თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2014, 18:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1647,
კომენტარები: 6
რობსონი: "რუნი ნამდვილი კაპიტანია"
ბობი რობსონი რუნის შესახებ.
რობსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ბრაიან რობსონი მიიჩნევს, რომ უეინ რუნის გასახდელში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჭეშმარიტი სულის შენარჩუნება შეუძლია.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ უეინ რუნის ლიდერისთვის დამახასიათებელი ყველა მონაცემი აქვს. მას უყვარს ფეხბურთი, რაც ყველასთვის შესანიშნავი მაგალითია. "ვესტ ჰემთან" მატჩში მისმა გაძევებამ მასთან მიმართებაში ჩემზე გავლენა ვერ იქონია. მისი მრისხანება და მღელვარება წარსულში დარჩა."

"ის ინციდენტი რუნისთვის კარგი გაკვეთილი გახდა. მაგალითდ, "არსენალთან" მატჩში, როცა უილშირსა და ფელაინის შორის შეკამათება მოხდა, უეინი ძალიან მშვიდად იქცეოდა. რამდენიმე წლის წინ ამ გარჩევაში აუცილებლად ჩაერეოდა და მის ეპიცენტრში მოექცეოდა. ახლანდელი უეინი კი ნამდვილი კაპიტანია."

"კლუბში 10 წლის გატარებით უეინმა მის შესახებ ყველაფერი შეიტყო. მიმდინარე სეზონში გუნდი ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა და მათ ნაცვლად ლიდერის როლი უეინ რუნიმ და მაიკლ კერიკმა შეითავსეს. გუნდში ასეთი ფეხბურთელების ყოლის დროს "იუნაიტედის" ახალგაზრდა და ახალწვეული ფეხბურთელები ბევრ რამეს გაიგებენ კლუბის ტრადიციის, მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ."
- განაცხადა რობსონმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 ნოემბერი 2014 18:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რომ ღირსია და იმსახურებს სწორედ მაგიტომ უმშვენებს მარცხენა მკლავს კაპიტნის სამკლაური. სეზონის დაწყების წინ მე ვფიქრობ უაზრო იყო ვან პერსისა და მას შორის სავარაუდო ალტერნატივაზე დავა და ასე რომ არ მოქცეულიყო ლუი დიდ შეცდომასაც დაუშვებდა.

ვაკვირდები როგორ შრომობს რუნი (ეს არც არასდროს აკლდა), როგორ აძლევს მითითებებს სხვას, ინტერვიუში როგორ ამბობს, რომ ახალგაზრდებს ამა თუ იმ სახის დახმარებას უწევს და ამ დროს უილშირიც ამბობს: "ის მამასავითაა". განა შეიძლებოდა სხვა ვარიანტი არსებულიყო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
27 ნოემბერი 2014 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენი ვაზა love აი როგორ მიყვარს ვერ ავწერ რა
0
№3
ავტორი: AkkRed
27 ნოემბერი 2014 22:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შრეკი ძმაა იმენა ♥♥
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ნოემბერი 2014 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნი რომ იმსახურებდა კაპიტნის სამკლაურს მაგაზე არავინ არ დაობს, მაგრამ რობსონმა სწორედ აღნიშნა ის, რომ რუნი უფრო დაღვინებულია ადრინდელ დროსთან შედარებით, თუმცა ძველი რაღაც მაინც შემორჩენილი აქ და ხანდახან ეს კარგიც არის ხოლმე ( ნუ უაზრო წითელ ბარათესბ არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა )
0
№5
ავტორი: Mufc7
28 ნოემბერი 2014 10:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ნამდვილი კაპიტანია,იდეალური love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: red devil
28 ნოემბერი 2014 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ძველი რუნი მთელ არსენალს გაიფენდა :D ისე უილშერიც ძაან მაგარია პროსტა ფაიფურისააა. პატარა კაცი დიდი გულით :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top