატჩში უპირატესობა "სიტის" ჰქონდა, თუმცა 16-ე წუთზე უეინ რუნის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. 0-1 "იუნაიტედის" სასარგებლოდ.
29-ე წუთზე კი რუნიმ დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდის უპირატესობა უფრო განავრცო. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში გუნდებს არაფერი საინტერესო არ უჩვენებიათ. საინტერესო რამ მოხდა 59-ე წუთზე როდესაც ეშლი იანგს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. სწორედ ამ არჩათვლილი გოლის შემდეგ გაიტანა "სიტიმ" გოლი.
მე-60-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა 1-2. ამის შემდეგ ყველა მოელოდა, რომ "სიტი" უფრო და უფრო შეუტევდა. ასეც მოხდა "სიტი" უტევდა, უტევდა და საბოლოოდ 86-ე წუთზე პაბლო ზაბალეტამ ტაბლოზე ფრე დააფიქსირა 2-2. ამის შემდეგ "სიტიმ" უფრო მოუმატა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.
92-ე წუთი მიმდინარეობდა და კარლოს ტევეზმა თამაშის წესები დაარღვია თავისი გუნდის საჯარიმოსთან ახლოს. ბურთთან რობინ ვან პერსი და რუნი მივიდნენ, საბოლოოდ ვან პერსიმ დაარტყა და რა ხდება, 2-3 რობინ ვან პერსის ბრწინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ.
თუმცა ისიც ავღნიშნოთ, რომ "იუნაიტედს" რიკოშეტიც დიდწილად დაეხმარა. საბოლოოდ მატჩი 2-3 ანგარიშით დასრულდა. მატჩის შემდეგ ძალიან დიდი კრიტიკა დაახვიეს თავს რობერტო მანჩინის მარიო ბალოტელის თაობაზე, თუმცა ეს ცალკე თემაა.
რა თქმა უნდა ძალიან დააკლდა "სიტის" თავისი კაპიტანი ვინსენ კომპანი, რომელმაც ტრავმა მიიღო. თუმცა არ დავივიწყოთ ისიც, რომ "იუნაიტედს" ასევე კაპიტანი და ძალიან მაღალი დონის მცველი ნემანია ვიდიჩი არ ჰყავდა. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი და შედეგიანი დერბი გამოდგა და ნეიტრალური მაყურებლისათვის მართლაც, რომ ზღაპრული თამაში იყო.
სტატიის ავტორი: Red Hooligan
სიახლეები, სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.