"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ფორვარდი, რობინ ვან პერსი ერთ-ერთი სპორტული გადაცემის სტუმარი იყო. ვან პერსიმ ვრცლად ისაუბრა მისი კარიერის შესახებ.
მოდით დავბრუნდეთ წარსულში. სიმართლეა, რომ "არსენალში" გადასვლამდე შესაძლოა "რეინჯერსში" გადასულიყავით?
ძალიან დიდი ხნის წინ მე "ფეიენორდში" ვთამაშობდი და საბოლოოდ ჰოლანდიის დატოვება მსურდა. მე ველაპარაკე დიკ ადვოკატს, რომელიც მაშინ "რეინჯერსს" წვრთნიდა.
ის დაინტერესებული იყო, ისევე როგორც მე. თუმცა ჩემს შეძენამდე მათ ერთი ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდებოდათ.
იცით ვინ იყო ეს ფეხბურთელი?
არა, ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო. დიკს ეს არასდროს უთქვამს. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 19 წლის. ამ ყველაფრის მიუხედავად მოხდა ისე, რომ "არსენალში" აღმოვჩნდი.
ჩემპიონატის გარკვეული ნაწილი უკვე გავიდა. "იუნაიტედი" სახარბიელო პოზიციას ნამდვილად არ იჭერს. რას იტყვით ამის შესახებ?
რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ ამაზე. ეს არ არის პოზიცია, რომელსაც უნდა ვიკავებდეთ. ჩვენ პირველობა გვსურს, ესაა ჩვენი მიზანი. ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ და ბოლომდე ვიხარჯებით, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
რობინ, როგორ შეიცვალა პრემიერ-ლიგა ბოლო წლების განმავლობაში? თამაშის სტილი, ხარისხი. როგორს ხედავთ პრემიერ-ლიგას ახლა?
პრემიერ-ლიგა ყოველ წელს უფრო და უფრო კარგი ხდება. მაგალითად მოვიყვან ფიზიკურ მომზადებას.
თუ შეადარებთ დღევანდელ და 10 წლის წინანდელ ფიზიკურ მომზადებას თქვენ დიდ განსხვავებას შეამჩნევთ. თამაშის ტემპი, ხარისხი, სტილი, ტექნიკური მოთამაშეები, უფრო დაძაბული ჩემპიონატი, სადაც ყველა რაღაცისთვის იბრძვის. ეს პრემიერ-ლიგაა მეგობრებო.
გვესაუბრეთ თქვენი კონკურენტების შესახებ, მაგალითად სერხიო აგუეროზე.
სერხიო ძალიან კარგი ფეხბურთელია.
რატომ?
ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს რაც თავდამსხმელს სჭირდება. მას შეუძლია გატანა, პასის მიცემა, თავისუფალ ზონაში გახსნა. იდეალური ფეხბურთელია.
კოსტა?
მას სხვა სტილი აქვს, თუმცა ისიც იდეალური ფეხბურთელია. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამას ძალიან კარგად იყენებს.
რას იტყვით ლუკაკუზე? როგორ შეაფასებდით მის სამომავლო პოტენციალს?
შეხედეთ ლუკაკუს, როდესაც ის 3 წლის წინ "ვესტ ბრომვიჩში" თამაშობდა. მას შემდეგ ის ყველანაირად დაიხვეწა და უფრო და უფრო პროგრესირებს.
ის ძალიან ნიჭიერია და ნამდვილად შეუძლია წარმატების მიღწევა.
რას იტყვით "არსენალის" ლიდერ სანჩესზე? ვენგერი ყოველთვის ამბობდა, რომ ფეხბურთელს დრო სჭირდება ადაპტაციისთვის, თუმცა სანჩესი ამის გარეშეც ბრწყინვალედ თამაშობს.
დიახ, ასეც არის. ის ყოველთვის მომწონდა. მაშინაც კი როცა "ბარსელონაში" თამაშობდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მან კარგად ითამაშა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. დინამიური, ტექნიკური და ასევე ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი.
მოდით დავბრუნდეთ წარსულში. რომელმა ფეხბურთელმა ან უბრალოდ პიროვნებამ მოგცათ ბიძგი წარმატებისკენ?
ჰოლანდიაში თამაშის დროს ბევრი დიდი ფეხბურთელი ვნახე.
მე ყოველთვის მომწონდა ჩვენი ფეხბურთელები (ჰოლანდიის ჩემპიონატში მოთამაშე), რადგანაც აქ თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ რომარიო, რონალდო, ვან ბასტენი, ბერგკამპი, და რა თქმა უნდა კრუიფი, რომელიც ცოტა ადრე თამაშობდა. მათი თამაშის ხილვა ყოველთვის მსიამოვნებდა. ხალხი ამბობს, რომ ფეხბურთში ყველაფერი უნდა აკონტროლო. ისინი თქვენგანაც ელოდებიან თავის კონტროლს. როდესაც თქვენ 93 წუთზე გაიტანეთ გოლი ადრენალინი პიკს აღწევდა და თქვენ გაიხადეთ მაისური, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღეთ.
მიუხედავად ამისა ხალხი ამბობს, რომ თქვენ უნდა გაგეკონტროლებინათ თქვენი თავი, ეს შესაძლებელი იყო?
ეს რთულია. როცა მთელი სტადიონი ფეთქდება შენ უბრალოდ კარგავ შენს თავზე კონტროლს. უკვე თამაშის შემდეგ ხვდები, რომ ყვითელი მიიღე და ამბობ: ღმერთო ჩემო ეს უკვე მესამეა მეხუთემდე ბევრი არ არის დარჩენილი.
მომხდარს მხოლოდ თამაშის შემდეგ აანალიზებ, მაგრამ უკვე გვიანია. თუ მკითხავთ მოვიქცევი თუ არა ასე მომავალში? ჰმ, შესაძლოა კი, რადგანაც ამის შეჩერება შეუძლებელია.
მაგრამ თუ ყვითელი ბარათი მიღებული გაქვთ? ამ შემთხვევაში მაინც გაიხდით მაისურს?
ვფიქრობ, ერთი ასეთი მომენტი უკვე მქონდა, როცა "საუთჰემპტონთან" გასვლაზე გამარჯვების გოლი გავიტანე. მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული მქონდა თუ არა ყვითელი ბარათი და გადავწყვიტე მაისური არ გამეხადა. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ძნელად მისაღები.
მოდით ვისაუბროთ სტატისტიკაზე. თქვენ ფორვარდი ხართ და საინტერესოა, ამოწმებთ თუ არა თქვენს შედეგიანობას სტატისტიკის დახმარებით?
დიახ, რა თქმა უნდა ვკითხულობ. ვიცი ასეთი სტატისტიკის შესახებ. სტატისტიკა სურათის ერთ მხარეს გაჩვენებს, რადგანაც იქ მხოლოდ გოლები და საგოლე პასებია აღნიშნული. მე ყოველთვის ვამბობდი, სტატისტიკა ყველაფერს არ აჩვენებს. შესაძლოა თქვენ იდეალური მატჩი ჩაატაროთ, თუმცა ვერ გაიტანოთ.
მიუხედავად ამისა თავდამსხმელისთვის გოლი ეს მისი კლასის მაჩვენებელია. ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც 250 მატჩში ითამაშეს, როგორც შირერმა, ანრიმ, და თქვენ სტატისტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა ეს ასეა. მაგრამ ვფიქრობ, რომ სტატისტიკაზე დაყრდნობით ფეხბურთელზე არ უნდა ვიმსჯელოთ. ზოგჯერ გაიტან, ზოგჯერ ვერა.
ჩავარდნები ყველას აქვს და ცუდი თამაშისგან დაზღვეული არავინ არის. სტატისტიკა დეტალურად ასახავს ფეხბურთელის შედეგიანობას, მაგრამ არა მისი თამაშის ხარისხს.
ნერვიულობენ თუ არა ფეხბურთელები ნომრების თაობაზე? ზოგისთვის ნომრები უიღბლო და ზოგისთვის იღბლიანია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
დიდად არ ვდარდობ ამაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ შენი ნომერი შენი ისტორიის ნაწილია. ჩემი 20 ნომრიანი მაისური შეიძლება ითქვას მეოცე ჩემპიონობის მომტანი გახდა.
"იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ შემეძლო 21 ან 20 ნომრის არჩევა.
მაშინ "იუნაიტედს" 19 პრემიერ-ლიგის ტიტული ჰქონდა ამიტომ სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება. ბოლო 2 წელში შემეძლო 9 ნომრიანი მაისურით თამაში, თუმცა გადავწყვიტე 20 ნომერი დამეტოვებინა, რადგანაც ისტორია მართლაც საუცხოოა.
აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, აიღებთ თუ არა 21 ნომრიან მაისურს შემდეგ წელს?
ამაზე ბევრს ვფიქრობდი, თუმცა სიმართლე გითხრათ ნომრის შეცვლას არ ვაპირებ. ბევრ გულშემატკივარს უკვე ნაყიდი აქვს 20 ნომრიანი მაისური. თან როგორც უკვე ვთქვი ამ ნომერთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვფიქრობ მომავალშიც 20 ნომრიანი მაისურით ვითამაშებ.
და ბოლოს, ამჩნევთ თუ არა კამერებს როცა თამაშობთ, ხვდებით თუ არა რომ ახლა ყველა გაკვირდებათ თუ ეს ყველაფერი თქვენ ყურადღებას არ იპყრობს?
ამაზე მატჩის დაწყებამდე ფიქრობ. მაგალითად გვირაბში ყოფნის დროს. შენ ხვდები, რომ არის კამერა წინ, მარჯვნივ და მარცხნივ, ის ყველგანაა.
ზოგჯერ ბედნიერი ხარ, ზოგჯერ მოწყენილი და კამერაც ყველანაირ მდგომარეობაში გაფიქსირებს.
სტატიები, ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.