"მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს "რეალ მადრიდიდან" ერთდროულად ორი მოთამაშის დამატებას.
გამოცემა "Metro"ს ინფრომაციის თანახმად, "წითლები" მზად არიან ორი პორტუგალიელი მცველის შესაძენად ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე. საუბარია პეპეზე და ფაბიო კოენტრაოზე.
ამ სეზონში პეპე კლუბის ძირითად მცველად სახელდება, თუმცა თებერვალში მას 32 წელი უსრულდება რის გამოც შესაძლოა მან "სანტიაგო ბერნაბეუ" დატოვოს, ხოლო კლუბს შეუძლია ამით ისარგებლოს და მიიღოს ღირსეული თანხა ამ ასაკის მქონდე ფეხბურთელში.
რაც შეეხება კოენტრაოს, მან ამ სეზონში მხოლოდ ოთხი შეხვედრის ჩატარება შეძლო. ეს ყველაფერი კი მარსელოს კონკურენციის გამო, რომელმაც შესაძლოა აიძულოს პორტუგალიელს კლუბის გამოცვლა. ცნობილია, რომ "იუნაიტედს" ამ ტრანფერების განხორციელება 30 მილიონი დაუჯდება.